ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 12, 2009

მოულოდნელი შედეგი

Lewis Hamilton

12 სექტემბერი

ოთხი წლის წინ, ლუის ჰამილტონი და ადრიან სუტილი ფორმულა 3-ში გამოდიოდნენ და ერთი გუნდის - ”არტ გრან პრის” წევრები იყვნენ. სწორედ მაშინ დამეგობრდნენ და ახლაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ, მაგრამ ეს ოთხი წელია, შაბათისა და კვირის პრესკონფერენციებზე ერთად არ მოხვედრილან.

დღეს კი, იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე, გვერდიგვერდ ისხდნენ - პოულს ბრიტანელი დაეუფლა, მეორე შედეგი კი გერმანელმა აჩვენა. რა თქმა უნდა, სუტილისგან პოულისთვის ბრძოლას, თუნდაც ფიზიკელას ბელგიური პოულის შემდეგ, ბევრი არ ელოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, კვალიფიკაციაში გამარჯვება ჰამილტონისთვისაც მოულოდნელობა ყოფილა:

”ძალიან მჭიდრო ბრძოლა გვქონდა და მიხარია, რომ ამ პრესკონფერენციას ადრიანიც ესწრება. მგონი, ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ფ3-ში თანაგუნდელები ვიყავით.

დღეს ის ძალიან სწრაფი იყო და ჩვენ ძალიან მძაფრი მეტოქეობა გამოგვივიდა. ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა - მანქანა შესანიშნავადაა მომზადბული. სამივე სექტორი უშეცდომოდ გავიარე. საერთოდ, იდეალური წრე უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს. ეს შეუდარებელია.

ხვალ კი ბევრი რამ მეტოქეების ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ სტარტს პოულიდან ავიღებთ და ეს დიდზი იუპირატესობაა. ამ შედეგს არ ველოდით და ვთვლით, რომ ეს გუნდის დაუღალავი გარჯისთვის მიღებული ბონუსია. პოულიდან სტარტი სოლიდურ უპირატესობას გვაძლევს. კარგი შანსი გვაქვს, რომ პირველ მოსახვევში პირველი შევიდეთ. ამის შემდეგ კი რბოლით სიამოვნებას ვაპირებ. იმედია, ეს გამოგვივა”, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment