ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 9, 2011

”რედ ბული” ”რენოსთან” დარჩა

Red Bull and Renault extend F1 engine deal
9 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, თავიანტი კონტრაქტი ხუთი წლით განაახლეს ”რედ ბულმა” და ”რენომ”, რომელთა პარტნიორობაც 2007 წელს დაიწყო. ავსტრიულმა გუნდმა აღარ ისურვა იმ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტა, რომლის ძრავების დახმარებითაც, გასულ სეზონში ორივე ტიტულს დაეუფლა და მიმდინარე სეზონშიც, შარშანდელი წარმატების გამეორებასთან ახლოსაა.

”რედ ბულსა” და ”რენოს” შორის მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურებოდა და იყო იმის ვარაუდი, რომ ავსტრიული კომპანია მას აღარ გააგრძელებდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ფრანგულ კომპანიას ”ფოლკსვაგენი”, ან მის ჯგუფში შემავალი რომელიმე ბრენდი ჩაანაცვლებდა. მაგრამ ”წითელმა ხარებმა” ”რენოსთან” ურთიერთობის გაწყვეტა არ ისურვეს.
ახალი კონტრაქტით, ფრანგული კომპანია ”რედ ბულს” კერს-საც მიაწვდის. დღეისათვის, ეს ხარების მანქანაზე ყველაზე სუსტი კომპონენტია. პარტნიორები ერთად იმუშავებენ ახალი, V6 ძრავის შექმნაზე, რომლის გამოყენებასაც ისინი 2014 წლის სეზონიდან დაიწყებენ.
”ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ ”რენო-ნისანთან” კონტრაქტი მნიშვნელოვნად გავაგრძელეთ. ამ ალიანსთან ჩვენი პარტნიორობა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, ძალიან წარმატებულია და იმედია, მომავალშიც ასეთივე იქნება. ”რენო სპორტ ფ1-თან” მუშაობა ყოველთვის ადვილია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს წარმატებებში”, - განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
”მალე ჩვენ V6 ძრავებზე გადავალთ და ამ პროცესში, ჩვენს პარტნიორებს ძალიან გამოადგებათ ის გამოცდილება, რომელიც ”რენო სპორტ ფ1-ს” წლების განმავლობაში დაუგროვდა. ”რედ ბულ ტექნოლოჯიზის” შესაძლებლობები კი ჩვენ ახალი ძრავის შემუშავებისას დაგვჭირდება, რათა თავიდანვე კონკურენტუნარიანი აგრეგატი შევქმნათ და შასიზე მისი სტრუქტურული ინტეგრირებაც უპრობლემოდ შევძლოთ. რა თქმა უნდა, ”რედ ბულის” გამოცდილება ჩვენ სხვა გუნდებთან ურთიერთობაშიც გამოგვადგება, რომლებიც ”რედ ბულის” და ”რენოს” პარტნიორობით მოგებულები დარჩებიან”, - განაცხადა ”რენო სპორტ ფ1-ის” მმართველმა დირექტორმა ჟან-ფრანსუა კობემ.
”რედ ბულ რეისინგის” გარდა, მომავალ სეზონში ”რენო” ძრავებით ყოფილ საკუთარ გუნდს, ”უილიამსს” და ”ტიმ ლოტუსსაც” მოამარაგებს.

No comments:

Post a Comment