ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, September 1, 2011

ფორმულა 1-ის ახალი კალენდარში 20 ეტაპი შევიდა


Turkish Grand Prix loses place on revised 2012 Formula 1 calendar
1 სექტემბერი
და ამ კალენდარში აღარაა შეტანილი თურქული დიდი პრიზი, რომელიც პირველად 2005 წელს ჩატარდა. კალენდრის საბოლოო ვარიანტი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA-ს) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ გამოაქვეყნა, რომელმაც კალენდრის ბერნი ეკლსტოუნისეულ ვარიანტში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა.

მართალია, თურქული რბოლის ორგანიზატორები ეკლსტოუნთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რათა მათი რბოლა ისევ შესულიყო ჩემპიონატის კალენდარში, მაგრამ FIA-მ მოცდა აღარ ისურვა, რადგან ფედერაციის პრეზიდნტს კალენდარში 20-ზე მეტი ეტაპის შეტანა არ სურდა.
ახალ კალენდარში, რომლის დამტკიცებამდეც, მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, გუნდებს შორის ფაქსიმილური კენჭისყრა ჩაატარა, მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით, რამდენიმე ეტაპი გადაადგილებულია. კერძოდ, სეზონის გამხსნლი ეტაპის პატივი კვლავ ავსტრალიას ერგო, ბაჰრეინში კი რბოლა 22 აპრილს ჩატარდბა. თუმცა, ბაჰრეინის ეტაპს ყველა სეზონის დასკვნით ნაწილში ელოდა.
ბაჰრეინმა კალენდარში ის ადგილი დაიკავა, რომელიც მანამდე ინდურ რბოლას ეკავა. ამ უკანასკნელმა კი ოქტომბრის ბოლოს გადაინაცვლა. სხვათა შორის, ასე სურდათ ინდოეთის დიდი პრიზის ორგანიზატორებს, რადგან ნიუ დელიში აპრილი ძალაინ ცხელი სცოდნია.
დაბოლოს, მომავალი წლის სეზონს აშშ-ის და ბრაზილიის ეტაპები დაასრულებს, რომლებიც ამავე თანმიმდევრობით, ერთკვირიანი ინტერვალით ჩატარდება.

ფორმულა 1-ის 2012 წლის სეზონის კალენდარი
18 მარტი - ავსტრალია
25 მარტი - მალაიზია
15 აპრილი - ჩინეთი
22 აპრილი - ბაჰრეინი
13 მაისი - ესპანეთი
27 მაისი - მონაკო
10 ივნისი - კანადა
24 ივნისი - ევროპა
8 ივლისი - ბრიტანეთი
22 ივლისი - გერმანია
29 ივლისი - უნგრეთი
2 სექტემბერი - ბელგია
9 სექტემბერი - იტალია
23 სექტემბერი - სინგაპური
7 ოქტომბერი - იაპონია
14 ოქტომბერი - კორეა
28 ოქტომბერი - ინდოეთი
4 ნოემბერი - აბუ დაბი
18 ნოემბერი - აშშ
25 ნოემბერი - ბრაზილია

No comments:

Post a Comment