ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, August 20, 2009

მიხაელ შუმახერის რეკორდები

Michael Schumacher

20 აგვისტო

მიხაელ შუმახერმა დაბრუნება გადაიფიქრა, მაგრამ მცირე იმედი იმისა, რომ მას ტრასაზე მერმის მაინც ვიხილავთ, მაინც დარჩა. ვინ იცის, იქნებ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში გაითვალისწინონ ”ფერარის” პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს სურვილი და მომავალი სეზონიდან, გუნდებს რბოლებზე სამი პილოტის გამოყვანის უფლება მისცენ.

მაშინ კი ავტოსპორტის მოყვარულები ორმაგად გაიხარებენ, რბოლებსაც მეტი მაყურებელი დაესწრება და ყველა კმაყოფილი დარჩება - იმათ გარდა, ვისაც შუმახერი დაამარცხებს (თუ ეს კიდევ შესძლო). ნბისმიერ შემთხვევაში, მისი დაბრუნება დადებითი მოვლენა იქნება.

თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შუმიმ დაბრუნებისთვის მზადება დაიწყო, ვალენსიას ტრასის ხელმძღვანელობამ ერთ დღეში 10 000 ბილეთი გაჰყიდა. და ეს იმ დროს, როდესაც ჯერაც უცნობი იყო, დააკმაყოფილებდა თუ არა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სააპელაციო საბჭო ”რენოს” აპელაციას და აქედან გამომდინარე, შეძლებდა თუ არა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ვალენსიაში ასპარეზობას.

მოკლედ, შუმი არ დაბრუნდა და აქედან გამომდინარე, არც მისი მიღწევები შეიცვლება, მიღწევები, რომლებსაც კარგა ხანს არ უწერია გაუმჯობესება (თუ ოდესმე უწერია). ჰოდა, სანამ შუმახერი თავისი დაბრუნების შესახებ მორიგი ცნობით გაგვახარებს (ხომ უფრო ინტენსიურად ვარჯიშობს, ვიდრე მანამ, სანამ დაბრუნებაზე ალაპარაკდებოდა?), ჩვენ მის რეკორდებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და ამით კიდევ ერთხელ გავოცდეთ...

მიხაელ შუმახერის რეკორდები

* ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული: 7 (1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003, 2004)

* ზედიზედ მოპოვებული ტიტულები: 5 (2000-04)

* ყველაზე მეტი გამარჯვება: 91

* ერთ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება: 13 (2004)

* ერთ სეზონში ზედიზედ მოგებული რბოლები: 7 (2004)

* ყველაზე ხშირად მოგებული ერთიდაიგივე რბოლა: 8 (საფრანგეთის დიდი პრიზი)

* ერთ გუნდთან ერთად მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 72 (ფერარი)

* პოულიდან მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 40

* ყველაზე მეტი პოულ პოზიცია: 68

* ყველაზე მეტი სტარტი წინა რიგიდან: 115

* ყველაზე მეტი ფინიში მოწინავე სამეულში: 154

* ყველაზე მეტი მეორე ადგილი: 43

* ყველაზე მეტი ფინიში ქულებში: 190

* ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა: 1 369

* ერთ სეზონში მოპოვებული ყველაზე მეტი ქულა: 148 (180 შესაძლებლიდან, 2004)

* ყველაზე მეტი უსწრაფესი წრე: 76

* ყველაზე მეტი უსწრაფესი წრე ერთ სეზონში: 10 (18 შესაძლებლიდან, 2004)

* ყველაზე მეტ რბოლას ლიდერობდა: 141

* ყველაზე მეტი წრეს ლიდერობდა: 5 108

* ერთ სეზონში ლიდერობის ყველაზე მეტი კილომეტრაჟი: 3 336 კმ (2004)

* ყველაზე დიდი საშუალო სიჩქარე მოგებულ რბოლაში: 246.149 კმ/სთ (2003 იტალიის დიდი პრიზი)

* ზედიზედ ყველაზე მეტი კვარცხლბეკი: 19 (აშშ 2001-იაპონია 2002)

* ზედიზედ ყველაზე მეტი ფინიში ქულებში: 24 (უნგრეთი 2001-მალაიზია 2003)

* ზედიზედ ყველაზე მეტი სეზონი, რომლებშიც რბოლა(ები) მოიგო: 15 (1992-2006)

* ზედიზედ ყველაზე მეტი გამარჯვება პოულიდან: 6

* ყველაზე მეტი ტრიპლი (პოული, გამარჯვება, უსწრაფესი წრე): 22

* ვიცე ჩემპიონთან უდიდესი უპირატესობა: 67 ქულა (2002)

* ყველაზე ადრე მოპოვებული ტიტული: 2002 (ივლისში, როცა სეზონის ბოლომდე 6 ეტაპი (17-დან) რჩებოდა)

* ერთ გუნდში გატარებული ყველაზე მეტი სეზონი: 11 (ფერარი, 1996-2006)

* ყველაზე მეტი რბოლა ერთ გუნდში: 162 (ფერარი)

* პირველ და ბოლო მოგებულ რბოლებს შორის ყველაზე დიდი დრო: 14 წელი, 1თვე და 1 დღე

* თანაგუნდელს ერთხელაც არ უჯობნია კვალიფიკაციაზე: 1992, 1993 და 1994

* ერთადერთი პილოტი, ვინც ერთ სეზონში ყველა რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა: 2002

”წვრილმანი” მიღწევები

* მოგებული აქვს ყველა ”მრგვალი” რბოლა - 50-ე, მე-100, 150-ე და მე-200 დიდი პრიზი

* რბოლები, რომლებიც არასდროს მოუგია: სამხრეთ აფრიკის, მექსიკის და თურქეთის დიდი პრიზები

* მისი გამარჯვებათა რაოდენობა - 91 თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ამ სიაში მომდევნო ორის - ალენ პროსტის (51) და აირტონ სენას (41) მიერ მოპოვებული გამარჯვებები

* ქულები მოიპოვა იმ რბოლების 76.6%-ში, რომლებშიც იასპარეზა

* ლიდერობდა იმ რბოლების 56.9%-ს, რომლებშიც იასპარეზა

* ყველაზე მეტჯერ დაისაჯა რბოლიდან მოხსნით, ან დისკვალიფიკაციით (მოიხსნა ორიდან და დისკვალიფიკაციის გამოტოვა ერთი. ჟაკ ვილნევთან გამიზნული შეჯახების გამო, 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი შედეგები გაუქმდა.

No comments:

Post a Comment