”მაკლარენები” პელოტონის სათავეში
Italian GP
11 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი ასპარეზობისას
.........................................................
იტალიის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, სამი საუკეთესო დრო ”მერსედესის” ძრავებიანი მანქანებით მოასპარეზე პილოტებმა აჩვენეს. მათგან პირველი ორი ადგილი ”მაკლარენის” პილოტებმა დაიკავეს, მესამეზე კი ”ფორს ინდიას” გერმანელი ადრიან სუტილი აღმოჩნდა.
”ფერარის” ახალწვეულმა ჯანკარლო ფიზიკელამ თანაგუნდელ კიმი რაიკონენს სამი მეასედი წამით აჯობა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მედიუმ საბურავებით ასპარეზობისას, რომაელი პილოტი ცხრილის მეორე ნაწილში იმყოფებოდა, მაგრამ სესიის მიწურულს რბილ რეზინზე გადავიდა და ეს მაშინვე მის შედეგზეც აისახა. რაიკონენმა მთელი სესია მედიუმებით განვლო.
კვლავ ძრავის რესურსს უფრთხილდება ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი, ვინც ტრასაზე მხოლოდ სესიის მიწურულს გამოვიდა და ბოლოდან მესამე ადგილს დასჯერდა. მასზე უარესი შედგეი მხოლოდ ორს - ”ტოიოტას” პილოტებს ჰქონდათ, რომლებიც ბოლო ორი ეტაპია, პრაქტიკებს ექსპერიმენტებისთვის იყენებენ.
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:23.936
2. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:24.332
3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:24.471
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:24.477
5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:24.683
6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:24.703
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:24.706
8. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:24.732
9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:24.759
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:24.761
11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:24.813
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:24.826
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:24.927
14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:25.150
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:25.612
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია-მერსედესი) 1:25.689
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:25.742
18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:25.951
19. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:26.020
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:26.325
No comments:
Post a Comment