”მაკლარენმა” ჰამილტონის მანქანის შასი შეცვალა
Lewis Hamilton
26 სექტემბერი
შაბათის თავისუფალ პრაქტიკაზე ჰამილტონი ახალი შასით გავიდა
....................................................................................................
კვალიფიკაციაზე ასპარეზობის წინ, ”მაკლარენი” იძულებული გახდა, თავისი ლიდერის მანქანაზე შასი გამოეცვალა. მექანიკუსებმა მანქანის ელექტროგაყვანილობაში უწესივრობა პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ისიც დადგინდა, რომ ამ უწესივრობის აღმოსაფხვრელად ყველაზე ”მარტივი” გზა შასის მთლიანად შეცვლა იყო!
გუნდმა მთელი ღამე თეთრად გაათენა და ჰამილტონს შაბათის თავისუფალი პრაქტიკისტვის მომზადებული მანქანა დაახვედრა, რომლითაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მოგვიანებით ამ სეზონში მესამე პოული მოიპოვა და დღეს გასამარჯვებლად იბრძოლებს.
აი, რას ამბობს ყოველივეზე გუნდის შეფი მარტინ უიტმარში: ”სისტემა კერს-ის კაბელები მთელი მანქანის გასწვრივ, მის სტრუქტურაშია მოთავსებული. თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი სადენი დაზიანებული იყო, მაგრამ დაზიანების ადგილის დადგენა დიდ დროს მოითხოვდა, რის გამოც, ჩვენ შასის შეცვლა გადავწყვიტეთ”.
ავტორთან მაქვს ერთი შენიშვნა...
ReplyDeleteსიტყვა „უწესივრობა“ ძალიან შორს დგას აკადემიური ქართულისგან...
უწესობა ჯობია
ამ შემთხვევისთვის ალბათ დაზიანება უფრო მიესადაგება
ReplyDelete