მასა კარტ-ით დაიწყებს
Felipe Massa
25 სექტემბერი
ბრაზილიელი ფელიპე მასა, ვინც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა მიიღო, სარბოლი ავტომობილის საჭეს პირველად ნოემბერში, ბრაზილიაში პოპულარულ, სეზონის დამამთავრებელ ვარსკვლავურ სააღლუმო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
”ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამმთავრებელი ტურნირია და მასში მონაწილეობას ამჯერადაც მივიღებ. ამ ტურნირზე თავს საუკეთესო მრბოლები იყრიან, რომლებიც პრაქტიკულად ყველანაირ სერიაში - ფორმულა 1-ში, ფორმულა ინდიში, სტოკ ქარებზე (ბრაზილიის ჩემპიონატზე) ასპარეზობენ”, - ამბობს მასა, ვინც აღნიშნული ტურნირის (რომელსაც ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქი ფლორიანოპოლისი 27-29 ნოემბერს უმასპინძლებს) ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ასპარეზობის დროს, წინ მიმავალ თანამემამულე რუბენს ბარიკლოს მანქანიდან მომძვრალი ზამბარა მასას თავში მოხვდა, რამაც მძიმე ტრავმა მიაყენა - საფეთქლის სიახლოვეს თავის ქალა დაუმტვრია. ახლახანს მასამ კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროსაც, თავის ქალის ის ადგილი, რომელზეც ძვლის ქსოვილი აღარ შერჩა (მისი აღდგენა ვერ მოხერხდა), ტიტანის ფირფიტებით შეუვსეს.
მასას თქმით, ფლორიანოპოლისის ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ბარიკელოც მიიღებენ.
No comments:
Post a Comment