ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 7, 2010

”უილიამსი” შეიძლება ”რენოს” ძრავებზე გადავიდეს

Williams-Renault

7 მაისი

ფრანგულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ”უილიამსი” ძრავის მიმწოდებლის შეცვლას აპირებს. ამჟამად ინგლისური საჯინიბო ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” ძრავებს იყენებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძრავები გამძლეობით გამოირჩევა, მაინც არაკონკურენტუნარიანია. სწორედ ეს აფიქრებინებს ”უილიამსის” შეფ სერ ფრენკ უილიამსს ძრავის მიმწოდებლის შეცვლას.

ფრანგული პრესა შემცვლელსაც გვიმხელს - ეს ფრანგული კომპანია ”რენოა”, რომელიც დღეისათვის, საკუთარი გუნდის გარდა, ძრავებით ”რედ ბულ რეისინგსაც” ამარაგებს. მართალია, ”რენოს” ძრავები არც ისე ძლიერია, როგორც ”მერსედესის” და ”ფერარისა”, მაგრამ უილიამსი თვლის, რომ ”კოსუორტს” ისევ ”რენო” სჯობს.

ცნობისათვის, ”უილიამსსა” და ”რენოს” წარსულში ძალიან წარმატებული პარტნიორობა აკავშირებდათ. ეს პარტნიორობა 1989 წელს დაიწყო და პირველსავე სეზონში, ამ ტანდემით, ბელგიელმა ტიერი ბუტსენმა ორი გამარჯვება მოიპოვა. 1992 წელს, ”უილიამს-რენოთი” ნაიჯელ მენსელმა თავის კარიერაში ერთადერთი ტიტული მოიპოვა. შემდგომ სეზონში ალენ პროსტი თავის მეოთხე ტიტულს დაეუფლა. 1996 და 1997 წლებში კი ჩემპიონები დეიმონ ჰილი და ჟაკ ვილნევი გახდნენ.

ამავე წლებში, ინგლისურ-ფრანგულმა ტანდემმა ხუთჯერ მოიგო კონსტრუქტორთა პირველობა. მაგრამ ვილნევის ტრიუმფის შემდეგ, ის დაიშალა, რადგან ფრანგულმა კომპანიამ ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა, თავისი ტექნოლოგიები კი ახალ კომპანია ”მეკაქრომს” დაუტოვა, რომელიც ფლავიო ბრიატორემ ჩამოაყალიბა.

იმავე ფრანგული პრესის ცნობით, ”რენოს” ძრავების მიღება კიდევ ერთ გუნდს, ესპანურ (ბასკურ) ”ეპსილონ ეუსკადის” სურს, რომელმაც ფ1-ის ჩემპიონატის მონაწილე მე-13 გუნდის ვაკანსიაზე უკვე შეიტანა განაცხადი. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან, ”რედ ბულმა” ”რენოს” ნაცვლად ”ფერარის” ძრავები მიიღოს, ფრანგული ძრავი კი თავის მონათესავე ”ტორო როსოს” დაუთმოს.

No comments:

Post a Comment