ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, August 27, 2011

მალდონადო დაჯარიმდა, ჰამილტონი გააფრთხილეს

Pastor Maldonado penalised
27 აგვისტო
ლუის ჰამილტონთან კვალიფიკაციის მეორე სექტორში მომხდარი ინციდენტის გამო, ხუთი პოზიციით დაჯარიმდა ”უილიამსის” ვენესუელელი პილოტი პასტორ მალდონადო (ფოტოზე).
მოსახვევში, სახელად ავტობუსის გაჩერება, მალდონადო ტრეფიკს მიჰყვებოდა, როცა ამ ჯგუფს სწრაფ წრეზე მყოფი ჰამილტონი დაეწია. იმ მომენტში, ბრიტანელ პილოტს მოწინავე ათეულის დრო არ ჰქონდა და კვალიფიკაციის გადამწყვეტი ეტაპის გარეთ დარჩენა ემუქრებოდა. ჰამილტონმა დაუყოვნებლივ მიიტანა იერიში და მჭიდრო ბრძოლაში, გაასწრო კიდეც მეტოქეს. ამასთან, მათი მანქანები თითქოს ბორბლებით შეეხენ კიდეც. მერე კი, როდესაც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ჰამილტონი შენელდა, მალდონადომ კი სწორ მონაკვეთზე, მანქანა მისკენ მიმართა და ისინი კიდევ ერთხელ შეეხენ ერთმანეთს.
სიტუაციის გარჩევისას, მალდონადოს ჰკითხეს, სპეციალურად ხომ არ უკეტავდა მეტოქეს გზას, რაზეც მან მიუგო: ”არა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მე მისი გასწრება ვცადე, რადგან ძალიან შენელდა. ეს ადგილი სწორია, მაგრამ ოდნავ მოხრილია. მგონი, სწორედ აქ შევეხეთ, როცა ის მოხვევას ცდილობდა. ძნელი სათქმელია. კუბიკებიანი დროშა უკვე აქნეული იყო და არცერთს პაექრობის მიზეზი არ გვქონდა. აშკარაა, რომ ორივე მხრიდან შეცდომას ჰქონდა ადგილი”.
ვენესუელელმა დასძინა, რომ ჰამილტონთან ამ ინციდენტების შესახებ არ უსაუბრია და მისადმი არავითარი პრეტენზია არ აქვს ხისტი გასწრების გამო. მითუმეტეს, ჩვენს შორის კონტაქტი არ ყოფილაო. ასეა თუ ისე, ხიფათიანი მანევრის გამო, ჰამილტონმა გაფრთხილება მიიღო. სტიუარდების გადაწყვეტილებით, მომხდარში ორივე პილოტი მეტნაკლებად დამნაშავეა...


ჰამილტონი მალდონადოს ასწრებს
შეჯახება სტარტ/ფინიშის სწორზე

No comments:

Post a Comment