”სიტროენი” ლოებს ფორმულა 1-ში დებიუტისთვის გაუშვებს
Boss would release Loeb for F1 debut (Motorsport.com)
8 სექტემბერი
რალიში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების გუნდის შეფი თანახმაა, ფრანგი პილოტი რამდენიმე დღით გაათავისუფლოს, თუ ამ სეზონის მიწურულს, ის ფორმულა 1-ის რბოლაში მონაწილეობას მოისურვებს.
ლოებს (სურათზე, ავსტრალიის რალის შემდეგ) კარგი შანსი ჰქონდა, შუა სეზონში, ”ტორო როსოდან” გაშვებული თანამემამულე სებასტიან ბურდე შეეცვალა, მაგრამ მის ნაცვლად, ავსტრიულ-იტალიურმა გუნდმა ესპანელი ხაიმე ალგერსუარი მიიწვია. მასთანაც და სებასტიან ბუემისთანც ”ტორო როსოს” ამ სეზონის ბოლომდ აქვს კონტრაქტები, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვას და ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, რომელსაც აბუ დაბის უახლესი ”იას მარინა ცირკვიტი” უმასპინძლებს, რალის 35 წლის პილოტს ფ1-ში ძალის მოსინჯვის საშუალება მისცეს.
”თუ ვინმე სებასტიანს ფ1-ში გამოსვლას შესთავაზებს, ”სიტროენ რეისინგი” მზადაა, მას აბუ დაბიში ასპარეზობის უფება მისცეს. ამაში ხელს არაფერი შეგვიშლის, რადგან რალის სეზონი ამ დროს დამთავრებული იქნება”, - ფრანს პრესთან საუბრისას განაცხადა ფრანგული გუნდის შეფმა ოლივიე ქვესნელმა.
იმავდროულად, ქვესნელი დარწმუნებულია, რომ ლოები, ვინც ბოლო წლებში რეგულარულად ასპარეზობს ლე მანის 24-საათიან რბოლებში, არასდროს შეიცვლის პროფილს და რალის ავტომობილს ღიაბორბლიან ბოლიდებზე არ გაცვლის.
”რალისაც და სებასტიანსაც ერთად ყოფნა სურთ. საერთოდ, მოთამაშე არ ვარ, მაგრამ მზად ვარ, ნაძლევს ჩამოვიდე, რომ ის მერმისაც რალის პილოტი იქნება”, - დასძენს ქვესნელი.
No comments:
Post a Comment