ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 7, 2011

”მაკლარენს” ჰამილტონის აგრესიის დაოკება არ სურს

McLaren says it won't ask Hamilton to change aggressive style
7 სექტემბერი
ჰამილტონის მანქანა ბელგიაში
ავარიის შემდეგ
”მაკლარენი” აცხადებს, რომ არ აპირებს, ლუის ჰამილტონს თავისი აგრესიული სარბოლი სტილის შეცვლა მოსთხოვოს, რამაც ბრიტანელს ამ სეზონში რამდენჯერმე ცუდი სამსახური გაუწია. უფრო მეტიც, სწორედ ამ ჭარბი აგრესიის გამო, მან ბელგიაში დასანანი შეცდომა დაუშვა, რამაც რბოლას გამოთიშა და პრაქტიკულად დააკარგვინა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

”მაკლარენის” პილოტი ბელგიის შემდეგ, 113 ქულას აგებს ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან. სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ შვიდი რბოლაღა რჩება. არადა, ბელგიურ რბოლაში ავარიამდე, ჰამილტონი გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებდა. ამავე აგრესიულობის გამო, ჰამილტონმა უნგრეთში შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც პელოტონს სათავეში ედგა. საბოლოოდ, იქ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ცოტა ხნით ადრე კი, გერმანიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
და მაინც, ”მაკლარენში” თვლიან, რომ სწორედ აგრესიული სტილია ის მთავარი ინგრედიენტი, რამაც ჰამილტონს 2008 წლის ტიტული და ბევრი თაყვანისმცემელი მოაპოვებინა. ამიტომ, სტილის შეცვლა საჭირო არაა:
”სეზონის განმავლობაში, ლუისს რამდენიმე ჩავარდნა და აღზევება ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ყოველ სეზონში რბოლებს იგებს. ის თავს არასდროს ზოგავს. სეზონის დასაწყისში, ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებდით, რაც ამჟამად ძალიან ძნელად მისაღწევია. მაგრამ ის მაინც იბრძვის და ეს მაყურებელს მოსწონს. ჩვენ არ გვინდა, რომ ის შეიცვალოს, რადგან მისი შემართება გუნდს საბრძოლველად განაწყობს. ეს კი მნიშვნელოვანია. სწორედ ამ აგრესიამ მოაპოვებინა ტიტული. ის შესანიშნავი მრბოლია. კარგად ვიცით, რომ ამ სეზონის წარუმატებლობები მისი ბრალი არაა და ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ”, - ამბობს ”მაკლარენის” მთავარი ინჟინერი ფილიპ პრიუ.
მისი თქმით, გუნდი მალე დაიწყებს მომავალი სეზონისთვის მზადებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სეზონზე აღარ იზრუნებს. განვითარების პროგრამა, მანქანის მოდერნიზაციის რამდენიმე ეტაპს ოთვალისწინებს, რითაც მისი სისწრაფე გაიზრდება. ამასთან, ის სიახლეები, რომლებსაც MP-26-ზე დანერგავენ, MP-27-ზეც დაინერგება.

No comments:

Post a Comment