ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, September 22, 2009

ძრავების სტატისტიკა

Engines

22 სექტემბერი

ფეტელს ვალენსიაში მორიგი ძრავი დაეწვა

.................................................................................

ფორმულა ერთის მოქმედი რეგლამენტი სეზონში მხოლოდ რვა ძრავის გამოყენების უფლებას იძლევა. ამ წესის გამო, სეზონის მიწურულს ზოგიერთ პილოტს პრობლემები ექმნება - ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, ყოველი ახალი აგრეგატის გამოყენების გამო, პილოტი სასტარტო ზოლში ათ ადგილს კარგავს და აქედან გამომდინარე, მისი გამარჯვების შანსებიც კლებულობს.

ჯერჯერობით, ლიმიტი მხოლოდ ”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელს აქვს ამოწურული, რაც მას ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ძალიან გაურთულებს. მის მეტოქეებს - ”ბრაუნ GP-ს” ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსა და ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ლიმიტამდე თითო ძრავი აშორებს. ეს კი სოლიდური უპირატესობაა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სეზონის განმავლობაში, ”მერსედესის” ძრავები ექვსივე მანქანაზე (ბრაუნის გარდა, სამქიმიანების აგრეგატებს ფორს ინდია და მაკლარენიც იყენებენ) ჯერ ერთხელაც არ გამოსულა მწყობრიდან.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ნაკლები ძრავი ჯერჯერობით მხოლოდ სამ გუნდს აქვს გამოყენებული - ”ფერარიმ”, ”რენომ” და ”ტორო როსომ” ჯერჯერობით ორივე მანქანაზე მხოლოდ 6-6 ძრავი გამოიყენეს. ამ მონაცემებით აშკარად ჩანს, რომ ფრანგული კომპანია თავის კლიენტს (რედ ბულს) აშკარად ნაკლებ ყურადღებას აქცევს (ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკით ასე ჩანს), რასაც ვერ ვიტყვით ”ფერარისთან” დაკავშირებით (რომლის კლიენტიც ტორო როსოა).

ვის რამდენი ძრავი აქვს გამოყენებული

მაკლარენ-მერსედესი

ლუის ჰამილტონი - 7

ჰეიკი კოვალაინენი - 7

ფერარი

ჯანკარლო ფიზიკელა (ფელიპე მასა) – 6

კიმი რაიკონენი - 6

ბეემვე ზაუბერი

რობერტ კუბიცა - 7

ნიკ ჰაიდფელდი - 7

რენო

ფერნანდო ალონსო - 6

რომენ გროჟანი (ნელსინიუ პიკე) - 6

ტოიოტა

იარნო ტრული - 7

ტიმო გლოკი - 7

ტორო როსო-ფერარი

ხაიმე ალგერსუარი (სებასტიან ბურდე) - 6

სებასტიან ბუემი - 6

რედ ბულ-რენო

მარკ უებერი - 7

სებასტიან ფეტელი - 8

უილიამს-ტოიოტა

ნიკო როსბერგი - 7

კაზუკი ნაკაძიმა - 7

ფორს ინდია-მერსედესი

ადრიან სუტილი - 7

ვიტანტონიო ლიუცი - 7

ბრაუნ-მერსედესი

ჯენსონ ბატონი - 7

რუბენს ბარიკელო - 7

No comments:

Post a Comment