ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, May 30, 2011

კუბიცა შეიძლება ამ სეზონშივე დაბრუნდეს
Kubica could race again this year, says manager
30 მაისი



ასე ფიქრობს „რენოს“ პოლონელი მრბოლის მენეჯერი დანიელე მორელი. ეს კაცი უკმაყოფილოა „რენოს“ გუნდის მფლობელ ჟერარ ლოპესის განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ კუბიცა ამ სეზონში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.
მორელის თქმით, ექიმები აგვისტოში შეძლებენ თქმას, რა ბედი ელის პოლონელ პილოტს, რომელიც ამ სეზონის დაწყებამდე, რალის რბოლისას მომხდარი ავარიის დროს, ძლიერ დაშავდა. იმდენად ძლიერ, რომ მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლოპესმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას განცხადა, რომ ამ სეზონის ბოლომდე, კუბიცა მაქსიმუმ, თავისუფალ პრაქტიკებში თუ შეძლებს გამოსვლას.
„კითხეთ ლოპესს, რატომ ამბობს ისეთ რამეს, რაც არ შეესაბამება სპეციალისტების ვარაუდს? არცერთი ექიმი არ გამორიცხავს ამ სეზონშივე რობერტის დაბრუნებას. ჩემი აზრით, ლოპესის განცხადება არაკორექტულია“, - მონაკოში, პოლონელ ჟირნალისტებთან საუბრისას განაცხადა მორელიმ.
„თუ რობერტი დაბრუნდა, ეს იქნება სრულფასოვანი დაბრუნება და არა ნაწილობრივი. მას არ დასჭირდბა თავისუფალ პრაქტიკებზე თავის შესაძლებლობათა შემოწმება. თუ ის ერთი წრის გავლას შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ მტელ უქმეებზეც ირბოლებს“, - დასძენს მორელი.
ავარიისას, კუბიცამ ბევრი სისხლი დაკარგა. გარდა ამისა, მას მარჯვენა ხელის იდაყვი და მაჯა, ასევე მარჯვენა ფეხი დაუზიანდა. ექიმებს რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ იმისათვის, რომ დარწმუნებით ეთქვათ - პოლონლ მრბოლს ხელის ამპუტაცია არ დასჭირდებოდა. საერთო ჯამში, კუბიცამ ჰოსპიტალში ორ თვეზე მეტი გაატარა და ის ერთი თვის წინ დატოვა.
მორელი ამბობს, რომ ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, კუბიცას ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმდენად, რომ მალე ის ჩვეულებრივი ავტომობილის მართვასაც კი შეძლებს. მენეჯერის თქმით, პოლონელი ყოველდღიურად ხუთ საათს ვარჯიშობს, რათა ფიზიკური ფორმა და ხელ-ფეხის ფუნქცია აღიდგინოს. რაც მთავარია, ინფექციის საშიშროება აღარ არსებობს.
მორელის თქმით, ტრავმირებული ხელით, კუბიცას უკვე შეუძლია საგნების აღება და თუ კიდურებს სრულფასოვნად ჯერაც ვერ ფლობს, ეს იმის გამოა, რომ დიდხანს მოუწია ლოგინში გაუნძრევლად წოლა და კუნთების მასა გალეული აქვს.
დაკიდევ, კუბიცა ძალიან განიცდის, როცა რბოლებს ტელეეკრანით უყურებს და მათში მონაწილეობის საშუალება არ აქვს. მონაკოს რბოლაზე მას პადოკში გასვლა შეეძლო (ის მონაკოში ცხოვრობს), მაგრამ ამისგან შეგნებულად შეიკავა თავი - გადაღლას მოერიდა. მორელი ამბობს: „ის მაშინ დაბრუნდება, როდესაც სარბოლო ფორმაში იქნება გამოწყობილი“.
„პირელი“ წითელი დროშების წესის შეცვლას ითხოვს
Pirelli want red flag rules changed
30 მაისი



არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთში წითელი დროშის წესი შეიცვალოს და რბოლის წითელი დროშით შეჩერებისას, მრბოლებს საბურავების შეცვლის უფლება არ მიეცეთ. და თუ ასე მოხდა, ამ წესის შეცვლის ინიციატორი, საბურავების მწარმოებელი იტალიური კომპანია „პირელი“, უფრო ზუსტად კი, მისი მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი პოლ ჰემბრი იქნება.
ჰემბრის ეს იდეა გასული უქმეების მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ მოუვიდა. რბოლის მიწურულს, როდესაც ლიდერთა სამეულს - სებასტიან ფეტელს, ფერნანდო ალონსოსა და ჯენსონ ბატონს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რისი მიზეზიც, საბურავების სხვადასხვა დონეზე ცვეთა უნდა ყოფილიყო, ხაიმე ალგერსუარისა და ვიტალი პეტროვს შორის მომხდარი ავარიის გამო, რბოლა დროებით გაჩერდა. პაუზის დროს კი ყველამ საბურავი შეცვალა, რის გამოც, ბოლო 6 წრე არც ისეთი საინტერესო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ლიდერებს შორის მოსალოდნელი პაექრობა არ შედგა.
რბოლის შეწყვეტის მომენტისთვის, ფეტელს მხოლოდ ერთი პიტსტოპი ჰქონდა შესრულებული, რომლის დროსაც, შეცდომით მყარი საბურავები დაუყენეს. ალონსო ორჯერ იყო ბოქსში ნამყოფი, ბატონი კი - სამჯერ. შესაბამისად, ბრიტანელის საბურავები ყველაზე ახალი იყო და სიჩქარეც მასვე ყველაზე მაღალი ჰქონდა. მაგრამ პაუზის შემდეგ, მანაც და ალონსომაც, ეს უპირატესობა დაკარგეს.
„მესმის, რომ ეს უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა მე რბოლის სანახაობრივი მხარეც მაინტერესებს. მაყურებლები გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ ყველა მანქანას საბურავი შეუცვალეს. ასე რბოლის ინტრიგა დაიკარგა. ყველას პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა - ბოლომდე გაძლებდა ფეტელის საბურავები? ეს კითხვა აქტუალური იყო რბოლის შეჩერებამდე, შემდეგ კი მასზე პასუხის მიღების საშუალება დავკარგეთ“, - ამბობს ჰემბრი.
ძნელი სათქმელია, რა მოჰყვება მის ლაპარაკს, მაგრამ აშკარაა, რომ მონაკოს დიდი პრიზის მიწურულს, ინტრიგა დაიკარგა, ის ინტრიგა, რომლის წყალობითაც, ამ რბოლას, კარგა ხანს ვერ დავივიწყებდით...
ბოლო მოსახვევში დაშვებული შეცდომის ფასი
Wheldon takes dramatic Indy win
30 მაისი




ინდი 500-ის შედეგები
1. დენ უელდონი (ბრიტანეთი, ჰერტა) 02:56:11.7267
2. ჯეი არ ჰილდებრანდი (აშშ, პანტერი) + 2.1086
3. გრემ რეიჰოლი (აშშ, განასი) + 5.5949
4. ტონი კანაანი (ბრაზილია, KV) + 7.4870
5. სკოტ დიქსონი (ახ.ზელანდია, ნიუმენ/ჰაასი) + 8.8757
6. ორილ სერვია (ესპანეთი, განასი) + 9.5434
7. ბერტრან ბაგეტი (ბელგია, რეიჰოლ ლეტერმანი) + 23.9631
8. ტომას შექტერი (სამხ.აფრიკა, KV/SH) + 24.3299
9. მარკო ანდრეტი (აშშ, ანდრეტი) + 25.4711
10. დანიკა პატრიკი (აშს, ანდრეტი) + 26.4483
11. ედ კარპენტერი (აშშ, სარა ფიშერი) + 27.0375
12. დარიო ფრანკიტი (ბრიტანეთი, განასი) + 56.4167
13. ჩარლი კიმბალი (აშშ, განასი) + 1 წრე
14. უილ პაუერი (ავსტრალია, პენსკე) + 1 წრე
15. ვიტორ მეირა (ბრაზილია, ფოიტი) + 1 წრე
16. ჯასტინ უილაონი ბრიტანეთი, დრეიერი) + 1 წრე
17. ჰელიუ კაშტრუნევიში (ბრაზილია, პენსკე) + 1 წრე
18. ბადი რაისი (აშშ, პანტერი) + 2 წრე
19. ალექს ლოიდი (ბრიტანეთი, დეილ კოინი) + 2 წრე
20. პიპა მანი (ბრიტანეთი, კონქვესტი) + 2 წრე
21. ანა ბეარიცი (ბრაზილია, დრეიერი) + 3 წრე
22. ჯონ ანდრეტი (აშშ, პეტი/ანდრეტი) + 3 წრე
23. რაიან ჰანტერ-რეი (აშშ, ფოიტი) + 3 წრე
24. დეივი ჰამილტონი (აშშ, დრეიერი) + 7 წრე
25. პოლ ტრეისი (კანადა, დრეიერი) + 25 წრე

გამოეთიშნენ:
ტაუნსენდ ბელი (აშშ, სემ შმიდტი) 157 წრე
რაიან ბრისკო (ავსტრალია, პენსკე) 157 წრე
ალექს ტალიანი (კანადა, სემ შმიდტი) 147 წრე
ჯეიმს ჰინჩკლიფი (კანადა, ნიუმენ/ჰაასი) 99 წრე
ჯეი ჰოვარდი (ბრიტანეთი, რეიჰოლ/შმიდტი) 60 წრე
სიმონა დ სილვესტრო (შვეიცარია, HVM) 44 წრე
ეი ჯეი ვისო (ვენესუელა, KV) 27 წრე
ტაჯუმა სატო (იაპონია,KV) 20 წრე
ლოებმა არგენტინაში მეექვსედ მოიგო
Loeb snatches sixth Argentina win
30 მაისი







არგენტინის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 4:03:56.900
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:02.400
3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:07.300
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:32.600
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:16.800
6. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 06:48.500
7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 11:34.500
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 13:32.700
9. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, სუბარუ) 25:43.800
10. პატრიკ ფლოდინი (შვედეთი, სუბარუ) 33:34.100

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 126 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 113; 3. სებასტიან ოჟიე - 96; 4. იარი-მატი ლატვალა - 74; 5. პეტერ სოლბერგი - 61; 6. მადს ოსტბერგი - 48; 7. მეტიუ უილსონი - 28; 8. ფედერიკო ვილაგრა - 20; 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 18; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 10; 11. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 8...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 207 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 174; 3. M-სპორტ სტობარტ ფორდ WRT - 75; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 49; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 32; 6. აის 1 რეისინგ - 26; 7. ტიმ აბუ დაბი - 19; 8. ფერმ პაუატულზ WRT – 10; 9. მონსტერ WRT - 8; 10. ბრაზილ WRT - 1

Sunday, May 29, 2011

ფეტელის შეჩერება შეუძლებელია
Vettel wins crash-hit Monaco thriller
29 მაისი




მოკლედ, ისე ეტყობა, სებასტიან ფეტელის გამჩერებელი ამ სეზონში არავინ და არაფერია. ვერც მეტოქეთა თავგანწირვა, ვერც რისკიანი ტაქტიკა, კერსის გაუმართაობა, ტრასაზე პეისკარის გამოსვლა და რბოლის გაჩერებაც კი, გამარჯვებისადმი მის სწრაფვას ვერ ანელებს. მონაკოს დიდ პრიზზეც იყო შანსი იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური სხვას დაეკავებინა. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა საბურავების ერთადერთი კომპლექტითაც, ფინიშთან ყველას მიასწრო!
და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გუნდმა ერთ პიტსტოპიანი ტაქტიკა ფეტელისთვის შეცდომით გამოიყენა. და ამის მიზეზი, ბოქსებში გუნდის რადიოს გაუმართაობა გახდა. მე-17 წრეზე, როცა ფეტელი პირველად შევიდა ბოქსში, მას სუპერ რბილის ნაცვლად, რბილი საბურავები დაუყენეს. შესაძლოა, ამის შემდეგაც, გუნდი ორ პიტსტოპს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიის გამო, რბოლა შეწყდა, გადაწყდა, რომ გერმანელს რეზინი მეტად აღარ შეეცვალა.



ფეტელმა ლიდერობა სწორედ მაშინ დაკარგა, როდესაც პიტსტოპი შეასრულა. თან, ამჯერად მის მექანიკოსებს ყველაფერი კარგად არ გამოუვიდათ. ბატონი მანამდე ერთი წრით ადრე იყო შესული ბოქსში და ამ ერთი წრის წყალობითაც იხეირა. ბრიტანელმა თავისუფალი სივრცე მიიღო და თანდათან გაზარდა უპირატესობა. მაგრამ მალე ტრასაზე პეისკარი გამოვიდა და ბატონმა მეორე პიტსტოპი შეასრულა, რის შემდეგაც ტრასაზე დაბრუნებული, მეორე ადგილზე აღმოჩნდა. რამდენიმე პილოტმა, მათ შორის ფეტელმა და ალონსომ, პეისკარის გამოსვლით არ ისარგებლეს და გზა გააგრძელეს. ერთი შეხედვით, ეს რისკი იყო, მაგრამ როგორ მალე გაირკვა, რისკმა გაამართლა.
რაც შეეხება პეისკარს, ის 34-ე წრეზე, მას შემდეგ გამოვიდა, რაც გვირაბში შეცდომა დაუშვა და მანქანა დაამტვრია ფელიპე მასამ. ამ შეცდომის მიზეზი კი ლუის ჰამილტონი გახდა. ჯერ იყო და, გრანდ ოტელის 180-გრადუსიან მოსახვევში, ბრიტანელმა გასწრება სცადა, თუმცა მასამ ამის საშუალება არ მისცა. მათი მანქანები ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახა. გვირაბში კი ჰამილტონმა ბრაზილიელს უკეთეს ტრაექტორიაზე შეასწრო და უკანაც ჩამოიტოვა. მასამ კი მანქანა ვერ დაიმორჩილა და ზღუდეს შეეჯახა... მოგვიანებით, გრანდ ოტელის მოსახვევში ჩატარებული მანევრის გამო, სტიუარდებმა ჰამილტონი პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს.



49-ე წრეზე ბატონი ბოქსში მესამედ შევიდა. და მართალია, იქიდან გამოსული, ტრასაზე ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა, ეს იმისათვის საკმარისი არ გამოდგა, რომ წინ მიმავალი ფერნანდო ალონსო და ფეტელი ჩამოეტოვებინა. და ამაში მას ხელი ისევ პეისკარმა შეუშალა.
ტრასაზე ის მეორედ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთმანეთს ხაიმე ალგერსუარი და ვიტალი პეტროვი შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ პეტროვი ჰოსპიტალში წასაყვანი გახდა, თუმცა ტრავმას გადაურჩა. ავარიამ ჰამილტონის მანქანის უკანა ანტი ფრთაც დააზიანა, მაგრამ ბრიტანელს ბოქსში შესვლა აღარ დასჭირდა - სტიუარდებმა წითელი დრშები გამოფინეს - რბოლა შეჩერდა. პაუზისას ჰამილტონს ფრთა შეუკეთეს (გამოცვლა არ შეიძლებოდა). მაგრამ ეს ბრიტანელის ბოლო თავგადასავალი არ ყოფილა - რბოლის განახლებისთანავე, მან ვენესუელელ პასტორ მალდონადოს, საკმაოდ ხისტი მანევრით გაასწრო. ეს დათმობას არ აპირებდა და მათ შორის კონტაქტი მოხდა, რამაც სამხრეთამერიკელს მართვა დააკარგვინა და ის ფოლადის ზღუდეს შეეჯახა...



მოგვიანებით, ჰამილტონი ამ ავარიის გამოც დაისაჯა - სტიუარდებმა მის შედეგს 20 საჯარიმო წამი დაამატეს, თუმცა იმის გამო, რომ ბრიტანელმა რბოლა გამარჯვებულის წრეზე დაასრულა, მან დაკავებული მეექვსე ადგილი შეინარჩუნა. ბოლოსწინა წრეზე, მარკ უებერმა იაპონელ კამუი კობაიაშის გაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიუხედავად, კობაიაში მაინც რბოლის ერთ-ერთ გმირად შეიძლება ჩაითვალოს - ურთულესი რბოლა მან მე-13 პოზიციიდან დაიწყო და მეხუთეზე დაასრულა. უებერმა კი ამის შემდგ, რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა... ფეტელმა, ალონსომ და ბატონმა კი ამავე თანმიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.



„ძალიან მიყვარს გამარჯვება. შესანიშნავი მანქანით ვასპარეზობ და რამდენჯერმე იოლად მოვიგე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სხვა უფრო სწრაფია და მაინც ვახერხებ მოგებას. ეს წარმოუდგენელია“, - რბოლის შემდეგ ხარობდა ფეტელი, ვინც მონაკოში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯილდოც ქალაქ-სახელმწიფოს მმართველისგან - პრინც ალბერისგან მიიღო.
ალონსოს მეორე ადგილი, ამ სეზონში „ფერარისთვის“ საუკეთესო შედეგია, თუმცა ესპანელმა განაცხადა, რომ რბოლის გაუჩერებლად, გამარჯვება მას დარჩებოდა. პაუზის დროს, ყველა პილოტმა შეცვალა საბურავი. ალონსო თვლის, რომ ბოლო წრეებზე, ფეტელის საბურავები ვეღარ გაუძლებდა. ყოველ შემთხვევაში, ის გასწრებას ეცდებოდა. „მე დასაკარგი არაფერი მქონდა და თუ შევეჯახებოდით, არც მაგაზე ვიდარდებდი“, - ნარბოლევს განაცხადა ალონსომ.
ამ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა „უილიამსმა“. მართალია, მალდონადომ ფინიშს ვერ მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ, მეცხრე ადგილი დაიკავა რუბენს ბარიკელომ, რისთვისაც მან ორი ქულა მიიღო.


მონაკოს დიდი პრიზი
მონტე კარლო. ტრასის სიგრძე 3.340 კმ, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 2:09:38.373
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:01.138
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:02.378
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:23.101
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:26.916
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:27.210
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე
9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2 წრე
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 2 წრე
13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე
15. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 3 წრე
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 3 წრე
17. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 5 წრე
გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 11 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 12 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 46 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 46 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:16.234, 78-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 143 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 85; 3. მარკ უებერი - 79; 4. ჯენსონ ბატონი - 76; 5. ფერნანდო ალონსო - 69; 6. ნიკ ჰაიდფელდი - 29; 7. ნიკო როსბერგი - 26; 8. ფელიპე მასა - 24; 9. ვიტალი პეტროვი - 21; 10. კამუი კობაიაში - 19; 11. მიხაელ შუმახერი - 14; 12. ადრიან სუტილი - 8; 13. სებასტიან ბუემი - 7;
14. რუბენს ბარიკელო - 2; 15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) - 2; 16. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 222 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 161; 3. ფერარი - 93; 4. რენო - 50; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერ-ფერარი - 21; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 8. ტორო როსო-ფერარი - 7; 9. უილიამს-კოსუორტი - 2

Saturday, May 28, 2011

ფეტელი ისევ პოულზეა, პერესს კი ავარია მოუვიდა
Vettel on pole in Monaco, Perez crashes
28 მაისი



ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საკვალიფიკაციო რბოლებს სებასტიან ფეტელი იგებს. ამ სეზონში ერთადერთი შემთხვევა, როცა მან პოულის მოგება ვერ შეძლო, ბარსელონაში დაფიქსირდა, თუმცა, იქ მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა, მარკ უებერმა ივაჟკაცა და ამგვარად, „რედ ბულის“ საკვალიფიკაციო ჰეგემონია გააგრძელა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მონაკოში პირველად მოახერხა კვალიფიკაციის მოგება. ეს მის კარიერაში მეოცე, მიმდინარე სეზონში კი მეხუთე პოულია. ავსტრიულმა გუნდმა კი ამ სეზონის ყველა საკვალიფიკაციო რბოლის მოგება შეძლო. მოკლედ, განსაკუთრებული არც ამჯერად მომხდარა რამე. დღის ჰიტი კი შესანიშნავად მოასპარეზე მექსიკელი სერხიო პერესის საკმაოდ სერიოზული ავარია გახდა, რომელსაც საბედნიეროდ, პილოტი უვნებლად გადაურჩა.



„კვალიფიკაციის შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ის იყო, რომ სერხიო კარგადაა. მას გონება არ დაუკარგავს. ჩვენ ყველანი ახლა მასზე ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ რბოლაში გამოსვლას შეძლებს. ძალიან ცუდ ხასიათზე დგები, როცა ხედავ, რომ შენი კოლეგა ავარიაში ხვდება და მანქანიდან თავისით ვერ ამოდის. ამ დროს საქმეზე ფოკუსირება ძალიან ძნელია“, - განაცხადა ფეტელმა.
პერესს ავარია მაშინ მოუვიდა, როცა კვალიფიკაციის დასრულებას ორ წუთზე ოდნავ მეტი აკლდა. ამ დროს, სწრაფ წრეზე ჯერ გამოსულიც არ იყო ლუის ჰამილტონი. მერე კი, როცა რბოლა განახლდა, ბრიტანელს კარგი დროის ჩვენებაში ხელი ტრეფიკმა შეუშალა. საბოლოოდ, ის მეშვიდე ადგილს დასჯერდა.



პერესს ავარია გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მოუვიდა. მან მართვა დაკარგა და ფოლადის ზღუდეს დაეჯახა, იქიდან ასხლეტილი მისი ბილოდი კი გვერდულად, თითქმის 90-გრადუსიანი კუთხით, გზის გამყოფ ზღუდეს შეეჯახა. მარშლებს პილოტის ევაკუაციისთვის რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ის ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ტვინის მსუბუქი შერყევის დიაგნოზი დასვეს. გარდა ამისა, მექსიკელ პილოტს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული, თუმცა საბედნიეროდ, სერიოზულ ტრავმას გადაუეჩა. სავარაუდოდ, ის რბოლაზე ვერ გამოვა.
სხვათა შორის მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე, ზუსტად იმავე ადგილას მოუვიდა ავარია ნიკო როსბერგს, თუმცა მისი „მერსედესი“ მეორე ზღუდესთან შეჯახებას გადაურჩა. გერმანელმა პილოტმა კვალიფიკაციაში იასპარეზა და მერვე შედეგს დასჯერდა.


მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:13.556
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:13.997
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.019
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:14.483
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:14.682
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:14.877
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.280
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.766
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:16.528
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:15.815
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:15.826
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.973
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:16.118
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:16.121
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:16.214
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:16.300
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:17.343
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:17.381
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:17.736
21. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.820
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:17.914
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე

107%-იანი დრო: 1 წთ, 20.471 წმ

Friday, May 27, 2011

ფორმულა ერთში ორი „ლოტუსი“ დატოვეს
Team Lotus allowed to keep name
27 მაისი




უცნაურია, მაგრამ ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა - სახელ „ლოტუსის“ გამოყენების უფლება მალაიზიურ „ტიმ ლოტუსს“ დაუტოვა და იმავდროულად, ამავე სახელის გამოყენების უფლება „ლოტუს ქარზსაც“ მისცა, კომპანიას, რომელიც ამ სახელით საგზაო სპორტულ ავტომობილებს აწარმოებს. გარდა ამისა, მათ შორის, სწორედ სახელ „ლოტუსის“ გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დარღვევისთვის, „ტიმ ლოტუსს“ „ლოტუს ქარზის“ სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევს.




მოსამართლე ჯასტის პიტერ სმიტს ჯარიმის ოდენობა არ გამოუცხადებია, თუმცა მისი გადაწყვეტილება მაინც საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა „ტიმ ლოტუსის“ მფლობელმა და შეფმა ტონი ფერნანდესმა (ფოტოზე). თუმცა წაგებულად თავს არც „ლოტუს ქარზი“ (ეს მალაიზიური საავტომობილო კომპანიის - პროტონის ჯგუფში შედის) მიიჩნევს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მაინც ბოლომდე კმაყოფილი არაა და მის გასაჩივრებას აპირებს.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, მე მეშვიდე ცაზე ვარ. „ტიმ ლოტუსი“ ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენს შასის კვლავ „ლოტუსი“ ერქმევა. სხვა ვერავინ შეძლებს შასის მარკირებისთვის ამ სახელის გამოყენებას. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც შეიძლება „ტიმ ლოტუსი“ ერქვას“, - ამბობს გახარებული ფერნანდესი.
„მოხარული ვარ, რომ ბრენდ „ლოტუსით“ ფ1-ში გამოსვლის უფლება გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენმა მოსარჩელემ ვერ მიაღწია მიზანს - ამ სახელის გამოყენების უფლება ვერ წაგვართვა. სასამართლოს ვერდიქტის მიუხედავად, კვლავ რჩება მოუგვარებელი საკითხები“, - ამბობს „ლოტუსის“ ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის შეფი სარა პრაისი.
შეგახსენებთ, რომ „ტიმ ლოტუსი“, თუ მის ლეგენდარულ წინამორბედს არ გავითვალისწინებთ, თანამედროვე ფ1-ში ახალი გუნდია. მისი პილოტები არიან იტალიელი იარნო ტრული და ფინელი ჰეიკი კოვალაინენი. რაც შეეხება მეორე ლოტუსს, მისი სრული სახელია „ლოტუს რენო GP“ და ის სახელშეცვლილი „რენოა“. მისი პილოტები არიან გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი და რუსი ვიტალი პეტროვი. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი „რენოს“ ძრავებს იყენებს...

Thursday, May 26, 2011

ალონსო და „ფერარი“ უსწრაფესები არიან
Alonso puts Ferrari on top in Monaco
26 მაისი




თავისუფალ პრაქტიკებზე, რომლებიც მონაკოში პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათობით ტარდება ხოლმე, ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი ესპანელი ფერნანდო ალონსო იყო, ვინც მონაკოში ჩასვლამდე ჯიუტად აცხადებდა, ამ სეზონში ტიტულის იმედი ჯერაც არ დამიკარგავსო.
ძნელი სათქმელია, მისი საუკეთესო დრო „ფერარის“ პროგრესის შედეგია, თუ იმისა, რომ პრაქტიკებზე ლიდერები დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თუმცა ერთი რამ ეჭვს არ ტოვებს - ალონსოს შედეგი აუცილებლად გაამხნევებდა იტალიური საჯინიბოს ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც ბარსელონას შემდეგ აღარ ხელმძღვანელობს ალდო კოსტა.
სხვათა შორის, ალონსომ, ვისაც მონაკოს რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, პირველ სესიაზეც კარგად იასპარეზა და მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა. თან მხოლოდ მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს ჩამორჩა. ორივე სესიის ჯამში კი ესპანელმა სულ რარაც 0.105 წამით აჯობა თავის ყოფილ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს.
ფეტელი საბოლოოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა. ალონსოს და ჰამილტონის გარდა, მას ნიკო როსბერგმა და ჯენსონ ბატონმაც აჯობეს. პრაქტიკაზე არ გაუმართლა ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერს, ვინც პირველ სესიაზე დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო, რისი მიზეზიც გადაცემათა კოლოფში არსებული უწესივრობა გახდა - ავსტრალიელი გადაცემების საფეხურების შეცვლას ვერ ახერხებდა. მეორე სესიაზე კი მან მხოლოდ მერვე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ორივე სესიაზე მესამე იყო ნიკო როსბერგი, რომელიც ამჯერადაც სჯობნის თავის ტიტულოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს. ამას მონაკოში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ აჩრდილსღა ჰგავს. პირველ სესიაზე მას შეცდომა მოუვიდა და ასპარეზობა მოსახვევ სენ დევოს მახლობლად ჩამწკრივებულ საბურავების დამცავ ზოლში დაასრულა. პირველ სესიაზე მას მეათე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი მეშვიდე შედეგს დასჯერდა.
პირველი სესია კურიოზული შემთხვევის გამო, ხუთი წუთით შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამსკდარი მილიდან ასფალტზე წყალმა გამოჟონა. დაზიანებული მილი სწრაფად გადაკეტეს და რბოლაც განახლდა...


მონაკოს დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:16.619
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16.732
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:17.139
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:17.316
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.350
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.534
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:18.527
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:18.578
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:18.733
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:18.805
11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:18.928
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:19.234
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:19.395
14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:19.463
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.768
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:19.792
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.083
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:21.116
19. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:21.548
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:21.758
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:21.815
22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:22.840
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:23.885
24. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე

მეორე სესია
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.123
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.228
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.321
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.448
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.667
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:15.781
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.356
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.642
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:17.101
10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:17.126
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.337
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:17.541
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.570
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:17.581
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:17.633
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:17.706
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.789
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:18.266
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:18.490
20. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:19.053
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:19.185
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:19.338
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:22.066
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე
„აუდის“ ფორმულა 1 არ აინტერესებს
Audi dismisses F1 as "irrelevant"
25 მაისი



პრესაში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს. რომელი, ეს ზუსტად არავინ იცის და როგორც ჩანს, ეს თავად ვოლფსბურგულ გიგანტშიც არ აქვთ გადაწყვეტილი.
მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს ან „აუდი“, ან „პორშე“. ცუფენჰაუზენელები ფ1-სადმი არანაირ ინტერესს არ ავლენენ. ამ ფონზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ დიდი პრიზების ცირკში შეღწევას „აუდი“ ეცდება, კომპანია, რომლის წინაპარი „აუტო უნიონიც“ მეორე მსოფლიო ომამდე, სწორედ ფორმულა 1-ის წინამორბედ სერიებში დომინირებდა.
მაგრამ როგორც ირკვევა, ფ1 არც „აუდის“ იზიდავს. უფრო მეტიც, მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ამ ეტაპზე, მათთვის ავტოსპორტის დედოფალი საინტერესო არაა. გერმანული კომპანია ბოლო წლებში ლე მანის 24-საათიან რბოლასა და შესაბამის სერიაში დომინირებს.
ბევრი თვლის, რომ პროტოტიპების კლასი, რომელშიც „აუდი“ ლე მანზე თავისი დიზელისძრავიანი R18 TDI-ით ასპარეზობს, ტექნოლოგიურად ახლოსაა ფორმულა ერთთან. სწორედ ამიტომ გაჩნდა იმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს კომპანია ფ1-ში ვიხილოთ. მაგრამ „აუდი“ ასე გვპასუხობს: ლე მანის 24-საათიან რბოლაში კომპანიის გუნდის ერთი ავტომობილი უფრო მეტ მანძილს გადის, ვიდრე ფ1-ის ბოლიდი მთელი ჩემპიონატისას. ამასთან, ამ რბოლისას, „აუდის“ მანქანის საშუალო სიჩქარე დაახლოებით 32 კმ/სთ-ით მეტია ფ1-ის სარბოლი მანქანის საშუალო სიჩქარეზე (მთელ ჩემპიონტში). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლე მანის რბოლისას ერთი მანქანის მიერ მოხმარებული საწვავი დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებია ფ1-ის მანქანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებისას მოხმარებულ საწვავზე.
ლე მანის გარდა, „აუდის“ ბრწყინვალე ისტორია აქვს რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა პრესტიჟულ სარბოლ სერიებში. ამასთან, გერმანულ კომპანიას, თავისი მოტორსპორტის პროგრამიდან, სერიულ წარმოებაში არაერთი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე დაუნერგავს. მაგრამ მისი ხელმძღვანელობა თვლის, რომ დიდი პრიზების რბოლები მეტისმეტადაა დაშორებული სერიული წარმოებისგან, რაც „აუდისთვის“ ფ1-ს უინტერესოს ხდის.

Monday, May 23, 2011

კუბიცა წელს ვერ დაბრუნდება

Renault: Kubica unlikely to race in 2011

24 მაისი

„რენოს“ გუნდის მფლობელმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ ამ სეზონში რობერტ კუბიცას დაბრუნება ნაკლებად შესაძლებელია და მაქსიმუმი, რაც შეიძლება პოლონელმა პილოტმა შეძლოს ისაა, რომ სეზონის ბოლო ეტაპებზე, თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზოს და ასე ძველი ჩვევები აღიდგინოს.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, კუბიცამ მეორეხარისხოვანი რალის რბოლაში მიიღო მძიმე ტრავმები, რომლებსაც ჯერ იტალიაში მკურნალობდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო კურსს შინ გადის. განსაკუთრებით მძიმედ მას მარჯვენა ხელის მაჯა და იდაყვი დაუზიანდა. იყო იმის ალბათობაც, რომ მაჯაში ხელის ამპუტაცია გამხდარიყო საჭირო.

ექიმები ამბობენ, რომ მხოლოდ ზაფხულის ბოლოს შეძლებენ იმის თქმას, როდის შეძლებს კუბიცა ფ1-ში დაბრუნებას და საერთოდ, შეძლებს თუ არა. ლოპესი კი ამბობს, რომ პოლონელისთვის მისი გუნდის კარი ღიაა. თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში კუბიცა რბოლებს ვერ დაუბრუნდება.

„რობერტი საშინელ ავარიას გადაურჩა, თუმცა ახლა უფრო ძნელი პერიოდი აქვს გასავლელი, რომლის დროსაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა სრულად გამოჯანმრთელებას. ეს ჯერ არც მან, არც ექიმებმა და არც ჩვენ ვიცით“, - ამბობს ლოპესი და დასძენს, რომ მიმდინარე სეზონში, თავისი გუნდის შედეგებით კმაყოფილი არაა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სეზონი იმედისმომცემად დაიწყო - პირველ ორ რბოლაში, ვიტალი პეტროვმა და ნიკ ჰაიდფელდმა თითო მესამე ადგილი დაიკავეს.

ლოპესი აღნიშნავს, რომ ესპანეთში პეტროვის მიერ კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგი მანქანის სოლიდურ შესაძლებლობებზე მიანიშნებს, მაგრამ ამ პოტენციალის რბოლაში გამოყენება არ ხერხდება.

„ვერ ვიტყვი, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ. პირიქით უფროა, რადგან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა. ბარსელონაში, კვალიფიკაციაზე ვიტალიმ დაახლოებით წამის ექვსი მეათედი დაკარგა იმის გამო, რომ კოლოფი გაჭირვეულდა. ასე რომ არ მომხდარიყო, მესამე იქნებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ მანქანას გაცილებით მეტი შეუძლია. სტარტი კარგი გვქონდა მხოლოდ იმ მხრივ, რომ პირველ ორ რბოლაში კვარცხლბეკზე ვიდექით. მაგრამ შემდეგ... ჩვენ მუდმივად კვარცხლბეკისთვის ბრძოლა და ხელსაყრელ შემთხვევაში, გამარჯვება გვჭირდება, ჩემპიონატი კი მესამეზე, ან მეოთხეზე უნდა დავასრულოთ“, - ასეთი ამბიციური მიზნები აქვს ლოპესს.

Sunday, May 22, 2011

დიდი ბრძოლა და ისევ ფეტელის ტრიუმფი

Vettel holds off Hamilton for Spanish win

22 მაისი

სებასტიან ფეტელის ჰეგემონია ვერც აშკარად გაუმჯობესებულმა „მაკლარენის“ მანქანამ და ვერც იმ სტატისტიკამ დაამხო, რომლის შესაბამისადაც, ბოლო ათწლეულში, ესპანეთის დიდ პრიზს ის პილოტი იგებს, რომელიც რბოლას პოულიდან იწყებს. ასეთი კი კვირას ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი იყო. მაგრამ გამარჯვებას ვინ ჩივის, ავსტრალიელმა კვარცხლბეკზე ასვლაც კი ვერ შეძლო...

საერთოდ, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ბარსელონას ავტოდრომ კატალუნია მონტმელოზე, რბოლები ადვილად პროგნოზირებადია. ამის დასტურია ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა და ის ფაქტიც, რომ შარშანდელ რბოლაში იქ მხოლოდ ათი გასწრება დაფიქსირდა. მაგრამ კერს-მა, რეგულირებადმა უკანა ფრთამ და „პირელის“ საბურავებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს. შედეგად, სტარტიდან ფინიშამდე, ძნელი იყო იმის თქმა, თუ ვინ მოიგებდა რბოლას.

სტარტზე დიდი მოულოდნელობა იყო ფერნანდო ალონსოს დაწინაურება - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რბოლა მეოთხე პოზიციიდან კი აიღო, მაგრამ პირველ მოსახვევში პირველი შევიდა და ლიდერობა პიტსტოპების მეორე სერიამდე შეინარჩუნა. უებერს პირველ მოსახვევში ფეტელმაც გაასწრო, ლუის ჰამილტონმა კი ერთი პოზიცია დაკარგა და მეოთხეზე გადაინაცვლა. ყველაზე ცუდი სტარტი ჯენსონ ბატონმა აიღო, რომელსაც პირველ მოსახვევში რამდენიმე მეტოქემ შეასწრო.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი თანდათან დალაგდა. მე-19 წრეზე, მას შემდეგ, რაც მეორე პიტსტოპი შეასრულა, ფეტელმა ალონსოს გაასწრო. 5 წრის შემდეგ, იგივე ჰამილტონმაც შეძლო და აქედან მოყოლებული, ფეტელს ჩაუდგა კვალში. 24-ე წრეზე ის გერმანელს 5 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა ჰანდიკაპი თანდათან შეამცირა. აშკარა გახდა, რომ რბოლის ბედის გადაწყვეტა, „მაკლარენის“ გაბედულ ტაქტიკურ სვლას შეეძლო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჰამილტონი მესამე პიტსტოპს ფეტელზე თუნდაც ერთი წრით ადრე შეასრულებდა. თუმცა, „მაკლარენმა“ ეს არ გააკეთა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ბრიტანელმა საბურავები ფეტელზე გვიან შეცვალა, რისი წყალობითაც, მასზე უკეთესი ტემპი ჰქონდა.

ამ ლოგიკით, ბოქსში მესამე შესვლა, მას ფეტელის პიტზე ოთხი წრის დაგვიანებით უნდა დაეგეგმა. მაგრამ ასეც არ მოხდა. ფეტელმა მესამედ ბოქსებს 35-ე წრეზე მიაკითხა, ჰამილტონმა კი ეს ერთი წრის შემდეგ გააკეთა. ამ დროს, საინტერესო ბრძოლები გაიმართა უებერსა და ალონსოს შორის. 31-ე წრეზე, ავსტრალიელმა შესანიშნავი მანევრით გაუარა ესპანელს, მაგრამ ამან მოსახვევიდან გამოსვლისას, ჯვარედინი მანევრით დაიბრუნა პოზიცია. მალე ორივეს ბატონი დაეწია, რომელსაც მათი გასწრება არ გასჭირვებია. თანაც, ამ დროს ის მყარი საბურავებით ასპარეზობდა, მეტოქეები კი რბილებზე „იდგნენ“.
აქედან მოყოლებული, მეწინავეთა განლაგება აღარ შეცვლილა. თუმცა რბოლისადმი ინტერესს ის ფაქტი აღვივებდა, რომ ჰამილტონი ფეტელს კუდზე აჯდა და აშკარად მასზე უკეთესი ტემპიც ჰქონდა, თუმცა გასწრებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინიშის ხაზი მათ 0.630-წამიანი ინტერვალით გადაკვეთეს...

„ძალიან გიჟური, გიჟური რბოლა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ მოსაწყენი რბოლა იქნებოდა, მაგრამ პირველივე მოსახვევის შემდეგ, ეს ადამიანები გაჩუმდნენ. ბოლოს კი ლუისი და მე გიჟებივით მივქროდით, მოსახვევებს ლიმიტის ზღვარზე გავდიოდით. ბოლო ათი წრის განმავლობაში, საბურავები თვალსა და ხელს შუა ცვდებოდა. იმაზე ვოცნებობდი, ლუისის საბურავებიც სწრაფად გაცვეთილიყო“ - ნარბოლევს ყვებოდა ფეტელი.

როგორც ირკვევა, ფინიშამდე 10 წრით ადრე, მის მანქანაზე კერს-ი გაჭირვეულდა. თუმცა, „რედ ბულმა“ ბოქსებიდანვე შეძლო პრობლემის აღმოფხვრა და ბოლო წრეებზე ფეტელი ისევ ახერხებდა დამატებითი ენერგიის გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ პილოტებმა ყველა დანარჩენი, მათ შორის, ალონსოც, ერთი და მეტი წრით ჩამოიტოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სეზონის განმავლობაშიც ყველაზე სწრაფად პროგრესირებენ. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ „მაკლარენმა“ ჩემპიონებთან ჩამორჩენა შეამცირა...

ესპანეთის დიდი პრიზი

კატალუნია მონტმელო, სიგრძე 4.655 კმ, დისტანცია 307.104 კმ (66 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39:03.301

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:00.630

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:35.697

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:47.966

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1 წრე

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე

12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1 წრე

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 2 წრე

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 2 წრე

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 4 წრე

21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 5 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 8 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 18 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 38 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:26.727, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 118 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 77; 3. მარკ უებერი - 67; 4. ჯენსონ ბატონი - 61; 5. ფერნანდო ალონსო - 51; 6. ნიკო როსბერგი - 26; 7. ნიკ ჰაიდფელდი - 25; 8. ფელიპე მასა - 24; 9. ვიტალი პეტროვი - 21; 10. მიხაელ შუმახერი - 14; 11. კამუი კობაიაში - 9; 12. სებასტიან ბუემი - 6; 13. ადრიან სუტილი - 2; 14. სერხიო პერესი - 2; 15. პოლ დი რესტა - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 185 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 138; 3. ფერარი - 75; 4. რენო - 46; 5. მერსედესი - 40; 6. ზაუბერ-ფერარი - 11; 7. ტორო როსო-ფერარი - 6; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 4

შესაძლოა, ფორმულა ერთში V8 ძრავები 2013 წელსაც გამოიყენონ

F1 teams could use V8s in 2013-Ecclestone

22 მაისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) თავისი პოზიცია შეარბილა და გუნდებს V8 ძრავების გამოყენების უფლებას 2013 წელსაც სთავაზობს. ამის შესახებ, როიტერს ფ1-ის კომერციულ უფლებათა განმკარგველმა ბერნი ეკლსტოუნმა განუცხადა. ესპანეთის დიდი პრიზის წინ, FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდა და 2013 წელს ერთდროულად ორივე ტიპის გამოყენების უფლება შესთავაზა.

ეკლსტოუნი, ვინც მცირელიტრაჟიანი ძრავების და ჰიბრიდული სისტემების წინააღმდეგია, თვლის, რომ ამ ორი ტიპის ძრავების ერთდროულად გამოყენება სპორტს არ გამოადგება: „ტოდტი ამბობს, რომ V8 ძრავების გამოყენება ერთი წლით მეტხანს იქნება შესაძლებელი. მაგრამ როგორც მახსოვს, ექვივალენტური ფორმულები არ მუშაობს ხოლმე“.

ბერნი 2006 წლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც „მინარდის“ V10 ძრავების გამოყენების უფლება მისცეს (სხვა გუნდები V8 ძრავებს იყენებდნენ), თუმცა ამის მიუხედავად, იტალიური გუნდი (ახლა მას ტორო როსო ჰქვია) აუტსაიდერად დარჩა. 1984 წელს, ერთდროულად 1.6-ლიტრიან ტურბო და 3.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავების გამოყენება შეიძლებოდა, თუმცა ატმოსფერული აგრეგატებით მოასპარეზე გუნდები აუტსაიდერები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1.6-ლიტრიან ტურბო ძრავებზე გადასვლას „რენო“ ემხრობა, „ფერარი“ კი მრავალცილინდრიანი ძრავების დატოვებას მოითხოვს. ჯერჯერობით, ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებენ „მერსედესი“ და „კოსუორტი“, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ატმოსფერული ძრავების დატოვების მომხრენი უნდა იყვნენ.

თუ „ფერარის“ საკუთარი ბიზნესიდან გამომდინარე სურს მრავალცილინდრიანი ძრავების დატოვება, ეკლსტოუნს სულ სხვა მოტივები აქვს. ჯერ ერთი, ის თვლის, რომ ტურბო ძრავებზე გადასვლა ძალიან ძვირი დაჯდება. მეორეც, ახალი ტიპის ძრავებს სულ სხვა ხმა ექნება, რაც ფ1-ს უფრო დაბალი კლასის ფორმულებს მიამსგავსებს, ეს კი მას მაყურებელს დააკარგვინებს. ბერნის მიაჩნია, რომ მაყურებლების უმეტესობა ტრასაზე სწორედ ფ1-ის ძრავების უნიკალური ხმის გამო მიდის.

Saturday, May 21, 2011

უებერმა ფეტელის საკვალიფიკაციო ჰეგემონია დაასრულა

Webber ends Vettel's run of pole positions

21 მაისი

ბარსელონას კატალუნია მონტმელო მარკ უებერისთვის მართლაც იღბლიანი ტრასაა - აქ მოპოვებული გამარჯვებით, ის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი გახდა. არადა, მანამდე ყურადღებას ბევრი არავინ აქცევდა. ამჯერად, მან თავისი თანაგუნდელის, მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელის საკვალიფიკაციო ტრიუმფული სვლა შეაჩერა.

ფეტელს ამ სეზონის პირველი ოთხი ეტაპის კვალიფიკაცია აქვს მოგებული. ამასთან, გასული სეზონის ბოლო რბოლაც პოულიდან დაიწყო. მაგრამ ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, თანაგუნდელს კი მხოლოდ 0.200 წამით ჩამორჩა. მეორე რიგიდან სტარტს ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო აიღებენ.

სხვათა შორის, კვალიფიკაციის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკურმა კომისიამ, „ფერარის“ უკანა ფრთა რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო, რაც მანქანის აეროდინამიკაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებდა. დაკიდევ, ალონსოც და ჰამილტონიც პოულის მფლობელს თითქმის წამით ჩამორჩნენ. მათ მცირედით ჩამორჩა ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი.

ერთი საინტერესო ფაქტი - უებერი ესპანეთის დიდი პრიზის სტარტს ოთხი ჩემპიონის წინ აიღებს. ოთხი ჩემპიონისა, რომელთა საერთო მონაგარი 5 ტიტულია. კიდევ შვიდი ტიტული პელოტონის პირველი ათეულის კუდშია - სწორედ მეათე ადგილიდან აიღებს სტარტს მიხაელ შუმახერი, რომელიც კვალიფიკაციის მესამე სესიაზე, ტრასაზე არც გამოსულა. ამგვარად, თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა ის ისევ უკან ჩამოიტოვა. სამაგიეროდ, როსბერგს, რომელსაც მეშვიდე დრო აქვს, რუსმა ვიტალი პეტროვმა აჯობა. შუმახერს „ბენეტონის“ და „ფერარის“ მანქანებით, ესპანური რბოლა ექვსჯერ აქვს მოგებული.

„ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინო, რომ ხვალინდელი რბოლისთვის დასვენებული ვიყო“, - განაცხადა უებერმა, ვინს ბელგიის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, პირველად დადგება პოულ პოზიციაზე. თანაც, ამისათვის მან მხოლოდ ერთი სწრაფი წრე იმყოფინა, რითაც რბილი საბურავები დაზოგა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ესპანეთის დიდ პრიზს ის პილოტები იგებენ, რომლებიც რბოლას პოულიდან იწყებენ.

ათეულში პირველად შევიდა ვენესუელელი პასტორ მალდონადო, ვინც, პეტროვის მსგავსად, პაი-პილოტის კვალობაზე, ძალიან კარგად გამოიყურება. აღნიშვნას იმსახურებს ფინელი ჰეიკი კოვალაინენის მე-15 ადგილი - „ლოტუსისთვის“ ეს მშრალ ამინდში საუკეთესო შედეგია. გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა კი ტრასაზე გამოსვლაც ვერ შეძლო - მესამე თავისუფალი პრაქტიკის დროს, მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და კვალიფიკაციისთვის მისი მომზადება ვერ მოესწრო.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.981

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:21.181

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:21.961

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:21.964

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.996

6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:22.471

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.599

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.888

9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:22.952

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:23.231

12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:23.367

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.694

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.702

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.403

16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.126

17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.571

- - - - - - - - - -

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:26.521

19. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.910

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:27.315

21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:27.809

22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:27.908

23. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:28.556

24. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) დროის გარეშე

Friday, May 20, 2011

უებერი ცხრილის სათავეში დაბრუნდა

Webber back on top in Spain

20 მაისი

სანამ ჩასაბერი დიფუზორის გამოყენება ნებადართულია, პელოტონს სათავეში ისევ „რედ ბულის“ მანქანები უდგას. და როგორც იქნა, ყველაზე სწრაფი მარკ უებერია, რომელიც როგორც იქნა, ფორმაში შევიდა და ბარსელონაში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, სწორედ ავსტრალიელ მრბოლს ჰქონდა საუკეთესო შედეგები და თუ პირველ სესიაზე მან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს წამზე მეტით აჯობა, მეორეზე მათ შორის ლუის ჰამილტონი ჩადგა, რომელიც ლიდერს მხოლოდ 0.039 წამით ჩამორჩა.

„მანქანა შესანიშნავად მუშაობს. მართალია, მისი ზოგიერთი პარამეტრი შესაცვლელია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი პრაქტიკებით ასეთი კმაყოფილი ამ სეზონში ჯერ არ ვყოფილვარ. ამ ტრასას კარგად ვეგუები. შარშან აქ გავიმარჯვე და ვიმედოვნებ, რომ ამ ტრენდს ამჯერადაც გავაგრძელებ“, - განაცხადა უებერმა, ვინც ბარსელონაში მოპოვებული გამარჯვების (იმ სეზონში პირველი) შემდეგ, შარშან საჩემპიონო ბრძოლაში ჩაება.

საინტერესო სტატისტიკა: სეზონის პირველ ოთხ რბოლაში, უებერმა ჯერ მეხუთე, შემდეგ მეოთხე, მესამე და მეორე ადგილები დაიკავა. და თუ ასეთი წინსვლა გააგრძელა, შემდეგი ლოგიკური შედეგი გამარჯვება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, შარშანდელის მსგავსად, ის კვლავ საჩემპიონო ბრძოლაში ჩაებმება.

„რედ ბულის“ გარდა, კარგი სიჩქარით გამოიჩინეს თავი „მაკლარენის“ პილოტებმაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰამილტონი ძალიან უკმაყოფილო დარჩა „პირელის“ ახალი სუპერ მყარი საბურავებით: „სუპერ მყარი საბურავები საშინელებაა. როცა ასეთები მეყენა, რბოლით სიამოვნებას ვერ ვღებულობდი. ვფიქრობ, ასეთი საბურავებით, დაახლოებით ორწამნახევარით ნელი ვიყავი. შემდეგ რბილზე გადავედით და ყველაფერი ისევ ფანტასიურად იყო. დარწმუნებული ვარ, რბოლის დროს, უმეტესობა სწორედ რბილ საბურავებს გამოიყენებს“.

მეორე და მესამე შედეგები ჰქონდა ფეტელს, ვინც უებერს 38 ქულას უგებს, ჰამილტონს კი - 34 ქულას. ჩემპიონმა ნარბოლევს განაცხადა, რომ ახალი მყარი საბურავით, მანქანის მართვა პრობლემურია, თუმცა თავისი მანქანის მუშაობით ისიც კმაყოფილი დარჩა და ძნელი რბოლა იწინასწარმეტყველა.

ორივე სესიის მოულოდნელობა, მექსიკელი სერხიო პერესის მიერ პირველ სესიაზე ნაჩვენები მეხუთე შედეგი იყო. თუმცა მეორეზე მან ათეულში შესვლაც ვეღარ შეძლო.

ესპანეთის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.142

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.149

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.379

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:26.480

5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:26.738

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:26.988

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:27.016

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:27.132

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.138

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:27.212

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.241

12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:27.471

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:28.005

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.027

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:28.163

16. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:28.654

17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.819

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:28.995

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:29.231

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:30.896

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:31.235

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:31.268

23. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:31.418

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:32.106

მეორე სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.470

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:22.509

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.826

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.188

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:23.568

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.586

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.981

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.278

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:24.290

10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:24.366

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:24.483

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:24.786

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:25.296

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.303

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.457

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.603

17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.073

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.417

19. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.123

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:27.189

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:28.036

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:28.062

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:29.469

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:29.476