ძანარდის პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სურს
Zanardi targets Paralympic Games
14 სექტემბერი
ნიუ იორკის მარათონზეტურინის ოლიმპიადის ჩირაღდნით ხელში
ახალი ფეხები
პირველი ცხოვრების დასასრული
.................................................................................
იტალიელი ავტომრბოლი ალექს ძანარდი იმედოვნებს, რომ ლონდონის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, იტალიის ველოსიპედისტთა გუნდთან ერთად გამოსვლას შესძლებს.
ფორმულა ერთის ყოფილ პილოტს, რომელიც ახლა 42 წლისაა, რვა წლის წინ, ჩემპ ქარის გერმანულ ეტაპზე, რომელიც ლაუზიცრინგის ახალაშენებულ ოვალურ ტრეკზე ჩატარდა, საშინელი ავარია მოუვიდა, რომლის დროსაც მიღებული მრავლობითი ტრავმის შედეგად, ორივე ფეხი დაკარგა.
მაგრამ 2003 წელს რბოლებს დაუბრუნდა და იქიდან მოყოლებული, ტურინგის კლასის ავტომობილების ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობს.
ავტორბოლების გარდა, ძანარდი ასევე ველორბოლებშიც (საინვალიდო ხელის ველოსიპედით) ასპარეზობს. ახლახანს, მან ინვალიდთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და დროზე ინდივიდუალურ რბოლაში მე-14 ადგილი დაიკავა. თავისი ხელის ველოსიპედით, რომელიც ”ბეემვემ” დაუმზადა, ძანარდი ორი წლის წინ, ნიუ იორკის მარათონზეც გამოვიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ახლა კი მისი მიზანი ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლაა.
”ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ საუკეთესო იტალიელი ბაიკერების დონეს მივაღწიო და კლასიფიკაციაში მოწინავე ადგილები დავიკავო. ძირითადი მისია კი ლონდონის ოლიმპიადაა”, - ამბობს ძანარდი, ვინც ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრნსო (ჩეხეთი) ეტაპი მოიგო, კლასიფიკაციაში კი მე-12 ადგილი უკავია.
No comments:
Post a Comment