ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 26, 2011

წვიმიან პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფი უებერი იყო


Webber on top at rainy Spa
26 აგვისტო
ოცი წლის წინ, სწორედ ბელგიის დიდ პრიზზე შედგა მიხაელ შუმახერის დებიუტი ფორმულა ერთში. მაშინ მან ”ჯორდანით” იასპარეზა და ფ1-ში შემთხვევის წყალობით მოხვდა - ”ჯორდანის” ბელგიელი (ლუქსემბურგში დაბადებული და საფრანგეთში მცხოვრები) ბერტრან გაშო ლონდონის ტაქსისტთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამი თვით ციხეში მოხვდა და ბელგიურ ეტაპზე, სწორედ ის შეცვალა შუმახერმა.

თავისი დებიუტის 20 წლის იუბილე, შუმიმ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგით აღნიშნა. თუმცა იმის ილუზია სულაც არ აქვს, რომ იგივეს კვალიფიკაციასა და რბოლაშიც გაიმეორებს. ეს თუნდაც მეორე პრაქტიკამ აჩვენა, რომელზეც ლეგენდარულ გერმანელს მხოლოდ მე-11 შედეგი ჰქონდა. მისთვის საიუბილეო რბოლაში, შუმახერი ოქროსფერი შლემით ასპარეზობს. მან და მისმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა პირველი სესიის დასაწყისში, გამშრალ ტრასაზე გამოსვლა მოასწრეს და ამის წყალობით, მეტოქეები, რომლებსაც სველ ტრასაზე ასპარეზობამ მოუწიათ, თითქმის 8 წამით ჩამოიტოვეს.
ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო დრო ”რედ ბულ რეისინგის” მარკ უებერმა აჩვენა, რომელმაც ყველაზე კარგად აუღო ალღო წვიმით დასველებულ ტრასას. სხვათა შორის, უებერს, ვინც სპა-ზე პოული შარშანაც აიღო, შაბათს 35 წელი უსრულდება.
უნდა ითქვას, რომ ორივე სესიის დროს წვიმდა, თუმცა მეორეს მიწურულს, ტრასა შედარებით გაშრა და უებერმაც შეცვლილ კონდიციებს პურველმა აუღო ალღო. ასეთ პირობებში, მეორე შედეგი ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, შემდეგ კი საუკეთესონი ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი იყვნენ.

ბელგიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:54.355
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:54.829
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2:02.740
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            2:03.752
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         2:04.301
6. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               2:04.663
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            2:04.728
8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)             2:05.391
9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          2:06.583
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       2:06.886
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               2:07.055
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         2:07.481
13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        2:08.233
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          2:08.239
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2:08.918
16. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  2:09.792
17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2:12.278
18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                2:12.389
19. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2:12.772
20. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          2:13.058
21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 2:13.090
22. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         2:13.601
23. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                2:14.340
24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            2:14.933

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:50.321
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:50.461
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.770
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:50.838
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:51.218
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:51.242
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:51.655
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:51.725
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:51.751
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:51.790
11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:51.922
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:52.750
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:52.780
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:52.911
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:53.009
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:53.156
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                 1:53.835
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:55.051
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:55.494
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:56.202
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:56.816
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:57.450
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:57.612
24. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         2:02.234

1 comment: