ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 12, 2009

ვის რამდენი უსხია

Italian GP

12 სექტემბერი

მსუბუქმა მანქანამ ჰამილტონს პოული მოაპოვებინა

.........................................................................................

ამ ცხრილისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ - ჰამილტონს პოულის მოპოვებაში მსუბუქი მანქანა დაეხმარა. სუტილზეც იგივეს თქმა შეიძლება, რაიკონენზე კი - ნაწილობრივ. მოკლედ, ძნელი სათქმელია, სად იქნებოდნენ ისინი, კვალიფიკაციის მესამე სესიაზე 20-30 კილოგრამით მძიმე მანქანებით რომ ეასპარეზათ.

ჰამილტონის მანქანა მისი თანაგუნდელისაზე დაახლოებით 30 კილოგრამით მსუბუქია, მათ საუკეთესო დროებს შორის სხვაობა კი დაახლოებით 0.8 წამია. სხვაობა შთამბეჭდავია და შეიძლება ისიც ითქვას, რომ ჰამილტონი კოვალაინენს მაშინაც მოუგებდა, თუ მათ თანაბარი წონის მანაქანები ეყოლებოდათ.

ახლა კი ვცადოზოთ, ვივარაუდოთ, რა მოხდება რბოლისას. ჩემპიონს სტარტის მოგებაში მხოლოდ კიმი რაიკონენი თუ შეეცილება - სუტილს კერს-ი არ აქვს და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ვერც თავის მეგობარს (ჰამილტონს) გაასწრებს და კიმის შეკავებაც უნდა გაუჭირდეს. წინა ოთხეულში ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. სამაგიეროდ, რბოლა რომ ”დაღვინდება”, საინტერესო ამბებიც მერე უნდა დაიწყოს.

ჰამილტონს პირველი სტოპი ათი წრის შემდეგ, მალე უნდა ჰქონდეს. სუტილიც იქ მალევე შეჰყვება. რაიკონენი კი ბოქსში ორი-სამი წრით გვიან უნდა შევიდეს. და თუ ჰამილტონს თავის პიტამდე ფინელი მინიმუმ 5 წამით არ ეყოლება ჩამოტოვებული, მაშინ პირველი პიტ სტოპის შემდეგ, ლიდერობასაც მას ჩააბარებს. მერე რა იქნება, ამას მათი და სხვების ტაქტიკა განსაზღვრავს.

სხვებზე კი ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორივე ”ბრაუნი” თითო პიტ სტოპს გეგმავს. რამდენედ გაამართლებს ასეთი ტაქტიკა, ამას მხოლოდ რბოლის დროს გავიგებთ. ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ რა განლაგება ექნებათ პილოტებს მას შემდეგ, რაც მეორე პიტ სტოპს მოივლიან...

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 653.5

2. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 655.0

3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 662.0

4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 683.0

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 688.5

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 687.0

7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 679.5

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 677.5

9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 682.0

10. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 683.0

11. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 703.0

12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 699.8

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 697.5

14. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 690.0

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 697.5

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 709.8

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 706.2

18. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 708.6

19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 706.0

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 706.0

No comments:

Post a Comment