ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 4, 2011

”რენოს” შეფი სენას გამოსვლით კმაყოფილია


Renault boss Eric Boullier says Bruno Senna has boosted team
4 სექტემბერი
”რენოს” გუნდის შეფი ერიკ ბულიე ამბობს, რომ ბრუნო სენას კარგმა გამოსვლამ ბელგიის დიდ პრიზზე, გუნდის წევრებზე დადებითად იმოქმედა და ისინი საბრძოლველად განაწყო. სენამ კვალიფიკაცია მეშვიდე შედეგით დაასრულა და მართალია, რბოლის დასაწყისშივე შეცდა, მაგრამ საერთო ჯამში, ფრანგულ გუნდში მისი დებიუტი დადებითად შეფასდა.

”ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გარაჟში ჩემს ბიჭებს ვუყურებდი, როცა ისინი კვალიფიკაციის მეორე და მესამე ნაწილის დასრულების შემდეგ, სენას ტაშს უკრავდნენ და იღიმებოდნენ. ასეთი რამ მალაიზიის შემდეგ პირველად ვნახე. ძალიან მნიშცნელოვანია, რომ გუნდის წევრები, რომლებმაც მთელი დღე და ღამე მუშაობაში გაატარეს, კმაყოფილები იყვნენ. ასე მათგან უფრო მეტის მიღება შეიძლება”, - ამბობს ბულიე.
რბოლის დასაწყისში, კერძოდ კი პირველ მოსახვევში, სენამ შეცდომა დაუშვა - ოდნავ გვიან დაამუხრუჭა, რის გამოც მანქანა მოუცურდა და ხაიმე ალგერსუარის მანქანას დაეჯახა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბრაზილიელ პილოტს, ვინც ლეგენდარული აირტონ სენას დის შვილია, რბოლების გამოცდილება აკლია. თუმცა, ბულიემ მის რბოლაში სხვა ასპექტებიც შენიშნა, რამაც ის გაახარა:
”რა თქმა უნდა, მას რბოლებში მონაწილეობის გამოცდილება აკლია. ეს კი მის თავდაჯერებულობაზე უარყოფითად მოქმედებს. სამაგიეროდ, ის ინჟინრებთან კარგად მუშაობს. ეს კი ახალ გარემოსთან სწრაფად შეგუებაში დაეხმარა. საქმე იმანას გაართულა, რომ რბოლაში მისი გამოყვანის გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან მივიღეთ, პირველ პრაქტიკებზე კი ნორმალურად მუშაობაში და მანქანასთან შეგუებაში, უამინდობამ შეუშალა ხელი.
მისთვის რთული იქნება შემდეგი რბოლები. განსაკუთრებით კი მონცაზე, სადაც მანქანებს მინიმალური აეროდინამიკური დატვირთვა აქვს. თუმცა, მას საკუთარი შესაძლებლობის რწმენა დაუბრუნდა და ეს მაფიქრებინებს, რომ ყველა სირთულეს გადალახავს”.
ბულიე დასძენს, რომ სენაზე არანაკლებ თავადაც ნერვიულობდა, რადგან მისი აყვანის გადაწყვეტილება მან მიიღო და ბუნებრივია, პასუხიმგებლობაც მასზე იყო. ამ განწყობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ გუნდისთვის სეზონი წარუმატებელია.

No comments:

Post a Comment