ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 11, 2009

სუტილმა ყველაზე სწრაფად ივარჯიშა

Italian GP

11 სექტემბერი


”მერსედსს” პელოტონის მოწინავე პოზიცია არც მეორე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ დაუთმია. ოღონდ ამჯერად, ცხრილის სათავეში ადრიან სუტილი (სურათზე) მოექცა, ვინც პირველმა (და ჯერჯერობით ერთადერთმა) შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა.

ინდური გუნდი ამტკიცებს, რომ სპა ფრანკორშანზე გაბრწყინება შემთხვევითი არ იყო. ამჯერად, სპას გმირ ფიზიკელას ესტაფეტა სუტილმა ჩამოართვა. პირველ რიგში, ყურადღებას მისი სტაბილურობა იპყრობს. სამაგიეროდ, ამჯერად ყველაზე ნელი ფიზიკელა იყო.

სენსაციურად მოსჩანს ”რენოს” ფრანგი ახალბედას, რომენ გროჟანის მეორე შედეგი. კიდევ უფრო გასაკვირი კი ისაა, რომ მან უკან მოიტოვა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, ვისაც წამის მეათედზე მეტით აჯობა.

ბოლოდან მესამეზე დარჩა სებასტიან ფეტელი, ვინც წინა სესიის შემდეგ, თავისი დრო თითქმის ნახევარი წამით გააუმჯობესა. ფიზიკელას გარდა, მასზე უარესი დრო მხოლოდ ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს ჰქონდა. წინ სესიის უსწრაფესმა ლუის ჰამილტონმა კი ცხრილის შუაში გადაინცავლა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:23.924

2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:24.163

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:24.297

4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:24.482

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:24.622

6. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:24.634

7. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:24.693

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:24.796

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:24.799

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:24.884

11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:24.902

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია-მერსედესი) 1:24.921

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:24.967

14. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:24.979

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:25.003

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:25.140

17. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:25.215

18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:25.386

19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:25.424

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:25.543

No comments:

Post a Comment