ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 10, 2011

პოული მაინც ფეტელისაა

Vettel on pole for Red Bull in Italy
10 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდგ, სებასტიან ფეტელი აღიარებდა, მონცას ტრასა ჩვენს მანქანას ნაკლებად შეეფერებაო, კვალიფიკაციაზე მაინც კიდევ ერთხელ, ”რედ ბულის” და ჩემპიონატის ლიდერის დომინაციის მომსწრენი გავხდით. ამგვარად, მიმდინარე ჩემპიონატის 13-ვე კვალიფიკაცია ”რედ ბულის” პილოტებმა მოიგეს.

”მაკლარენის” ლუის ჰამილტონი, ვისაც პარასკევის პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ამჯერად მეორე იყო და რაც მთავარია, პოულის მფლობელთან თითქმის ნახევარი წამი წააგო. თუმცა მთავარი ისაა, რომ სტარტზე ფეტელის გვერდზე დადგება. მეორე რიგში კი ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი და ”ფერარის” ფერნანდო ალონსო დადგებიან.
ამგვარად, ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეათე პოული დაისაკუთრა და თუ დარჩენილ 6 ეტაპზე, ამ მონაგარს ოთხს კიდევ დაამატებს, მაშინ ნაიჯელ მენსელის 1992 წლის მიღწევას (ერთ სეზონში 14 პოული) გაიმეორებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მენსელმა ეს 16 ეტაპზე შეძლო. ასეა თუ ისე, ფეტელმა კარიერაში 25-ე პოულ პოზიცია მოიპოვა (75 რბოლაში).
”გვეგონა, რომ გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდებოდა. საერთოდ, ეს ტრასა ჩვენს მანქანას ნაკლებად შეეფერება, მაგრამ ამჯერად თითქოს ყველაფერი შეიცვალა. მანქანა კარგად დგას, ბალანსი იდეალურია”, - ნარბოლევს განაცხადა ფეტელმა, ვისაც მონცაზე 2008 წელს ”ტორო როსოს” მანქანით, პოულიდან აქვს მოგებული. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ”რედ ბულის” პილოტები, იტალიური რბოლის კვარცხლბეზე ერთხელაც არ ასულან. მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონს შანსი აქვს, რომ ეს არასასურველი ტრადიცია დაარღვიოს…
ჰამილტონბი ამბობს, რომ მისი გუნდი მონცხაზე კონკურენტუნარიანია, მაგრამ ისიც აღიარა, რომ ფეტელის შედეგი მიუწვდომელი იყო და ვერ ხედავს რესურსს, რომლის ამოქმედებაც ამ ჩამორჩენას შეამცირებინებდა. თუმცა ეს კვალიფიკაცია იყო და რბოლაში ხშირად ბევრი რამ სხვაგვარადაა ხოლმე. იგივე განწყობაზეა ბატონიც, ვისაც ამ ტრასაზე წინა ორი რბოლა მეორე ადგილზე აქვს დასრულებული.

იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:22.275
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:22.725
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:22.777
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:22.841
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:22.972
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:23.188
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:23.530
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:23.777
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:24.477
10. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:24.163
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:24.209
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:24.648
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:24.726
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:24.845
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:24.932
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:25.065
- - - - - - - - - -
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:25.334
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:26.647
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:27.184
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:27.591
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:27.609
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:28.054
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:28.231

No comments:

Post a Comment