”ბრაუნი” დუბლით დაბრუნდა
Italian GP (race)
13 სექტემბერი
რუბინიოს გამარჯვებას თანაგუნდელები პიტუოლიდან (პიტკედლიდან) ულოცავენ
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ტიტულის მაძიებელთა რიცხვი ფაქტბრივად, ორამდე შემცირდა. რუბენს ბარიკელომ და ჯენსონ ბატონმა იტალიის დიდი პრიზი დუბლით დაასრულეს და ამით ყველას დაანახეს, რომ მათი გუნდის ჩავარდნა მხოლოდ დროებითი იყო. მართალია, ”რედ ბულის” ორივე პილოტი (განსაკუთრებით სებასტიან ფეტელი) ჯერაც ინარჩუნებს ჩემპიონობის თეორიულ შანსს, მაგრამ მათ ახლა ამ შანსის გამოყენებაში სასწაული თუ დაეხმარება.
ბარიკელოსთვის ეს გამარჯვება მიმდინარე სეზონში მეორეა, კარიერაში კი - მე-11. მისი წყალობით, ვეტერანმა ბრაზილიელმა ჩემპიონატის ლიდერთან და თავის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან ჩამორჩენა ორი ქულით, 14 ქულამდე შეამცირა. ბატონმა კი, როგორც იქნა, თვალებში გამოიხედა - წინა ხუთი ეტაპი კვარცხლბეკის გარეშე ჰქონდა დასრულებული და ქულებსაც ძლივს აგროვებდა, რის გამოც, მის სატიტულო შანსებში ბევრმა ეჭვიც კი შეიტანა. მაგრამ მონცაზე ის კვლავ შესანიშნავი იყო, მანქანამაც ხელი შეუწყო და თუ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ვერ დაიკავა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბარიკელომ ბრწყინვალედ იასპარეზა.
აღსანიშნვია, რომ რბოლის განმავლობაში, ”ბრაუნის” ორივე პილოტმა (სხვა უმეტესი პილოტების მსგავსად) მხოლოდ თითო პიტ სტოპი იმყოფინა და როგორც აღმოჩნდა, ეს მოგებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. არადა, საინტერესო იქნებოდა, კვალიფიკაციაზე ჰამილტონს პოულისთვის რომ არ ებრძოლა და ბოლო სესიაზე ათი კილოგრამით მძიმე გამოსულიყო, იქნებ, რბოლის დროს, ”ბრაუნებთან” გამკლავების მეტი შანსი ჰქონდა.
მაგრამ ასეა თუ ისე, მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ახლა უკვე თავისი ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ აქვს, რბოლა მაინც ვერ დაასრულა - ფინიშამდე რამდენიმე მოსახვევით ადრე, მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა და რბოლა ავარიით დაასრულა.
მის ნაცვლად კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი ავიდა, ვისაც კუდში იტალიური ეტაპის სენსაცია ადრიან სუტილი მიჰყვა. გერმანელი პილოტი თავისი მეოთხე ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა. არადა, რბოლის მიწურულს, მას რაიკონენზე მაღალი ტემპი ჰქონდა. აღსანიშნვია, რომ მხოლოდ ჰამილტონმა, რაიკონენმა და სუტილმა აირჩიეს ორპიტსტოპიანი ტაქტიკა, დანარჩენებმა კი ბოქსებში მხოლოდ თითოჯერ შეიარეს.
სუტილის მსგავსად, შესანიშნავად იასპარეზა მისმა ახალმა თანაგუნდელმა ვიტანტონიო ლიუციმაც, მაგრამ ფინიშამდე 31 წრით ადრე, მანქანა დაუზიანდა რბოლას გამოეთიშა. რაც შეეხება ჯანკარლო ფიზიკელას, ვინც თავისი ადგილი ლიუცის დაუთმო, თავად კი ”ფერარიში” გადაბარგდა, ის გამარჯვებულს წუთნახევრით ჩამორჩა და მეცხრე შედეგს დასჯერდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 ეტაპს ორ კვირაში სინგაპური უმასპინძლებს.
იტალიის დიდი პრიზი
მონცა. დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ - 53 წრე)
1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:16:21.706
2. ჯენსონ ბატონი (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 2.866
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 30.664
4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 31.131
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 59.182
6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:00.693
7. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:22.412
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:25.427
9. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:26.856
10. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 2:00.000
11. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 2:43.925
12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1 წრე
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1 წრე
14. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1 წრე
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1 წრე
16. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 2 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 31 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 34 წრე
გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 37 წრე
გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 53 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ადრიან სუტილი - 1:24.739 (36-ე წრე)
პილოტთა კლასიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი - 80 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 66; 3. სებასტიან ფეტელი - 54; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 40; 6. ნიკო როსბერგი - 30.5; 7. ლუის ჰამილტონი - 27; 8. იარნო ტრული - 22.5; 9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) - 22; 10. ჰეიკი კოვალაინენი - 20; 11. ფერნანდო ალონსო - 20; 12. ტიმო გლოკი - 16; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 12; 14. ჯანკარლო ფიზიკელა - 8; 15. რობერტ კუბიცა - 8; 16. ადრიან სუტილი - 5; 17. სებასტიან ბუემი - 3; 18. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) - 2; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0; 21. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0; 22. რომენ გროჟანი - 0; 23. ხაიმე ალგერსუარი - 0; 24. ვიტანტონიო ლიუცი - 0
კონსტრუქტორთა პირველობა
1. ბრაუნ GP-მერსედესი - 146 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 105.5; 3. ფერარი - 62; 4. მაკლარენ-მერსედესი - 47; 5. ტოიოტა - 38.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 30.5; 7. BMW ზაუბერი - 20; 8. რენო - 20; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13; 10. ტორო როსო-ფერარი - 5
No comments:
Post a Comment