Raikkonen switches from Formula 1 to rally
4 დეკემბერი
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ”სიტროენის” გუნდში იასპარეზებს, რომელსაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” ასპონსორებს.
ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ რაიკონენთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც, მომავალ სეზონში, ფინელი პილოტი მსოფლიო ჩემპიონატის 13 ეტაპიდან 12-ში მიიღებს მონაწილეობას.
”რალიზე გამოსვლა ყოველთვის მიზიდავდა, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მსურდა. ეს ჩემთვის ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები - გამორიცხული არაფერია. ახლა მოუთმენლად ველი ტესტების დაწყებას და ერთი სული მაქვს, როდის მომეცემა ასპარეზობის საშუალება”, - განაცხადა 30 წლის რაიკონენმა, ვისაც ფ1-ში 18 რბოლა აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ფინელმა პილოტმა ჩემპიონის ტიტული ”ფერარის” ბოლიდით მოიპოვა. მაგრამ გასული სეზონის ბოლოს, იტალიურმა გუნდმა მის ადგილზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიიწვია. მას შემდეგ კი, რაც ”მაკლარენთან” კონტრაქტი ვერ გააფორმა, რაიკონენმა განაცხადა, რომ თუ კონკურენტუნარიან გუნდში მოხვედრის შანსი არ ექნებოდა, ფ1-დან ერთწლიან შვებულებას აიღებდა და მომავალ სეზონს რალის მსოფლიო ჩემპიონატში გაატარებდა.
ამგვარად, წერტილი დაესვა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ მომავალ სეზონში ფინელ პილოტს ”მერსედესში”, იქიდან წამოსული მსოფლიო ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის ადგილი უნდა დაეკავებინა.
რაიკონენმა გასულ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ეტაპზე - ფინეთის რალიზე ”ფიატის” მანქანით იასპარეზა. გარდა ამისა, სამ სხვა სერიის რბოლაზეც გამოვიდა. ამჯერად კი ის სულ სხვა დონის მანქანით იასპარეზებს, იმ მანქანით, რომლითაც ლეგენდარულმა ფრანგმა სებასტიან ლოებმა მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტული მოიპოვა.
რაიკონენს ნავიგატორად ამ საქმის შესანიშნავი მცოდნე - თანამემამულე კაი ლინდსტრიომი ეყოლება, რომელიც თავის დროზე, ფინრლ ტომი მაკინენთან ერთად, ზედიზედ ოთზჯერ გახდა რალის მსოფლიო ჩემპიონი.
ერთადერთი ეტაპი, რომელსაც რაიკონენი გამოტოვებს, ახალი ზელანდიის რალია. ”სიტროენ ჯუნიორ ტიმში” რაიკონენის თანაგუნდელი ფრანგი ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან ოჟიე იქნება. რაც შეეხება ლოებს, მას ”სიტროენის” ძირითად გუნდში თანაგუნდელად ისევ ესპანელი დანიელ სორდო ეყოლება.

No comments:
Post a Comment