მასას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს
9 სექტემბერი
ორშაბათს ”ფერარის” ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას ტრავმირებულ თავის ქალაზე განმეორებითი, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდა, რომლის დროსაც, ქალის ყველაზე მეტად დაზიანებული ნაწილი ტიტანის ფირფიტებით აღუდგინეს. ”ფერარიმ” გამოაცხადა, რომ მასას განმეორებითი ოპერაცია წარმატებული იყო და ნაოპერაციების მოშუშების შემდეგ, ის მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
ოპერაციამდე, ბრიტანულ გამოცემა ”გარდიანთან” სატელეფონო საუბრისას, 28 წლის მასამ შემდეგი განცახადა: ”უნდა დაიხუროს თავის ქალის ის ადგილი, რომლის აღდგენაც პირველი ოპერაციის დროს ვერ მოხერხდა. როგორც მითხრეს, ამ მდგომარეობით ცხოვრება შეიძლება და გართულების არანაირი საშიშროებაც არ არსებობს, მაგრამ ავტომრბოლისთვის ეს დაუშვებელია, რადგან განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში, თავის ტვინი გაცილებით დაუცველი იქნება. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამ სეზონში დაბრუნების უფლება არ მომცეს. სხვა მხრივ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც აქამდე. მალე ევროპაში გავემგზავრები და იქ სიმულატორსა და გო-კარტზე ვივარჯიშებ. ამის შემდეგ შემეძლება თქმა, 100 პროცენტით მზად ვარ დასაბრუნებლად, თუ არა”.
მოკლედ, მასა ბრაზილიის წლევანდელ დიდ რიზზე მასა ვერ იასპარეზებს. ის რბოლებს ტლეევიზორით უყურებს და ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან ძნელია. უფრო ძნელი კი ბრაზილიური ეტაპის ნახვა იქნება, რადგან უქმედ ყოფნა მოუწევს.
No comments:
Post a Comment