ბრავო სუტილ, ბრავო ფორს ინდია!
Italian GP (qualification)
12 სექტემბერი
ჯანკარლო ფიზიკელა რომ ”ფერარიში” გადავიდა, ბევრმა (მათ შორის მეც) ჩათვალა, რომ ”ფორს ინდიას” პროგრესი შენელდებოდა. მაგრამ დღევანდელი კვალიფიკაციის შემდეზეგ შეიძლება ვთქვათ, რომ რომაელი პილოტი შეცდა, როდესაც მისთვის საოცნებო გუნდში გადავიდა. შეცდა წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, თორემ როდესაც ბავშვობის საოცნებო გუნდში გადასვლის შანსი გეძლევა, მაშინ გადაწყვეტილების გონებით მიღებას ვერავინ მოგთხოვს. ფიზიკომ თავისი გადაწყვეტილება გულით მიიღო და ამით ვერაფერი მოიგო - დღეს მხოლოდ კვალიფიკაციის მეორე სესიას მიაღწია და იქ ჩარჩა. სამაგიეროდ, სუტილმა პოულისთვის ლომივით იბრძოლა და რომ არა ბოლო წამებზე ჰამილტონის გაელვება, თავის გუნდს ზედიზედ მეორე პოულ პოზიციასაც მოუპოვებდა. ფიზიკოს შემცვლელმა ვიტანტონიო ლიუციმ კი მე-7 შედეგით ისახელა თავი!
”ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო და მიხარია, რომ სუტილმა ასე კარგად იასპარეზა. ვფიქრობ, ჩვენგან ასეთ კარგ შედეგს ბევრი არ ელოდა. ჩვენ კი ამ გამარჯვებით, უფრო მეტი იმედიც მოგვეცა და ეს მოტივაციასაც გაგვიძლიერებს”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ნარბოლევს სუტილს ისე მიულოცა (ზედა სურათზე), იფიქრებდი, პოული მან კი არა, გერმანელმა მოიგოო.
რაც შეეხება დანარჩენებს. აშკარაა, რომ ”ბრაუნის” და ”რედ ბულის” პილოტებმა გვიანი პირველი პიტ სტოპის სტრატეგია აირჩიეს. ეს მათი მხრიდან პრაგმატული სვლაა. კვალიფიკაციის მესამე სესიაზე უფრო მსუბუქი მანქანებით რომ ეასპარეზათ, მაინც კერს-იან მანქანებთან უპირატესობის მოპოვების მცირე შანსი ექნებოდათ. და რომელიმე მათგანს რომც მოეგო, დიდი შანსი იყო იმისა, რომ რბოლის სტარტზე ამ უპირატესობას ერთი ხელის მოსმით დაკარგავდა - კერს-ი სტარტზე სოლიდურ უპირატესობას იძლევა. გამოდის რომ, კვალიფიკაციაზე მიღებული უპირატესობა ეფემერული იქნებოდა და სტარტის წაგების შემთხვევაში, საქმის ტაქტიკური ბრძოლით გამოსწორების შანსიც იკარგებოდა.
ახლა კი, ”ბრაუნებსაც” და ”რედ ბულებსაც” დდ შანსი აქვთ იმისა, რომ რბოლის მეორე ნახევრიდან ჩაერთონ გამარჯვებისთვის ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, წინა ორ ეტაპზე რუბენს ბარიკელომ დაამტკიცა, რომ ასეთი ტაქტიკა ამართლებს. ”ბრაუნის” პილოტებისთვის გვიან პირველ პიტ სტოპს კიდევ ერთი პლუსი მოაქვს - ყველამ კარგად იცის, რომ როს ბრაუნის გუნდის მანქანებს საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება უჭირთ. მძიმე მანქანა კი ამას უკეთ ახერხებს. ესე იგი, სავსე ავზებით რბოლის დაწყება ”ბრაუნისთვის” ორმაგად მომგებიანი უნდა იყოს. დაახლოებით იგივე ფაქტორები მოქმედბეს ”რედ ბულის” შემთხვევაშიც...
დაკიდევ, ერთი საინტერესო ფაქტი: დღევანდელ კვალიფიკაციაზე პირველ შვიდეულში ”მერსედეს-ბენცის” ძრავით აღჭურვილი 6 მანქანა შევიდა!
იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაციის შედგები
პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.375 1:22.973 1:24.066
2. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.576 1:23.070 1:24.261
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.349 1:23.426 1:24.523
4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ) 1:23.515 1:23.528 1:24.845
5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:23.483 1:22.976 1:25.015
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:23.403 1:22.955 1:25.030
7. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:23.578 1:23.207 1:25.043
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:23.708 1:23.497 1:25.072
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:23.558 1:23.545 1:25.180
10. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:23.755 1:23.273 1:25.314
11. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:24.014 1:23.611
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:23.975 1:23.728
13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:24.001 1:23.866
14. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:23.828 1:23.901
15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:23.584 1:24.275
16. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:24.036
17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:24.074
18. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:24.121
19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:24.220
20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:24.951
No comments:
Post a Comment