ბარიკელომ აღიარა, რომ არჩევანი არ გაუკეთებია
Rubens Barrichello
26 სექტემბერი
ბარიკელოს ”ბრაუნში” ადგილი თითქმის დაკარგული აქვს
......................................................................................................................
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვის, რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნში” დარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ აქვს. გუნდის პარტნიორი ”მერსედეს-ბენცი” ხდება, რომელსაც ”ბრაუნში” პერსპექტიული გერმანელი პილოტის, კერძოდ ნიკო როსბერგის მიყვანა სურს. და თუ ასე მოხდა, მისთვის ადგილის განთავისუფლება სწორედ ბრაზილიელ ვეტერან პილოტს მოუწევს, ვისგანაც ამ სეზონში ასეთ გაბრწყინებას არავინ ელოდა.
როს ბრაუნს ისიც აქვს, ნათქვამი, გულდასაწყვეტი იქნება, თუ გუნდიდან ჩემპიონის გაშვება მომიწევსო. ამ სიტყვებში მან სწორედ რუბინიო იგულისხმა და არა ჯენსონ ბატონი, რომელმაც როს ბრაუნის და ”სამქიმიანების” გული მაშინ მოიგო, როდსაც სეზონის პირველი შვიდი ეტაპიდან ექვსი მოიგო.
”ძალიან მინდა ფორმულა 1-ში დარჩენა. არ ვიცი, ჩემს ახლანდელ გუნდში დავრჩები, თუ სხვაგან გადავალ. ჩემი მომავალი ჯერ გაურკვეველია. ვიმედოვნებ, რომ მალე ბევრი რამ გაირკვევა. ახლა კი იმითაც კმაყოფილი მაქვს, რომ ამ თემაზე ბევრი მითქმა-მოთქმა არ ისმის და მე წყნარად მუშაობის საშუალება მაქვს”, - ამბობს ბრაზილიელი, ვინც ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს 14 ქულით ჩამორჩება.
კითხვაზე, ეს რბოლა ფეტელისთვის ბოლო შანსია იმისა, რომ მან ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელოს, რუბინიომ უპასუხა: ”ის ფენომენური მრბოლია და ვიმედოვნებ, მომავალში მას შანსები კიდევ ექნება, მაგრამ იმასაც ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში ეს რბოლა მართლაც მისი ბოლო საჩემპიონო შანსი იქნება”.
No comments:
Post a Comment