ჩემპიონის ”მოულოდნელი” პოული
Singapore Grand Prix
26 სექტემბერი
ჰამოლტონი მოსახვევს უტევს
..............................................................
ზოგიერთმა სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესიაზე ლუის ჰამილტონის გამატჯვება მოულოდნელობად ჩათვალა, მაგრამ ხომ გახსოვთ, ბუდაპეშტისა და ვალენსიას ნელ ტრასებზე ”მაკლარენის” მანქანები რაოდენ კონკურენტუნარიანები იყვნენ? ჰოდა ჰამილტონმა ეს ტრენდი სინგაპურშიც გააგრძელა.
მართალია, ნარბოლევს ”რედ ბულის” პილოტები სწუხდნენ, ბარიკელოს ავარია რომ არა, პირველი სასტარტო რიგი ჩვენი იქნებოდაო, მაგრამ ჰამილტონს ამის გადამწონი კონტრ-არგუმენტი აღმოაჩნდა. მისი თქმით, პოულის მოპოვებითაც არ ამოუწურავს თავისი მანქანის შესაძლებლობები. და ეს მაშინ, როცა მანქანების წონების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, რომ პირველ ექცსეულში მოსულებს შორის, მასზე მძიმე მანქანით არავის უასპარეზია.
მოკლედ, ჰამილტონი მოგებაზეა დაგეშილი და უფრო იმით ”იმუქრება”, რომ მომავალ სეზონში სულ სხვა მიზნებისთვის იბრძოლებს და ამაში მანქანაც შეუწყობს ხელს. ისე, მანქანა ალბათ საჩემპიონო ექნება, მაგრამ თანაგუნდელადაც ჰეიკი კოვალაინენზე გაცილებით ძლიერი კიმი რაიკონენი მოსდის, რომელმაც ორი წლის წინ, ცხვირწინ ააცალა საჩემპიონო ტიტული.
ახლა რუბენს ბარიკელოზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, ის ”ბრაუნში” ადგილს დაკარგავს და ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კაცი ჩემპიონიბისთვის იბრძვის, მას კი კარისკენ უთითებენ. როს ბრაუნმა ორი დღის წინ სწორედ ეს თქვა - გული დამწყდება, თუ გუნდიდან ჩემპიონის გაშვება მომიწევსო. ვინ იცის, იქნებ ”ბრაუნში” უკვე განაწილებული აქვთ პრიორიტეტები და თუ ”რედ ბულის” ორივე პილოტი ჩემპიონიობის თეორიულ შანსსაც დაკარგავს, მაშინ ბარიკელოს დარჩენილ ეტაპებზე იმ დროს გაახსენებენ, როდესაც ის იძულებული იყო, ”ფერარიში” მისი აღმატებულება მიხაელ შუმახერის მსახურის როლი ეთამაშა. არადა, ვერავინ იტყვის, წითელი ბარონის ანგარიშზე რამდენი ტიტული იქნებოდა, ბარიკელო და მის შემდეგ ფელიპე მასა თავის ნებაზე რომ მიეშვათ...
ასეა თუ ისე, რუბინიო დანებებას არ აპირებს და მის კარიერაში ამ უნიკალური შანსის უბრძოლველად ხელიდან გამშვები არაა. მაგრამ სინგაპურის კვალიფიკაციის მიწურულს საქმე ძლიერ გაირთულა - მეხუთე მოსახვევში გზის მტვრიან მონაკვეთზე გაიარა, რამაც საჭეზე კონტროლი დააკარგვინა და სესიაც იქ დაასრულა. ამ დროს, ლვალიფიკაციის დასრულებას 14 წამიღა უკლდა...
ავარიის მიუხედავად, რუბინიომ მეხუთე დრო აჩვენა, მაგრამ დღეს რბოლას მაინც მეათეზე დაიწყება, რადგან კვალიფიკაციის წინ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს, რაც სამრბოლიანი ლიმიტის ამოწურვამდე მოხდა.
და კიდევ, ერთი საინტერესო ფაქტი. თუ სინგაპურის რბოლაში ”ბრაუნი” ”რედ ბულზე” 14 ქულით მეტს მოიპოვებს, კონსტრუქტორთა თასსაც სადებიუტო სეზონშივე ვადამდე გაინაღდებს, მაგრამ ეს ”თუ” ძნელი შესასრულებელი იქნება, რადგან ბარიკელოს თავი რომ დავანებოთ, თავი ვერც მისმა ჩემპიონატის ლიდერმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა ისახელა, რომელიც მხოლოდ მე-12 შედეგს დასჯერდა და სტარტს რბოლის უქულოდ დასრულების პერსპექტივით აიღებს.
სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედეგები
პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.977 1:46.657 1:47.891
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:47.541 1:46.362 1:48.204
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:47.390 1:46.197 1:48.348
4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:47.646 1:46.328 1:48.722
5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:47.397 1:46.787 1:48.828
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:47.757 1:46.767 1:49.054
7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:47.770 1:46.707 1:49.180
8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:47.347 1:46.832 1:49.307
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:47.615 1:46.813 1:49.514
10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:47.542 1:46.842 1:49.778
11. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:47.637 1:47.013
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:47.180 1:47.141
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:47.293 1:47.177
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:47.677 1:47.369
15. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:47.690 1:47.413
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.231
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.340
18. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:48.350
19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:48.544
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:48.792
No comments:
Post a Comment