ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 21, 2009

”მაკლარენი” ახალ შასის ცდის

McLaren

22 აგვისტო

გუშინ ”მაკლარენმა” აღიარა, რომ ვალენსიაში გამოსაცდელად მოდიფიცირებული, მოკლებაზიანი შასი ჩამოიტანა, რომლითაც თავისუფალ პრაქტიკებზე ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰამილტონს მოუწია. ყველაფერი კი უპირველესად იმისათვის კეთდება, რომ ბოლო ეტაპებზე, გუნდმა გამარჯვებისთვის ბრძოლა შეძლოს. გარდა ამისა, ახალი შასი, მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი ავტომობილის საწყისიც უნდა გახდეს.

ინგლისურ გუნდში თვლიან, რომ მოკლე შასი საუკეთესოდ მიესადაგება სეზონის დარჩენილი ეტაპების საშუალო და ჩქაროსნულ ტრასებს. ამასთან, მისი გამოყენებისას მიღებული პარამეტრები, მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი ავტომობილის შექმნის პროცესშიც გამოდგება.

სწორედ ეს ახალი შასი იყო იმის მიზეზი, რომ მეორე პრაქტიკის დასაწყისში, ჰამილტონის დაზიანებული მანქანის გარემონტება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რომ სათადარიგო დეტალი ფიზიკურად არ არსებობდა.

”სხვა გუნდების მსგავსად, არდადეგების დროს, ჩვენი ბაზაც ორი კვირით დახურული იყო. ამის გამო, ამ ეტაპისთვის დაჩქარებულად მზადება მოგვიხდა. მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ - ჰეიკის მანქანას მოდერნიზებული წინა აეროდინამიკა აქვს, ლუისისას კი - მანქანის ძირის უკანა ნაწილი. ამასთან, მის მანქანას დამოკლებული ბაზა აქვს, რასაც ჩქაროსნულ ეტაპებზე გამოვიყენებთ.

ჩვენ კვლავაც დიდი მონდომებით ვცდილობთ ამ მანქანის გაუმჯობესებას. ალბათ, სხვებიც ასე არიან. ამით კარგად ჩანს, თუ რაოდენ კონკურენტული გარემოა ფორმულა 1-ში. აუცილებელია, რომ მანქანის გაუმჯობესებაზე ყოველი რბოლის შემდეგ იზრუნო. მაგრამ განსხვავებით ”ბრაუნისა” და ”რედ ბულისგან”, ჩვენ მაინც სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა გვიწევს. პარალელურად, იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მერმის სწრაფი მანქანა გვყავდეს”, - ყვება გუნდის შეფი მარტინ უიტმარში.

მისი თქმით, ბაზის დამოკლებამ ავტომობილის ძირის, წინა ფრთისა და მანქანის წინა ნაწილის გადაკეთება მოითხოვა. ეს კი იმის შედეგია, რომ უკან გადაინაცვლა წინა ბორბლების ღერძმა (შასი სწორედ ამის შედეგად დამოკლდა). ამდენი ცვლილების გამო, ყველა დეტალის სათადარიგო კომპლექტის დამზადება ვერ მოესწრო, რამაც მეორე სესიაზე ჰამილტონი უსაქმოდ დატოვა.

უიტმარში ამბობს, რომ პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებს მისი გუნდი სიახლეების გამოსაცდელად იყენებს და ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ტესტების აკრძალვის პირობებში, ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

No comments:

Post a Comment