ბარიკელო ემოციების ზღვაში
Rubens Barrichello
13 სექტემბერი
რუბენს ბარიკელომ იტალიის დიდი პრიზი მესამედ მოიგო. მონცაზე პირველი ორი გამარჯვება მან მაშინ მოიპოვა, როდესაც ”ფერარის” მანქანით გამოდიოზოდა და ისეთი ძლიერი თანაგუნედლი ჰყავდა, როგორიც მიხაელ შუმახერია. ამ გამარჯვებით კი, რომელიც ”ბრაუნის” მანქანით მოიპოვა, ის განსაკუთრებით გახარებული იყო - ხუმრობა ხომ არ არის, კარიერის მიწურულს ტიტულის მოპოვების შანსი გაუჩნდა და ასეთ დროს, ნებისმიერ ქულას შეიძლება ოქროს ფასი დაედოს.
”ფინიშის ხაზი რომ გადავკვეთე, ლაპარაკი დამავიწყდა. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნიდა ჩემი ემოციების გამოსახატად. გუშინდელი საღამო ძალიან ძნელი იყო - არ ვიცოდით, შეგვეცვალა თუ არა გადაცემათა კოლოფი. ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ბუნებრივია, საფუძვლიანი ეჭვებიც გვქონდა, რომ ის გამოსაცვლელი იყო. მაგრამ ბოლოს მისი დატოვება გადავწყვიტეთ და ამან გაამართლა, კოლოფმა კარგად იმუშავა”.
”რბოლა კარგად დავიწყე. ჰეიკიმ კერს-ის წყალობით, კარგი სტარტი აიღო და მასთან პოზიციისთვის ბრძოლა მომიხდა, რაც ძალიან ძნელი იყო. პირველი წრე ძალიან კარგად გავიარე და ამან ჩემი წარმატება განსაზღვრა. მთელი დისტანციის განმავლობაში, ისევე როგორც ვალენსიაში, მანქანამ შესანიშნავად იმუშავა, მუხრუჭებიც საიმედოდ მუშაობდა. მოკლედ, ყველაფერი ნორმალურად იყო”.
”ჯოკ კლიამ (ბარიკელოს სარბოლი ინჟინერია) სწორი ტაქტიკა შეგვირჩია, როცა ერთ პიტსტოპიანი სტრატეგია შეგვირჩია. კერს-იან მანქანებს პირველივე მოსახვევში ჩვენი ჩამოტოვება შეეძლოთ და კვალიფიკაციაზე მსუბუქი მანქანებით რომ გამოვსულიყავით, დღეს ასეთ უპირატესობას ვერ მივიღებდთ. არის ტრასები, სადაც ამის საშიშროება მათგან ნაკლებია, მაგრამ მონცას ტრასაზე ძალიან გრძელი სასტარტო სწორია და ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ, კიდევ კარგი, კარგი სტარტი ავიღეთ, რის შემდეგაც, ჩემი ტემპით რბოლა შევძელი და ნელი მანქანების უკან დრო არ დამიკარგავს. ეს კი იმის გარანტია იყო, რომ მეორე პიტ სტოპის შემდეგ უნდა დავწინაურებულიყავით”, - ყვება ბარიკელო.
No comments:
Post a Comment