ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 26, 2009

სინგაპურის დიდი პრიზი

Singapore Grand Prix

27 სექტემბერი


დისტანცია 308.950 კმ - 61 წრე, 5.067 კმ
.............................................................................

სინგაპურის დიდი პრიზი უახლესია ფორმულა 1-ის ეტაპებს შორის (სანამ აბუ დაბის ეტაპი ჩატარდება) და ის ქალაქ-სახელმწიფოს ქუჩებში, სანაპირო ზოლში ტარდება. რაც მთავარია, ფორმულა 1-ის ისტორიაში, ღამის პირველ რბოლას შარშან სწორედ სინგაპურმა უმასპინძლა. დაკიდევ, საქალაქო ტრასებს შორის, სინგაპურული ყველაზე სწრაფია - აქ მანქანების სიჩქარე სამჯერ უახლოვდება 280 კმ/სთ-ს. თუმცა, ჩემპიონატში შემავალ ეტაპებს შორის, სინგაპურული მეორე ყველაზე ნელია მონაკოს შემდეგ.

ტრასა ერთ წელიწადში მომზადდა. თითქოს, რეკორდული ვადა არაა, მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რბოლის ორგანიზატორებს 5067-მეტრიანი გზის გასწვრივ, განათების მძლავრი სისტემების დამონტაჟება დასჭირდათ. თანაც, ტრასის გზის საფარისთვის ასფალტის სპეციალური მარკა შეიქმნა, რომლის შემუშავებაშიც, მონაწილეობა ნავთობგიგანტ შელის სპეციალისტებმაც მიიღეს. ”შელი” ირწმუნება, რომ ახალი ასფალტი დაახლოებით 20 პროცენტით აუმჯობესებს გზასთან საბურავების ჩაჭიდების ხარისხს და საშუალო სიჩქარის ზრდაც ამის შედეგია.

ტრასას გასწვრივ მიჰყვება უნიკალური, დასაშლელი ზღუდე, რომელიც 2000 ბლოკისგან შედგება. ამ ბლოკებს სარბოლი უქმეების წინა დღეებში აწყობენ და რბოლის დასრულებისთანავე შლიან. ასე რომ, არასარბოლ დღეებში გზას არც კი ეტყობა, თუ მას სარბოლ ტრასად იყენებენ.

ტრასის გასწვრივ 240 ბოძია განლაგებული, რომლებზეც 1500 პროჟექტორი განათავსეს. თითოეულის სიმძლავრე 2000 ვატს აღწევს. ტრასის განათების სისტემა კი ჯამში 3 მილიონ ვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ტრასას 13 მარცხენა და 10 მარჯვენა მოსახვევი აქვს. მათგან გასწრებისთვის ყველაზე მოსახერხებელი სამია - პირველი, მეშვიდე და მე-14 მოსახვევები. ყველაზე ნელ მოსახვევში სიჩქარე 75 კმ/სთ-მდე ეცემა, ყველაზე ჩქარში კი 275 კმ/სთ-ს აღწევს.

სინგაპურის ტრასა ძლიერ მომთხოვნია მუხრუჭებისადმი. მასზე მაქსიმალური ჩაჭიდების მისაღწევად კი მანქანების ანტი ფრთებს მაქსიმალურად ტვირთავენ - იზრდება მათი დახრის (შეტევის) კუთხე, რითაც მასზე აეროდინამიკური დატვირთვაც იზრდება და ეს მანქანის მანევრულობას აუმჯობესებს.

No comments:

Post a Comment