ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, September 25, 2009

ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი ფეტელია

Singapore Grand Prix

25 სექტემბერი

სებასტიან ფეტელი

...........................................................

პირველი ორი სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი გერმანელი სებასტიან ფეტელი იყო, ვინც პირველი პრაქტიკის უსწრაფესის, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს შედეგს თითქმის წამნახევარი მოაკლო.

პირველი პრაქტიკა დღის სინათლეზე დაიწყო და ხელოვნური შუქით განათებულ ტრასაზე დასრულდა. სესიის დასაწყისში ფრანგ რომენ გროჟანს ავარია იმავე (მე-17) მოსახვევში მოუვიდა, რომელშიც შარშან ბრაზილიელმა ნელსინიუ პიკემ წინასწარი განზრახვით დაამტვრია თავისი ბოლიდი და ამით, დიდი როლი ითამაშა ესპანეკ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს გამარჯვებაში.

რახან ეს ინციდენტი ვახსენეთ, ბარემ ისიც დავამატოთ, რომ მის გამო, ”რენო” ორწლიანი პირობითი (გადადებული) დისკვალიფიკაციით დაისაჯა (შეიძლებოდა გვეთქვა, არ დაისაჯა), სინგაპურში ჩასვლამდე კი ფრანგულმა გუნდმა ორი სპონსორი, მათგან ერთი ტიტულოვანი (ING), დაკარგა. ჰოლანდიურმა საფინანსო ჯგუფმა ჯერ კიდევ ამ სეზონის დასაწყისში გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტს წყვეტდა. პიკეს სკანდალის გამო კი ”რენოს” ტიტულოვანი სპონსორობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა.

ყოველივეს მიუხედავად, მეორე სესიაზე მეორე უსწრაფესი სწორედ ”რენოს” პილოტი - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო იყო, რომელიც ფეტელს 0.274 წამით ჩამორჩა.

ყურადღებას ერთი ფაქტი იქცევს - მეორე პრაქტიკის შემდეგ, სულ სამი გუნდია (რედ ბული, მაკლარენი და ბეემვე ზაუბერი) ისეთი, რომელსაც პირველ ათეულში ორივე პილოტი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ გუნდებს, რომლებსაც ჯერჯერობით ათეულში თითო პილოტი ჰყავთ, მომატება შეუძლიათ.

სამაგიეროდ, ისიც ფაქტად რჩება, რომ წინა ორი ეტაპის ორი გმირი - ”ფერარი” და ”ფორს ინდია” ათეულის მიღმა დარჩნენ. შესაძლოა, მათი მანქანები საქალაქო გზებზე რბოლას უფრო ძნელად ეგუება, ვიდრე მეტოქე გუნდებისა? ჯერჯერობით ასეა, უფრო ნათელ სურათს კი კვალიფიკაციაზე მივიღებთ.

კიდევ ერთი რამ: ბერიკელომ, ვინც პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, ამჯერად მე-11 დრო აჩვენა. ეს იმ დროს, როდესაც მისი თანაგუნდელი და მთავარი მეტოქე სატიტულო კამპანიაში, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი ორივე პრაქტიკაზე სტაბილურობით გამოირჩეოდა - ჯერ მეორე უსწრაფესი იყო, მერე კი - მეხუთე. ჩემპიონატის ლიდერი მანქანის მუშაობით კმაყოფილი დარჩა და იმედი გამოთქვა, რომ კვალიფიკაციისთვის გუნდი მის კიდევ უფრო სრულყოფას შეძლებს.

ბარიკელომ კი აღიარა, რომ ამჯერად მისი მიზანი მანქანის სარბოლ რეჟიმში მუშაობის შემოწმება იყო და რომ დროს არ გამოჰკიდებია. მოკლედ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონი მანქანის საკვალიფიკაციო ვერსიას ამოწმებდა, ბარიკელო კი - სარბოლს.

სწრაფი იყო ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერიც, მაგრამ ამას (თავის) მე-14 წრეზე ავარია მოუვიდა, რის გამოც, პრაქტიკა მე-6 ადგილზე დაასრულა. მანქანა ისე კარგად მუშაობდა, გამათამამა და ზედმეტი მომივიდაო - განაცხადა ოზმა პილოტმა, ვინც ჩემპიონობის თეორიულ შანსებს ჯერაც ინარჩუნებს.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა გუნდი დრო

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:48.650

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:48.924

3. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:48.952

4. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:49.098

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:49.311

6. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:49.317

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:49.333

8. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:49.342

9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:49.358

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:49.609

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:49.616

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.710

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:49.795

14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:49.941

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:50.023

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:50.253

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:50.527

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:50.605

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:50.972

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:51.423

No comments:

Post a Comment