ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, September 16, 2009

”რენომ” ბრიატორე და სიმონდსი დაითხოვა

Renault

16 სექტემბერი

”რენომ” თავისი ფორმულა 1-ის გუნდის ორი ხელმძღვანელი - ფლავიო ბრიატორე (სურათზე ჩვენგან მარცხნივ) და ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი (სურათზე ჩვენგან მარჯვნივ) დაითხოვა. იმავდროულად, ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ არ ეცდება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ბრალდებების უარყოფას.

21 სექტემბერს, გუნდს FIA-ს წინაშე წარდგომა და მისი ბრალდეზებების მოსმენა მოუწევს. ბრალდება კი სინგაპურის შარშანდელი დიდი პრიზის დროს მომხდარ ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც, ”რენოს” ბრაზილიელ ნელსონ პიკეს ავარია მოუვიდა. ამას ტრასაზე პეისკარის გამოსვლა მოჰყვა, რამაც იმ მომენტისთვის პელოტონის სათავეში მყოფ ფერნანდო ალონსოს სასარგებლოდ იმოქმედა და მან სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. არსებობდა ეჭვი, რომ პიკეს ავარია გამიზნული ქმედების შედეგი იყო...

პიკე ამაზა კარგა ხანს დუმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიატორემ გუნდიდან დაითხოვა, ალაპარაკდა და FIA-ს წერილობითი ჩვენებაც კი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ რბოლის დროს ავარია შეგნებულად, ბრიატორესა და სიმონდსისგან რბოლამდე მიღებული მითითებით მოახდნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქმის გამოძიება.

გუშინ FIA-მ სიმონდსს ბრიატორეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა შესთავაზა და სამაგიეროდ, იმუნიტეტი აღუთქვა, მაგრამ სანამ ის პასუხს მოიფიქრებდა, ”რენომ” ორივე ეჭვმიტანილი ერთდროულად მოიშორა.

”FIA-ს ბრალდებებისგან თავის დაცვას ”ING რენოზო F1” არ ეცდება. ჩვენ ასევე გვსურს განვაცხადოთ, რომ გუნდი მისმა მმართველმა დირექტორმა ფლავიო ბრიატორემ და საინჟინრო განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ სიმონდსმა დატოვეს. დღეიდან, სანამ FIA-ს მოტორ სპორტის საბჭოს სხდოზომას დავესწრებით, ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებთ”, - ნათქვამია ფრანგული საჯინიბოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრიატორე ცნობილია იმით, რომ მისი ხელმძღვანელობით, ”ბენეტონმა” (რენოს წინამორბედმა) მიხაელ შუმახერთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის ორი (1994 და 1995 წლებში) ტიტული და კონსტრუქტორთა ერთი თასი (1995 წელს) მოიპოვა. 2005 და 2006 წლებში კი, ბრიატორესვე ხელმძღვანელობით, ალონსომ და ”რენომ” ორ-ორი ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბენეტონში” ბრიატორეს მუშაობის პერიოდში, არაერთხელ აღიძრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ გუნდ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით ეხმარებოდა შუმახერს გამარჯვებების მოპოვებაში. ერთხელ ეს დადასტურდა კიდეც და მაშინ გერმანელი პილოტი ერთეტაპიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 1994 წლის სეზონის ბოლო რბოლისას კი, აშკარად საეჭვო ვითარებაში დაეჯახა ტიტულის მოცილე დეიმონ ჰილს და თავის პირველ ტიტულსაც ასე დაეუფლა.

No comments:

Post a Comment