ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 30, 2010

ედი ჯორდანი შუმახრს თავისი გუნდიდან დაითხოვდა

Eddie Jordan Would Fire Schumacher

30 სექტემბერი

კიდევ კარგი, ედი ჯორდანი ”მერსედეს GP-ს” შეფი არაა, თორემ ის სეზონის დასრულებამდე გუნდს დაატოვებინებდა ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს. არადა, ეს ის პიროვნებაა, ვინც ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი შუმახერი აღმოაჩინა და ფორმულა 1-ში დებიუტის საშუალება თავისი გუნდის მანქანით მისცა.

სამწლიანი უქმეობის შემდეგ, შუმახერი ამ სეზონში დაუბრუნდა დიდი პრიზების ცირკს. მისგან ყველა ისევ გამარჯვებებს ელოდა, მაგრამ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა პილოტმა, კვარცხლბეკზე ერთხელ ასვლაც კი ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ის თითქმის ყველა რბოლასა და კვალიფიკაციას აგებს თავი ახალგაზრდა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან.

სინგაპურის დიდი პრიზი შუმახერმა მე-13 ადგილზე დაასრულა, რამაც ედი ჯორდანს მოთმინება აუვსო და მან ”ფერარის” ყოფილი პილოტის ღია კრიტიკას მიჰყო ხელი. ის ამბობს, რომ შუმახერმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფ1-ში დაბრუნება გადაწყვიტა.

ჯორდანი თვლის, რომ ჩემპიონის ძველი დიდებაა ის ფაქტორი, რომელიც შუმახერს გუნდში ადგილს უნარჩუნებს. მისი თქმით, შუმახერი მისი გუნდის პილოტი რომ ყოფილიყო, აქამდე დათხოვნილი ეყოლებოდა.

”მიხაელ შუმახერის ადგილზე სხვა რომ იყოს, იმ შედეგების გამო, რაც მას ამ სეზონში აქვს, ის შემდეგ სეზონში ადგილს ვერ შეინარჩუნებდა. მე ვფიქრობ, რომ მას არავინ დაიტოვებდა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აქამდე გუნდიდან დავითხოვდი. სინგაპურში მისი გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა”, - ამბობს ჯორდანი.

ფორმულა 1-ის პადოკში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონიდან, შუმახერი მერსედესის გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაიყვანონ. ესეც იმისათვის, რომ მას ”სამქიმიანებთან” ორწლიანი კონტრაქტი კიდევ რჩება. პილოტის რანგში კი მას გერმანელი ადრიან სუტილი შეცვლის.

Sunday, September 26, 2010

უებერი კმაყოფილია

Webber happy as Red Bull's strategy pays off

26 სექტემბერი

მართალია, რბოლა ვერ მოიგო, მაგრამ ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა (სურათზე ასპარეზობისას) თავისი გუნდის ტაქტიკის წყალობით, რბოლა მესამემ დაასრულა და ლიდერობაც კი განიმტკიცა - სინგაპურული რბოლის შემდეგ, ის უახლოეს მდევარს 11 ქულას უგებს. ოღონდ, ამჯერად მისი მთავარი კონკურენტია არა ლუის ჰამილტონია, რომელმაც ზედიზედ მეორე რბოლის დასრულება ვერ შეძლო, არამედ ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვინც ეს ორი რბოლა მოიგო.

”რბოლის წინ რომ გეთქვათ, ფინიშთან მესამე მივიდოდი, ძალიან გამეხარდებოდა. და ახლა ძალიან მიხარია, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩემთვის ეს ამ სეზონში ყველაზე ძნელი რბოლა იყო. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ აქედან ამდენი ქულეთ წამოვიდოდი”, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვინც 36-ე წრეზე, ჰამილტონს შეეჯახა და ის რბოლიდან გამოთიშა. თუმცა, ინციდენტის საგულდაგულო განხილვის შემდეგ, სტიუარდებმა მომხდარში ჩემპიონატის ლიდერის ბრალი ვერ დააფიქსირეს.

უებერმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და ასპარეზობის დასაწყისშივე, როცა ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რბილი რეზინი მყარით შეცვალა. ასეთი რაქტიკა იმაზე იყო გათვლილი, რომ უებერი საბურავის შესაცვლელად ბოქსში აღარ შევიდოდა, მის წინ მიმავალთ კი საბურავების გეგმიური შეცვლა მაშინ მოუწევდათ, როცა ტრასაზე პეისკარი არ იქნებოდა.

ასეც მოხდა. მაგრამ უებერმა ფერნანდო ალონსოსთან და თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან მიახლოებაც ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ჰამილტონი და დანარჩენები ადვილად ჩამოიტოვა და მართალია, მეორე რესტარტის შემდეგ, მაჩანჩალას გასწრებისას, ბრიტანელმა მას გაასწრო, მაგრამ უებერმა დაკარგული პოზიცია მალევე დაიბრუნა და წინ აღარავინ გაუშვია.

”ლუისი ძალიან მალე დამეწია და გამასწრო კიდეც. პოზიციის დაცვისას, ჩვენი მანქანები ერთმანეთს შეეხო. რა თქმა უნდა, მე ეს არ მსურდა, მაგრამ ასე გამოვიდა. რაც შეეხება ტაქტიკას, მე ასე ადრე ბოქსში შესვლა არ მინდოდა. გუნდმა მირჩია და მეც დავთანხმდი. მეგონა, რომ შევცდით, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა”, - ყვება უებერი.

რაც შეეხება ფეტელს, მას ალონსოს ტემპის დაჭერა არ გასჭირვებია, თუმცა ესპანელთან გარკვეული დისტანცია ეჭირა, რათა ძრავი არ გადახურებოდა (ალონსოს მანქანის მიერ გაკვეთილი ჰაერის ნაკადი საკმარისი არ იქნებოდა მის უკან, ახლოს მიმავალი მანქანისთვის). თავიდან გერმანელმა თავის სარბოლ მენეჯერს რადიოთი უთხრა კიდეც, რომ საბურავებს და ძრავს უფრთხილდებოდა. მაგრამ შუა რბოლიდან, მის ”რედ ბულზე” მუხრუჭებმა დაიწყო გადახურება, რის გამოც, სლონსოზე შეტევა აღარ გამოუვიდა.

ფეტელმა განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში ”რედ ბული” ძალიან ძლიერი იქნება, რადგან ტრასები სწორედ მისი გუნდის პარამეტრებს ყველაზე უკეთ მიესადაგება, რაც მას და უებერს გარკვეულ უპირატესობას მისცემს.

”ფერარი” ძრავებზე არ ნერვიულობს

Ferrari - Alonso

26 სექტემბერი

ფერნანდო ალონსო და ”ფერარი” შესანიშნავ ფორმაში არიან. ბოლო ხუთი ეტაპიდან სამი მათი ტრიუმფით დასრულდა. წითელმა დუეტმა ამ რბოლებში ქულათა თითქმის მაქსიმალური რაოდენობა მოაგროვეს (75-დან 68) და სეზონის მიეურულს, ტიტულის რეალური ფავორიტები გახდნენ. მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, მათი აღმასვლა ცუდ დროს შეაჩეროს. ეს გარემოება კი ძრავების ლიმიტია.

გუნდებს თითოეულ პილოტზე სეზონში 8 ძრავის გამოყენების უფლება აქვთ. განვლილ 15 რბოლაში, ”ფერარიმ” ალონსოს ბოლიდზე ეს ლიმიტი უკვე ამოწურა, თუმცა აქვს ორი ძრავი, რომლითაც ესპანელმა მხოლოდ თითო რბოლაზე იარა. ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციურად, შემდეგ ორ ეტაპზე, მას ძრავისგან პრობლემები არ უნდა შეექმნას. მაგრამ დარჩენილ ორზე (თუ კორეული რბოლა არ ჩატარდა, მაშინ ერთზე) ტექნიკური პრობლემები შეიძლება შეექმნას.

თუმცა, იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის საფუძველს კი მათ ის გარემოება აძლევს, რომ ერთ ძრავს, რომელსაც ალონსო მხოლოდ თავისუფალ პრაქტიკებზე იყენებს, უკვე 2500 კილომეტრი აქვს განვლილი და პრობლემა არ შექმნია. ისიც სანიტერესოა, რომ სინგაპურში ალონსოს მანქანაზე ის ძრავი იდგა, რომელიც მან გერმანიასა და უნგრეთში გამოიყენა. თუმცა, ამ აგრეგატის რესურსი უკვე ამოწურულია და სკუდერია მის გამოყენებას უკვე აღარ გარისკავს.

ალონსოს მდგომარეობა გაცილებით გაუარესდება, თუ კორეელები რბოლის ჩატარებას შეძლებენ. მაშინ დიდი შანსი იქნება იმისა, რომ ბოლო ორ ეტაპზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სტარტზე საკვალიფიკაციო მონაპოვარზე ათი ადგილით უკან დადგომა მოუხდეს. ეს კი საჩემპიონო შანსებს მნიშვნელოვნად გაუუარესებს.

ბერნი კორეაზე ეჭვობს

Ecclestone casts doubt on Korean Grand Prix

26 სექტემბერი

ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი დასასრულისკენ მიდის და კორეის დიდი პრიზის გამართვის დროც ახლოვდება. დიდი პრიზების ცირკისთვის სრულიად ახალ ეტაპამდე მხოლოდ ერთი, იაპონური დიდი პრიზიღა რჩება გასამართი, კორეულ ტრასას კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) საბოლოო ინსპექცია ჯერაც არ გაუვლია.

ბუნებრივია, გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა, კორეული რბოლა საერთოდაც არ ჩატარდეს და მაშინ, სეზონის ბოლომდე მხოლოდ სამი ეტაპიღა დარჩება. კარგა ხანს, ამ ვარაუდს დაჟინებით უარყოფდა ბერნი ეკლსტოუნი (სურათზე), მაგრამ სინგაპურში მან განაცხადა, რომ კორეის ეტაპს ჩაშლა ემუქრება.

”რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაში ვართ. კორეულ ტრასას ინსპექცია დაახლოებით ექვსიმკვირის წინ უნდა ჩატარებოდა, მაგრამ აქამდე იქ არავინ გაგვიგზავნია. საერთოდ, ახალ ტრასას ინსპექცია რბოლამდე სამი თვით ადრე უნდა ჩატარებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. ახლა საკითხი ასე დგას - გავაუქმოთ ეს ეტაპი, თუ არა. ისინი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება”, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.

სამხრეთ კორეაში რბოლა 24 ოქტომბერსაა დანიშნული, მაგრამ მის შესახებ ჯერ არავინ არაფერი უწყის. FIA-ს სარბოლო დირექტორი შეფი ჩარლი უაიტინგი კორეაში ჯერ კიდევ ბელგიის ეტაპამდე უნდა ჩასულიყო, შემდეგ მისი ვიზიტი იტალიის დიდი პრიზისთვის გადაიდო, შემდეგ სინგაპურისთვის. ახლა კი უაიტინგის კორეული ვიზიტი იაპონიის დიდ პრიზს ემთხვევა. და თუ ტრასის შემოწმება კვლავ ვერ მოხერხდა, მაშინ რბოლა გაუქმებულად გამოცხადდება.

ალონსო სინგაპურშიც პირველია

Brilliant Alonso holds off Vettel in Singapore

26 სექტემბერი

ალონსო სინგაპურის დიდი პრიზით ხელში

..............................

ფერნანდო ალონსო აღარ ხუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში, მანქანის არაკონკურენტუნარიანობის გამო, მეტოქეთა ჩრდილში იმყოფებოდა, ახლა ერთბაშად ტიტულის რეალურ მაძიებლად მოგვევლინა. სინგაპურის დიდ პრიზზე მან სტარტიდან ფინიშამდე ილიდერა და ზედიზედ მეორე გამარჯვებით, სალიდერო ზონას ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.

მართალია, ავსტრალიელმა მარკ უებერმა სინგაპურის შემდეგ, უახლოეს მდევართან უპირატესობა 5-დან 11 ქულამდე გაზარდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ალონსო შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და იტალიის და სინგაპურის რბოლების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ”ფერარის” მანქანა მას ნებისმიერ ტრასაზე გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევს. თუმცა, არსებობს ერთი სერიოზული გარემოება, რომელიც ესპანელს საჩემპიონო ბრძოლაში ალბათ ხელს შეუშლის.

ეს გარემოება კი ძრავების ლიმიტია, რომელიც ”ფერარის” ორივე მანქანაზე უკვე ამოწურული აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ძრავი გამოყენების შემთხვევაში, ალონსოს სტარტზე 10 ადგილით უკან დასწევენ. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, ესპანელი პილოტი უებერისთვის ყველაზე სერიოზული მეტოქე იქნება.

ალონსომ ლიდერობა სტარტზე დაძაბული პაექრობაში შეინარჩუნა

..............................

ალონსომ სტარტი პოულიდან აიღო, ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია და თანაც, უსწრაფესი წრეც მის ანგარიშზეა. ყოვლივე იმაზე მეტყველებს, რომ ისიც და ”ფერარიც” შესანიშნავ ფორმაში არიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ალონსოს სტარტზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდა. სებასტიან ფეტელმა მასზე ოდნავ უკეთესი სტარტი აიღო და სასტარტო რიგის მარცხენა კიდიდან სცადა გასწრება. ალონსომ ეს დროზე შენიშნა და თავისი მანქანა სწორედ ფეტელის მხარეს მიმართა და მეტოქეს გასასვლელი ჩაუკეტა. გერმანელმა თავისი ”რედ ბული” უცებ მარჯვნივ მიმართა, მაგრამ მიმართულების შეცვლისას სიჩქარე დაკარგა და ალონსოს გასწრებას ვინ ჩივის, ლამის ლუის ჰამილტონის უკანაც აღმოჩნდა.

მეორე წრეზე მომხდარი ავარიის შემდეგ, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” სახიფათო ადგილზე ჩარჩა, რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. ლიდერთაგან ეს მომენტი მხოლოდ უებერმა გამოიყენა, ვინც ბოქსში პირველი შევიდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ეს მცდარი სვლა იყო, რადგან ტრასაზე მაგარი საბურავებით დაბრუნებულ ავსტრალიელის წინ, რამდენიმე შედარებით ნელი მანქანა აღმოჩნდა, რომლებმაც მისი ტემპი შეამცირეს. თუმცა, საბოლოოდ, უებერს სწორედ ამ სვლამ მოაპოვებინა ის მესამე ადგილი, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში მას უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა.

მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, ლიდერებმა რეზინის შეცვლა შუა რბოლაში ინებეს. იქიდან დაბრუნებულმა ალონსომ და ფეტელმა მოწინავე პოზიციები კი შეინარჩუნეს, მაგრამ ჰამილტონს უებერმა გაასწრო. ლიდერები ტრასაზე ახალი დაბრუნებულები იყვნენ, რომ მორიგი ავარია მოხდა და პელოტონს სათავეში ისევ პეისკარი ჩაუდგა. ამ დროს უებერი უკვე მესამეზე იყო. ოღონდ, მის წინ ”ვირჯინის” ორი ბოლიდიც აღმოჩნდა, რომლებიც ლიდერებს უკვე წრეზე ჰყავდათ ჩამოტოვებული. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა, რბოლის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

უებერმა ტიმო გლოკს იოლად გაუარა, მაგრამ ლუკას დი გრასის უკან ჩარჩა და სანამ მის გასწრებას ”გაბედავდა”, ჰამილტონმა დრო იხელთა და გვერდში ამოუდგა. ერთ მომენტში ბრიტანელის მანქანა ავსტრალიელისაზე ნახევარი კორპუსით წინ აღმოჩნდა, თუმცა აპექსში ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ და გამოსვლისას შეჯახებაც მოხდა. უებერის მანქანა მოსახვევის შიდა რადიუსზე მოძრაობდა და ოზმაც მანქანა ადვილად დაიმორჩილა, ჰამილტონმა კი ბორდიურზე გაიარა და როგორც ჩანს, ამ დროს, მისი მანქანა დაზიანდა. ბრიტანელისთვის ზედიზედ მეორე რბოლა უქულოდ დასრულდა, რამაც ის, რა თქმა უნდა, ძლიერ ფაანაწყენა. სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს და ის ჩვეულებრივ სარბოლო ინციდენტად ჩათვალეს, რის გამოც, უებერი სანქციას გადაურჩა. ამის შემდეგ, მას მესამე ადგილის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

”წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. მარკს ვერ ვხედავდი. ამიტომ, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის ჯერაც ჩემს გვერდით იყო. მოსახვევში შევედი, ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, შემდეგ კი შევნიშნე, რომ ჩემი საბურავი დაშვებული იყო”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სინგაპურული რბოლის შემდეგ მესამეზე გადაინაცვლა და ახლა უკვე, ლიდერ უებერს 20 ქულით ჩამორჩება.

ამგვარად, უებერს 202 ქულა დაუგროვდა და ის ალონსოს 11 ქულით უსწრებს. ფეტელმა, ვინც მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ალონსოსთან ფინიშზე მხოლოდ 0.293 წამი წააგო, მეოთხეზე გადაინაცვლა. ჰამილტონს ის ერთადერთი ქულით ჩამორჩება. მეხუთეზე კი ჯენსონ ბატონია, ვინც სინგაპურის ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. მსოფლიოს ჯერაც მოქმედი ჩემპიონი ლიდერისგან 25 ქულაშია.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური. წრის სიგრძე 5.073 კმ, 61 წრე, რბოლის დისტანცია 309.316 კმ

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:57:53.579

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:00.293

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:29.141

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:30.384

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:49.394

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:56.101

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 01:26.559

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 01:52.416

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:52.791

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:53.297

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

15. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 3 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 13 წრე

გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 26 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 27 წრე

გ. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 31 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 32 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 33 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 35 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 61 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:47.976, 58-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 202 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 191; 3. ლუის ჰამილტონი - 182; 4. სებასტიან ფეტელი - 181; 5. ჯენსონ ბატონი - 177; 6. ფელიპე მასა - 125; 7. ნიკო როსბერგი - 122; 8. რობერტ კუბიცა - 114; 9. ადრიან სუტილი - 49; 10. მიხაელ შუმახერი - 46; 11. რუბენს ბარიკელო - 39; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა (ესპაბეთი, ზაუბერი) - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 383 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 359; 3. ფერარი - 316; 4. მერსედესი - 168; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 62; 7. უილიამს-კოსუორტი - 57; 8. ზაუბერ-ფერარი - 27; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

Saturday, September 25, 2010

ალონსომ ზედიზედ მეორე პოული მოიპოვა

Alonso secures pole position in Singapore

25 სექტემბერი

როცა ამბობს, რომ საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძვის, ფერნანდო ალონსომ იცის, რომ ამის სრული საფუძველი გააჩნია. სხვა თუ არაფერი, ბოლო ოთხ რბოლაში მან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და სწორედ ამის წყალობით დაბრუნდა ტიტულის მაძიებელთა სიაში. ამ სიაში ახლა ხუთი პილოტია და მიუხედავად იმისა, რომ ალონსო ამ ხუთეულის შუაში იმყოფება, ბოლო ეტაპებზე მისი გამოსვლები აშკარად მიგვანიშნებს, რომ სეზონის მიწურულს, ის ერთ-ერთ ფავორიტად მოგვევლინა.

სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, ესპანელმა პილოტმა სულ რაღაც 0.067 წამით აჯობა ამ სეზონის კვალიფიკაციების ჩემპიონ სებასტიან ფეტელს. ალონსომ ამ სეზონში ზედიზედ მეორე პოული მოიპოვა და მთავარ რბოლაშიც გასამარჯვებლადაა მობილიზებული. თუ ეს შეძლო, ზედიზედ მეორე დუბლი გამოუვა და არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონატის ლიდერიც გახდეს. თუმცა, ამისათვის საჭირო იქნება, რომ ჩემპიონატის ლიდერმა მარკ უებერმა მეშვიდე ადგილზე მაღლა ვერ დაიკავოს ადგილი. ამასთან, ლუის ჰამილტონმაც მეექვსე ადგილზე უკეთესი ფინიში ვერ უნდა შეძლოს.

”ჩემი სწრაფი წრით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს პოულისთვის იქნებოდა საკმარისი, მეორე ადგილისთვის, თუ მეოთხესთვის. ფაქტია, რომ მანქანისგან მისი შესაძლებლობების 100 პროცენტი გამოვწურე. ძალიან ძნელი კვალიფიკაცია იყო. წვიმის შემდეგ, ტრასა გვიან გაშრა და ამან საქმე გაგვირთულა. ყველაფერთან ერთად, საბურავების ორივე კომპლექტმა კარგად იმუშავა”, - ნარბოლევს განაცხადა ალონსომ.

ფეტელი სამივე პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო და ისე ჩანდა, რომ კვალიფიკაციასაც ის მოიგებდა, მაგრამ ბოლოს ალონსომ აჯობა. რბოლის შემდეგ ის წუწუნებდა, რომ რიტმში შესვლა დაუსრულებელი ტრეფიკის გამო ვერ მოახერხა და პოულიც ამიტომ ვერ მოიპოვა. გერმანელის თქმით, ბოლო სწრაფ წრეზე გასვლამდე, წინ მიმავალი მანქანა საკმაო დისტანციაზე არ გაუშვა - არ მინდოდა, საბურავები გაგრილებულიყოო. ჰოდა, მარცხის მიზეზადაც სწორედ ეს გარემოება დაასახელა. მის წინ მიმავალი კი მიხაელ შუმახერი იყო, რომელსაც ფეტელი მეოთხე მოსახვევში გადაეყარა.

ფეტელი რბოლისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სინგაპურის ქუჩებში გასწრება საკმაოდ ძნელია. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ალონსომ სინგაპურის პირველი დიდი პრიზი მოიგო, შარშან კი იქ ჰამილტონმა გაიმარჯვა. ამჯერად ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტი ალონსოს სულ რაღაც 0.114 წამით ჩამორჩა და მესამე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად იმისა, რომ რბოლის წინა რიგიდან დაწყების საშუალება არ ექნება, ის მაინც კმაყოფილი დარჩა. ”არც ისე ცუდი საკვალიფიკაციო სესია იყო. ყოველ შემთხვევაში, საწუწუნო არაფერი მაქვს. მანქანა კარგად მუშაობს. იმედია, ხვალაც ასე იქნება და ბრძოლის საშუალება მომეცემა”, - განაცხადა ჰამილტონმა.

პირველი სესიის დროს, გადაცემათა კოლოფის ელექტრონული სისტემა დაუზიანდა ალონსოს ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას, რომელმაც სწრაფი წრის გავლაც კი ვერ მოასწრო და ამიტომ, სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს. მსგავსი პრობლემაი, ოღონდ ძრავზე, ალონსოსაც შეექმნა, თუმცა მისი გამოსწორება ბოქსებიდანვე მოხერხდა.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:45.390

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:45.457

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.571

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.944

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.977

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.236

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:46.443

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:46.593

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:46.702

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:47.884

- - - - - - - - - -

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:47.666

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:47.674

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:48.165

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:48.502

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:48.557

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.899

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:48.961

- - - - - - - - - -

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:50.721

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.915

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:51.107

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:51.641

22. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:52.946

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:54.174

24. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) დროის გარეშე

Friday, September 24, 2010

პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფები ”რედ ბულის” პილოტები არიან

Vettel leads Red Bull rampage in Singapore

24 სექტემბერი

სინგაპურის დიდ პრიზზე პარასკევის თავისუფალი პრაქტიკები გაიმართა, რომლებზეც ყველაზე სწრაფები ”რედ ბულ რეისინგის” პილოტები - მარკ უებერი (პირველ სესიაზე) და სებასტიან ფეტელი იყვნენ. ორივე სესიის ჯამში კი ყველაზე სწრაფი ფეტელი (სურათზე) იყო, რომელმაც ერთადერთმა შეძლო ერთი წრის წუთსა და 47 წამზე სწრაფად გავლა.

ფეტელმა, ვინც მოდერნიზებული მანქანით ასპარეზობდა, ჩემპიონატის ლიდერ თანაგუნდელს 0.627 წამით აჯობა, თუმცა ნარბოლევს თავადვე განაცხადა, რომ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგის ჩვენება არაფერს ნიშნავს და რომ კვალიფიკაციაზე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

”მთავარი ისაა, რომ დღეს პრობლემები არ შეგვქმნია. პრაქტიკებზე რომ უსწრაფესი ვიყავი, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - აქ ქულებს მაინც არავინ იძლევა. თუმცა, ცხრილის სათავეში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა და მოტივაციას გვიძლიერებს”, განაცხადა ფეტელმა, ვის მანქანაზეც ”რედ ბულმა” ახალი უკანა ფრთა დააყენა.

საბრძოლო განწყობაზე არიან ”მაკლარენის” პილოტებიც. მართალია, ლუის ჰამილტონს პირველ სესიაზე მხოლოდ მე-18 დრო ჰქონდა, მაგრამ მეორე პრაქტიკაზე მეხუთე შედეგი აჩვენა. გაცილებით სტაბილური იყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვის ანგარიშზეც მე-6 და მე-5 დრო იყო. ორ ბრიტანელს შორის კი ადგილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ დაიკავა. ამას შეიძლებოდა უკეთესი შედეგიც ჰქონოდა, მაგრამ მეორე პრაქტკის მიწურულს, ძრავი ჩაუქვრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალონსომ საჭე ვერ დაიმორჩილა და უსაფრთხოების ზონაში შევარდა. აქ მას ძრავი ჩაუქვრა. არადა, შეცდომის დაშვებამდე, ფეტელზე უკეთესი გრაფიკით მოძრაობდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ეტაპით ადრე, ჩემპიონობისთვის მებრძოლ 5 პილოტს სულ 24 ქულა აშორებს, ეს კი ქულათა ახალი სისტემის წყალობით, ბევრი არაა.

უნდა ითქვას, რომ პირველი სესიის დაწყებამდე, კოკისპირულმა წვიმამ ტრასა გვარიანად დაალბო, რის გამოც, პირველ პრაქტიკაზე პილოტებს საკმაოდ ცუდი შედეგები ჰქონდათ.

სინგაპურის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:54.589

2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:54.708

3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:54.827

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:55.137

5. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:55.160

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:55.333

7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:55.510

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:55.523

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:55.672

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:55.914

11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:56.090

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:56.339

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:56.458

14. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:56.598

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:56.603

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:56.615

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:56.840

18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:56.884

19. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:57.760

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:59.034

21. ჟერომ დ’ამბროსიო (ბელგია, ვირკინი) 1:59.275

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:59.783

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 2:03.424

24. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 2:05.694

მეორე სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:46.660

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:47.287

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:47.690

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:47.718

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:47.818

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:48.302

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:48.341

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:48.679

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:48.855

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:48.889

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:49.153

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:49.438

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:49.558

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:49.608

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:49.896

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.984

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:50.191

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:50.896

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:51.878

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.150

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:53.431

22. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:53.526

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:54.725

24. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:55.542

Thursday, September 23, 2010

ლოებმა წასვლა გადაწყვიტა

Loeb Confirms WRC Retirement in 2011

23 სექტემბერი

თუმცა, სანამ წავა, მორიგი, ალბათ მერვე ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ მოასწრებს, რადგან სებასტიან ლოებმა ფრანგულ გამოცემა ”პარი მატჩთან” საუბრისას განაცხადა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატს, 2011 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. და თუ წელს მეშვიდე ტიტულს დაეუფლება, რისი დიდი შანსიც აქვს, მერვის მერვე ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობაც მიეცემა.

რალის მსოფლიო ჩემპიონატის კულუარებში კარგა ხანია, დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლოები სპორტიდან ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავიდოდა. მაგრამ თავად ფრანგმა ამ ჭორებს წერტილი დაუსვა. 36 წლის პილოტმა ახლახანს ”სიტროენთან” კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყნად არაფერია ისეთი, რაც მას 2011 წლის სეზონის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენას აიძულებს. კითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი სეზონი მის სახელოვან სპორტულ კარიერაში ბოლო, ლოებმა მოკლედ უპასუხა: ”უეჭველად”.

თქმა არ უნდა, მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, მოტივაციის ნაკლებობაა. ეს კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბოლო წლებში, ლოები რბოლებში მხოლოდ თავის თავს ეჯიბრება. თავისი კარიერის განმავლობაში, ლოებს მსოფლიო ჩემპიონატის 59 რბოლა და 6 ტიტული აქვს მოგებული. და ეს ყველაფერი არაა. ამ შედეგებს ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

”ამ წლებში უამრავჯერ გავრისკე და ვფიქრობ, ამისთვის მზად აღარ ვარ. ჩემი მოტივაციის წყაროდ მხოლოდ სპორტის სიყვარულიღა დარჩა”, - განაცხადა ლოებმა, ვისაც მეშვიდე ტიტულის განაღდება საფრანგეთის რალიზევე შეუძლია. თუ ამ რბოლას მოიგებს, ის თავის უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელ სებასტიან ოჟიეს 50 ქულით ჩამოიტოვებს. დარჩენილ ორ ეტაპზე მაქსიმუმ სწორედ 50 ქულის აღებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჟიეს ლოებთან გათანაბრების თეორიული შანსი ექნება, თუმცა ესეც რომ მოხდეს, მეტი გამარჯვების წყალობით, ლოები ჩემპიონი გახდება. თუმცა, მსგავსი მათემატიკა ალბათ საჭირო არ გახდება...

სინგაპურის ტრასის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Singapore GP

23 სექტემბერი

მარკ უებერი (სურათზე, სინგაპურის შარშანდელი რბოლისას) მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერია და ბუნებრივია, მისი მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ გადის ერთ წრეს ტრასაზე, სადაც ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი ჩატარდება, ყველაზე საინტერესოა. და ისიც, კომპანია ”რედ ბულის” დახმარებით, ამას დიდი სიამოვნებით, ჩვენთვის აკეთებს:

”სინგაპურის დიდი პრიზი შესანიშნავ ატმოსფეროში ტარდება - ეს რბოლა ხომ ღამით ტარდება და თანაც, ჩემს საქომაგოდ აქ ბევრი ავსტრალიელიც ჩამოდის...

ხუთკილომეტრიანი ტრასის ნაწილი ქალაქის ცენტრში გადის. მისი თავისებურება ისაა, რომ რბოლა საათის ისრის საპირისპიროდ გვიწევს. სულ 61 წრის გავლა გვიწევს, რბოლის სრული დისტანცია კი 309 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული სწორი მონაკვეთი, შვიდი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 297 კმ/სთ-ს აღწევს.

მაშ ასე, ვიწყებთ ღამის სინგაპურში რბოლას. აქ მუდმივი კონცენტრაციაა საჭირო, რადგან ასფალტი უსწორმასწოროა და შეცდომებს არ პატიობს. განსაკუთრებით, ეს პირველ სექტორს ეხება...

გავდივართ პირველ სექტორს და ვუახლოვდებით მეხუთე მოსახვევს. აქ შესასვლელის ოპტიმალური წერტილის პოვნა ძალიან ძნელია. მოსახვევი განიერია, თუმცა აქ ბევრი ბორცვაკიცაა... მთავარია, აქედან გამოსვლისას, შეცდომა არ დავუშვათ. ამის შემდეგ, რამდენჯერმე ესტაკადის ქვეშ გავივლით და ორ მცირე ტეხილს გავცდებით, სადაც საშინელი ბორცვაკებია. შემდეგ ინტენსიური დამუხრუჭება და...

ნელ მარცხენა მოსახვევს მეორე გადაცემით გავდივართ, შემდეგ მოკლე აჩქარება და ტრასის სხვა ნაწილში აღმოვჩნდებით, სადაც ორივე მხარეს ბეტონის კედლებია. აქ მარცხნივ უზარმაზარი ტრიბუნაა, რომელიც ყოველთვის მაყურებლითაა სავსე. შემდეგ ძალიან ვიწრო შიკეინია, რომლის წინაც ვამუხრუჭებთ. ვუახლოვდებით ხიდს, რომლის სწორად გავლაც სირთულეებს უკავშირდება. მთავარი კი ისაა, რომ აქედან ზუსტი ტრაექტორიით გამოვიდეთ.

ტრასა ძალიან კარგადაა განათებული, ყველა მოსახვევს კარგად ვარჩევთ. შემდეგ მარმარჯვენა მოსახვევია, რომლის წინაც მკვეთრად ვამუხრუჭებთ და მეორეთი გავდივართ. ამის შემდეგ, ბოლო სექტორი იწყება, რომელიც მთლიანად შიკეინებისგან შედგება.

ერთ ადგილას, ტრასა ტრიბუნის ქვეშ გადის და იქ ტრასა ძალიან უსწორმასწოროა. აქ ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება და ამ შემთხვევაში, კედელთან შეხება გარდაუვალი იქნება. ბოლო, ძალიან სწრაფი კი ინტენსიურად ავჩქარდებით. აქაც შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. შემდეგ კი ფინიშის ხაზსაც გავდივართ...

Wednesday, September 22, 2010

ძრავების ლიმიტის ფაქტორი უებერის მხარეზეა

Mark Webber Has Engine Advantage in the Title Fight

22 სექტემბერი

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის დამამთავრებელ ფაზაში გადავიდა, კალენდარში უკვე აღარ დარჩა გასამართი ევროპული ეტაპები. დიდი პრიზების ქარავანმა აზიას მიაშურა, სადაც სინგაპურის ქუჩებში, ღამის რბოლას გამართავს. ახლა უკვე, ყველა ქულას შეიძლება ოქროს ფასი ჰქონდეს და ბუნებრივია, პილოტების მთავარი ამოცანა იქნება, რომ დარჩენილ რბოლებში შეცდომის დაშვებას მოერიდონ.

მაგრამ საქმეში ერთვება გარემოება, რომელიც ალბათ, ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს არის ძრავების ლიმიტის ფაქტორი, რომელიც გუნდებს თითოეული პილოტისთვის, სეზონში მხოლოდ რვა ძრავის გამოყენებას ავალდებულებს.

ამ მხრივ, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჩემპიონატის ლიდერს, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელ მარკ უებერს (სურათზე, ასპარეზობისას) აქვს, ”ფერარის” ორივე პილოტმა - ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ კი ლიმიტი უკვე ამოწურეს. ეს ნიშნავს, რომ თუ იტალიური საჯინიბო გადაწყვეტს, რომ ალონსოს მანქანაზე ახალი ძრავი გამოიყენოს, მაშინ ესპანელ პილოტს სტარტზე 10 ადგილით უკან დასწევენ, როგორც ამას ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს.

მოკლედ, ”სკუდერიამ” ორივე პილოტზე ძრავების ლიმიტი სრულად ამოწურა. ეს მაშინ, როდესაც მის მეტოქე გუნდებს თავიანთ პილოტებზე მინიმუმ ერთი სათადარიგო ძრავის გამოყენების უფლება კიდევ აქვთ. კერძოდ, თითო ძრავის გამოყენების უფლება ორივე პილოტზე შეუძლია ”მაკლარენს”. იგივე ითქმის ”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელზეც. ყველაზე უკეთ, ამ მხრივ უებერია, რომელსაც ლიმიტის ამოწურვამდე, ორი ძრავი კიდევ აქვს.

”ბიბისი სპორტთან” საუბრისას, უებერმა განაცხადა, რომ ”მაკლარენის” პილოტები მისთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტები არიან, რადგან ”მერსედესის” ძრავები გამძლეობით გამოირჩევა.

ცნობისათვის, თითო სათადარიგო ძრავის გამოყენების უფლება ასევე აქვთ: ”მერსედესს”, ”ფორს ინდიას”, ”ტორო როსოს”, ”ისპანიას”, ”ვირჯინსა” და ”ლოტუსს”. იგივე სიტუაციაში არიან ”უილიამსის” გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და ”ზაუბერის” იაპონელი კამუი კობაიაში. უებერის გარდა, მარაგში 2-2 ძრავი აქვთ ”უილიამსის” ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს და ”რენოს” პილოტებს - პოლონელ რობერტ კუბიცას და რუს ვიტალი პეტროვს. აშკარაა, რომ ფრანგული კომპანიის ძრავები, მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრით მეტოქეებს ჩამორჩებიან, თავიანთ სხვაზე მეტი გამძლეობით გამოირჩევა და ამდენად, გარკვეულ უპირატესობას იძლევა.

რაც შეეხება ”ფერარის” ძრავებს, ისინი ყველაზე ნაკლებად საიმედოა - საკუთრივ ”ფერარის” პილოტების გარდა, ძრავების ლიმიტი ასევე ამოწურა მარანელოელთა კლიენტი ”ზაუბერის” ესპანელმა პედრო დე ლა როსამ, რომელმაც ბელგიაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს და ამის გამო, სტარტზე 10 ადგილით უკანაც დასწიეს. დარჩენილ რბოლებში მის ადგილს გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დიკავებს, რომელსაც ლიმიტი ასევე ამოწურულად ჩაეთვლება.

Sunday, September 19, 2010

”რენოსთვის” მთავარი რაიკონენთან შეთანხმების კომერციული მხარეა

Commercial side key to Raikkonen fate

19 სექტემბერი

იტალიის დიდი პრიზის შემდეგ, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი დაუბრუნდეს. უკვე დადასტურდა ისიც, რომ მას მოლაპარაკება ფრანგულ „რენოსთან“ აქვს.

ფრანგულ საჯინიბოს მომავალი სეზონისთვის საჩემპიონო ამბიციები აქვს და ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მოწვევა ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება. მაგრამ გუნდის შეფი ჟერარ ლოპესი (სურათზე) ამბობს, რომ სუპერვარსკვლავის მოწვევის პერსპექტივა მას რეალობისგან ვერ დააშორებს.

ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, ლოპესმა განაცხადა, რომ რაიკონენის მოწვევა სოლიდურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც „რენოს“ გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებს. მან არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, გუნდში რუსი ვიტალი პეტროვის დატოვება ამჯობინოს.

„ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გამოგვდის და ახლა პილოტის შეცვლის დრო დაგვიდგა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის ერთი მრბოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებით დაინტერესებული აღარაა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის დაგვიკავშირდა და ჩვენთან გადმოსვლის ინტერესი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიამოვნოა, მაგრამ გადაწყეტილებამდე ჯერ შორს ვართ“, - ამბობს ლოპესი.

ის დასძენს, რომ ამჟამად გუნდი სპონსორების მოზიდვაზე ინტენსიურად მუშაობს და რაიკონენის გადმოყვანა მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა სარეკლამო პაკეტის გაზრდას. ფული ტიტულისთვის ბრძოლაშიც გვჭირდება და მაღალი კლასის პილოტის მოსაზიდადაც.

„სპონსორები წარმატებულ გუნდებთან თანამშრომლობას ამჯობინებენ. ახლა ჩვენი მიზანი ისაა, რომ რბოლების მოსაგებად ვიბრძოლოთ. ეს პირველი ნაბიჯია. ამისათვის მზად ვართ. ბაზისი შექმნილი გვაქვს. ამ ბაზისზე კი წარმატებული გუნდის შექმნა უნდა შევძლოთ. ამ სეზონში ჩვენ მებრძოლი მექანიზმი აღვადგინეთ, მომავალ სეზონში კი საქმეს მივხედავთ“, - დასძენს ლოპესი.

ლოპესი ირიბადაც არ აღიარებს, რომ პეტროვის მოყვანა რუსის სპონსორების ფულმა განაპირობა. ახლა კი, ამ პილოტმა თავისი უნარიც გამოამჟღავნა და ამიტომ, მისი დატოვება მხოლოდ ფულზე აღარაა დამოკიდებული.

„ვიტალი გადამხდელი პილოტი არაა, თუმცა მან ჩვენ ძალიან მნიშვნლოვანი სპონსორი მოგვიყვანა „ლადას“ სახით. და მაინც, ვიტალის მოსვლას ჩვენთვის დიდი თანხები არ მოუტანია. ის კარგი პილოტია. შარშან მან გრანპრი2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და რომ არა შეცდომები, ჩემპიონიც გახდებოდა. ესეც რომ არა, ეს ის პილოტია, რომელსაც დაახლოებით 250 მილიონი რუსულად მოლაპარაკე ადამიანი ქომაგობს. სულელები უნდა ვიყოთ, რომ ეს ფაქტორი არ გავითვალისწინოთ. მოკლედ, ის ჩვენი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც რობერტ კუბიცა“, - დასძენს ლოპესი და უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ ფრანგული კომპანი „რენო“ მის მიერ შარშან გაყიდული აქციების გამოსყიდვას აპირებს.

Friday, September 17, 2010

”ლოტუსი” შეიძლება ”ტოიოტას” პარტნიორი გახდეს

Lotus F1 to Partner Toyota in 2011?

16 სექტემბერი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სინგაპურული ეტაპი, ყველაფერთან ერთად, იმითაც იქნება საინტერესო, რომ მისი მსვლელობისას, ზოგიერთი გუნდი განცხადების გამოქვეყნებას აპირებს. ამ მხრივ კი ყველაზე საინტერესო ”ლოტუსის” პროგრამა იქნება.

თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ინგლისურ-მალაიზიური საჯინიბო ორივე პილოტს - იტალიელ იარნო ტრულისა და ფინელ ჰეიკი კოვალაინენს დაიტოვებს. უფრო სიმბოლური ამბავი ისაა, რომ ”ლოტუს F1 ტიმ-ის” ნაცვლად, მას ისტორიული სახელი - ”ტიმ ლოტუს” დაუბრუნდება. დაბოლოს, ყველაზე მთავარი და სენსაციური ინფორმაცია, რომელმაც უშუალოდ ”ლოტუსის” თანამშრომლებისგან გაჟონა, ისაა, რომ შესაძლოა, მომავალ სეზონში გუნდმა ”რენოს” კი არა, ”ტოიოტას” ძრავებით იასპარეზოს.

სულ ახლახანს, ნორფოლკელებმა გამოაცხადეს, რომ ამ სეზონის შემდეგ, ისინი ინგლისურ ”კოსუორტთან” ძრავების კონტრაქტს შეწყვეტენ - ამის შესახებ, ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე, კულუარებში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”ლოტუსი” ”რენოს” ძრავებს, კოლოფებს და ტრანსმისიებს მიიღებდა.

მაგრამ იტალიურმა ჟურნალმა ”ავტოსპრინტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ”ლოტუსი” მომავალ სეზონში ”ტოიოტას” ძრავებზე გადავა. იმავე ინფორმაციის მიხედვით კი, ეს გარიგება ”ტოიოტას” გუნდის რამდენიმე მაღალჩინოსანის დამსახურებაა. მათ შორისაა ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი, რომელიც ერთხანს, ამავე თანამდებობაზე იაპონურ გუნდში მუშაობდა. მეორეა ”ლოტუსის” სპორტული დირექტორი დიტერ გასსი.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ, კულუარებში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” ფ1-ის აუტსაიდერ ”ისპანია რეისინგთან” აპირებდა თანამშრომლობას. მაგრამ ეს ხმები ჯერჯერობით ისევ ხმებად რჩება და არცერთ მხარეს მათზე დასტური არ გამოუცხადებია.

იტალიური ეტაპის შემდეგ, ბიბისისთან საუბარში, ”ლოტუსის” შეფმა, მალაიზიელმა ავიამაგნატმა ტონი ფერნანდესმა აღიარა, რომ მისი გუნდი რაღაც რადიკალურს გეგმავს. რომ ყველა მოლაპარაკება უკვე დასრულებულია და მათი შედეგებით თავად ძლიერ კმაყოფილია. ისღა დაგვრჩენია, სინგაპურის დიდ პრიზს დაველოდოთ, რომელიც 25-27 სექტემბერს გაიმართება.

Thursday, September 16, 2010

რედ ბული” ისევ ”რენოსთან” ითანამშრომლებს

Red Bull to Stay with Renault

16 სექტემბერი

როგორც ჩანს, ”რედ ბულ რეისინგის” ბოლიდები შემდეგ სეზონშიც ”რენოს” ძრავებით აღიჭურვება. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული გუნდის ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი (სურათზე) ამბობს, რომ ერთადერთი კომპანია, რომლის ძრავების შეძენაც ამ ეტაპზე მის გუნდს შეუძლია, სწორედ ”რენოა”.

ნიუი, რომლის წყალობითაც, ”რედ ბულმა” 2009 და 2010 წლების სეზონების საუკეთესო ბოლიდები შექმნა, ამბობს, რომ ”მაკლარენის” დაჟინებული მოთხოვნით, ”მერსედეს ბენცი” ”რედ ბულისთვის” თავისი ძრავების მიწოდებაზე უარს ამბობს. არსებობს მძლავრი ძრავების კიდევ ერთი პოტენციური მიმწოდებელი - ”ფერარი”, თუმცა სათუოა, იტალიურმა კომპანიამ თავისი აგრეგატები მიაწოდოს გუნდს, რომელიც ჩემპიონატში იტალიურიკომპანიის საჯინიბოს ამარცხებს.

”სხვა რა დაგვრჩენია? ”მაკლარენის” გამო, ”მერსედესი” ძრავების მოწოდებაზე უარს გვეუბნება. რჩება ”ფერარი”, მაგრამ საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ: თუ ჩვენ მათ დავამარცხებთ, მომავალ სეზონში ისეთივე ძრავებს მოგვაწოდებენ, როგორევსაც თავისთვის ამზადებენ?” - მსჯელობს ნიუი და დასძენს, რომ ”რენოს” ძრავები სრულად აკმაყოფილებს ”რედ ბულის” მოთხოვნებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ”მერსედესის” და ”ფერარის” ძრავებზე სუსტია. და რამდენადაც ”რენოს” ძრავის სრულყოფის საშუალება არ ეძლევა, არაა გამორიცხული, რომ ფრანგულმა კომპანიამ ფორმულა 1 დატოვოს.

”ჩვენ ”ფერარისთან” და ”მერსედესთან” შედარებით, ნაკლებად მძლავრი ძრავები გვაქვს. მათ ნომინალური უპირატესობა გააჩნიათ. და თუ ”რენოს” მეტოქეთა დაწევის უფლებას არ მისცემენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია ძრავების წარმოებაზე მალე უარს იტყვის. ”, - ამბობს ნიუი და დასძენს, რომ ”რენო” ერთადერთი კომპანიაა ფ1-ში, რომელიც ძრავების განვითარების გაყინვის წესს სრულად იცავს.

ამ ეტაპზე, ”რენო” თავის ძრავებს მხოლოდ ორ გუნდს - თავისსავე გუნდსა და ”რედ ბულს” აწვდის. მომავალი სეზონიდან მათ ალბათ ”ლოტუსი” დაემატება, რომელმაც ”კოსუორტთან” შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, რომ ამ სეზონის ბოლოდან, მათ შორის არსებული კონტრაქტი დაირღვევა.

Wednesday, September 15, 2010

რაიკონენი შეიძლება ”რენოში” გადავიდეს

Raikkonen bids for 2011 Renault seat

15 სექტემბერი

ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა ”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდს მიმართა და მასში მომავალი სეზონისთვის გადასვლა შესთავაზა. ამის შესახებ, ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინტერნეტ გვერდი გვამცნობს. მართალია, ცოტა ხნის წინ რაიკონენმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მერმისს დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, ფინელ პილოტს ფრანგული გუნდის კონკურენტუნარიანობა აკმაყოფილებს, რამაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნება გადააწყვეტინა.

”ავტოსპორტისთვის” უცნობია, რაიკონენმა ”რენოს” თავად მიმართა, თუ ეს მისმა მენეჯერმა გააკეთა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კონტაქტი ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ მოხდა, მაშინ, როდესაც მისი რალის გუნდი იაპონიის რალისთვის ემზადებოდა. ამდენად, ფინელ პილოტს ”რენოსთან” მოლაპარაკებისთვის ნაკლებად ეცალა.

რაიკონენი ყოველთვის ამბობდა, რომ ფ1-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კონკურენტუნარიან გუნდში ასპარეზობის საშუალება მიეცემა. მიმდინარე სეზონში კი ”რენომ” დაამტკიცა, რომ ახლოსაა ტოპ გუნდებისგან და სეზონის განმავლობაშიც ვითარდება.

როგორც ცნობილია, ამჟამად ”რენოს” პირველი პილოტი პოლონელი რობერტ კუბიცაა, მეორე პილოტის რანგში კი რუსი ვიტალი პეტროვი ასპარეზობს, რომლის გამოსვლითაც ფრანგული გუნდის ერიკ ბუიე უკმაყოფილოა. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რუსი პილოტი დაიტოვოს. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის დაამტკიცებს, რომ დატოვების ღირსია.

სხვათა შორის, ”ავტოსპორტთან” საუბრისას, ბუიემ დაადასტურა, რომ მის გუნდს რაიკონენმა მიმართა და მომავალ სეზონში, მისი მანქანით ასპარეზობა შესთავაზა. ”ფაქტია, რომ ზაფხულის პერიოდი დასრულდა და იმავდროულად, შემოთავაზებების რიცხვიც გაიზარდა. და ბიჭი, რომელზეც მელაპარაკებით (ანუ რაიკონენი), ჩვენი თვალთახედვის არეში იმყოფება. და ეს იმის გამოა, რომ ის ჩვენთან კონტაქტში შემოვიდა”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბუიემ.

ფაქტია, რომ ”რენოს” რუსეთის საავტომობილო ბაზართან დაკავშირებით, დიდი გეგმები აქვს, რის გამოც, გუნდში პეტროვის შენარჩუნება აწყობს. მაგრამ თუ ამ პილოტს შეცვლის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიკონენის მსგავს სუპერ პილოტს გადაიბირებს.

”რაიკონენის გადმოსვლის შემთხვევაში, სულ სხვა სტრატეგიის შემუშავება მოგვიწევს. საერთოდ, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ პიროვნებას და თუნდაც იმას, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოგებული. მისი ტიტული ჩვენ უფრო ძვირიც დაგვიჯდება, თუ ჩვენთან გადმოვა, მაგრამ მნიშვნელობა არც ამას აქვს. მთავარი ისაა, რომ სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოგვიწევს. ერთია, როცა გუნდში ახალბედა პილოტი გყავს და მეორე, როცა ორ გამოცდილ პილოტს ემსახურები. ჩვენ ამაზე დაფიქრება აუცილებლად მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი პრიორიტეტი ვიტალი და მისი განვითარებაა. მაგრამ სხვა რამდენიმე არჩევანიც გვაქვს და მათგან ერთ-ერთი კიმიცაა”, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ რაიკონენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მისი გუნდი აუცილებლად სეზონის დასრულებამდე მიიღებს.

Monday, September 13, 2010

ოჟიემ მეტოქეთა უიღბლობით იხეირა

Ogier storms to Japan victory, Loeb forced to wait

13 სექტემბერი

”სიტროენის” ფრანგი სებასტიან ოჟიეს (სურათზე, მისი სიტროენი ასპარეზობისას) გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეათე ეტაპი - იაპონიის რალი, რომლის მესამე დღეც მეტად დრამატული და წინა დღის ლიდერებისთვის უიღბლო გამოდგა სამაგიეროდ, მათი უიღბლობით, კარგად ისარგებლა ოჟიემ და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, რითაც 43 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ჩემპიონატის ლიდერთან, ფრანგ სებასტიან ლოებთან .

ლოებს შეეძლო, მეშვიდე ტიტული იაპონიაშივე, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაენაღდებინა. ამისათვის, მას უნდა მოეგო და მის მეტოქეებს რბოლა ექვსეულს მიღმა უნდა დაესრულებინათ. მაგრამ ახლა ფრანგულ ეტაპამდე ლოდინი მოუწევს.

ორი დღის შემდეგ, ოჟიე ნორვეგიელ ლიდერ პეტერ სოლბერგს 5.4 წამით ჩამორჩებოდა, ფინელ მიკო ჰირვონენთან კი ორი წამიც კი არ აშორებდა. მაგრამ ამ უკანასკნელს მოკლე, ბისანის სპეცმონაკვეთზე გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა და საბოლოოდ, ამის გამო მეექვსე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, იმავე სპეცზე რბოლას კიდევ ერთი ფინელი - კიმი რაიკონენი გამოეთიშა, ვისაც იმ მომენტისთვის მერვე ადგილი ეკავა.

გამარჯვებაში ხელი ტექნიკურმა პრობლემებმა შეუშალა სოლბერგსაც, ვისაც 2005 წლის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ეტაპიც არ მოუგია. არადა, ორი წლით ადრე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნორვეგიელის მანქანაზე საჭის სისტემა და ამორტიზატორები გამოვიდა მწყობრიდან.

იაპონიის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 3:10:26.400

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:15.700

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:26.000

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:35.200

5. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:53.300

6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:13.500

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია,ფორდი) 03:03.100

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 10:17.900

9. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 14:47.100

10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 15:20.800

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 201; 2. სებასტიან ოჟიე - 158; 3. იარი-მატი ლატვალა - 132; 4. პეტერ სოლბერგი - 118; 5. დანიელ სორდო - 107; 6. მიკო ჰირვონენი - 94; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)- 56; 8. ჰენინგ სოლბერგი - 31; 9. ფედერიკო ვილაგრა - 30; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)- 21

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 345; 2. BP-ფორდ აბუ დაბი WRT - 250; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 183; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 130; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 46