ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 9, 2011

კუბიცა მალე საჭეს მიუჯდება

Kubica set to start driving in October
9 სექტემბერი
რობერტ კუბიცას მენეჯერი დანიელე მორელი ამბობს, რომ ძალიან მალე, პოლონელი მრბოლი ავტომობილის, ან სიმულატორის საჭეს მიუჯდება და არც ის დროა შორს, როდესაც მას ფორმულა ერთის რბოლებში ისევ ვიხილავთ. ორი კვირის წინ, მას ტრავმირებულ მარჯვენა იდაყვზე ბოლო ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რობერტი ოქტომბერში ისევ მოირგებს თავის მუზარადს. ეს იქნება იმის მესიჯი, რომ ის დაბრუნებას აპირებს. რა ტქმა უნდა, პირდაპირ ფ1-ის მანქანაში არ ჩაჯდება. ახლა მთავარია, რომ მან საჭე იგრძნოს. და არც იმას აქვს მნიშვნელობა, სიმულატორზე დაჯდება, თუ ჩვეულებრივი მანქანით სარბოლ ტრასას შემოუვლის წრეს. მთავარი ისაა, რომ მისმა ხელმა უწინდელივით მუშაობა შეძლოს”, - ამბობს მორელი და დასძენს, რომ ბელგიის დიდი პრიზის დღეს ჩატარებული ოპერაცია ძალიან ეფექტური გამოდგა.
”ორი კვირის წინ, მას ბოლო ოპერაცია გაუკეთეს. ამ ოპერაციამდე, ჯერაც არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა დაბრუნებას. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებული იყო. ოპერაციიდან ერთ დღეში, რობერტს პრაქტიკულად უპრობლემოდ შეეძლო იდაყვის მოხრა. ეს კი მთავარია და იმის გარანტიას იძლევა, რომ ხელი სრულად აღიდგენს ფუნქციას. რობერტმა უკვე დაიწყო გამოჯანმრთელების ფინალური ეტაპი. ის ხელს სრულფასოვნად ამოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კუნთები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში უმოქმედოდ ჰქონდა და ამის გამო, მათში ძალას ვერ გრძნობდა, მალე უწინდელ კონდიციებს დაუბრუნდება. რობერტი ინტენსიურად ვარჯიშობს და ხელს, მაჯას და თითებს სულ უფრო თავისუფლად ამოძრავებს”, - ამბობს მორელი.

No comments:

Post a Comment