ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, November 29, 2009

შუმახერი დაბრუნებას არ გამორიცხავს
Michael Schumacher
29 ნოემბერიარაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში მიხაელ შუმახერი მაინც ვიხილოთ ფორმულა 1-ში. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ადასტურებს, რომ სრულად მოირჩინა ტრავმა, რომელიც გასული სეზონის დაწყებამდე, მოტოავარიისას მიიღო და არც იმას გამორიცხავს, რომ მერმის შეიძლება ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს.
ამ უქმეებზე გერმანელმა ფელიპე მასას მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ტურნირზე იასპარეზა და კარტინგის რბოლა მოიგო კიდეც. რაც მთავარია, მან რბოლისას თავისი ოსტატობა არაერთხელ გამოავლინა.
რა თქმა უნდა, ბრაზილიელი რეპორტიორები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა შუმახერი ფ1-ში დაბრუნებას, რაზეც მისგან ორაზროვანი პასუხი მიიღეს - ”ვინ იცის”? ბევრისთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ შუმი დაბრუნებაზე ფიქრობს.
მაგრამ ”ფერარიში” ორივე ადგილი დაკავებულია, ერთი გუნდის სამი მანქანით გამოსვლის შანსი კი პრაქტიკულად არ არსებობს. სხვა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომლის საჭესთან დაჯდომაც შეიძლება შუმახერმა ისურვოს, ”მერსედესია”, რომელსაც ჯერ მხოლოდ ერთი პილოტი ჰყავს, მეორის დასახელებას კი არ ჩქარობს.
ამ მეორე ვაკანსიაზე რამდენუმე კანდიდატურა განიხილება. პირველია გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი, რომლის მიწვევის შემთხვევაშიც, ”სამქიმიანები” სრულიად გერმანულ გუნდს ჩამოაყალიბებენ. მეორე კანდიდატია რობერტ კუბიცა, რომელსაც მართალია, კონტრაქტი ახალი გაფორმებული აქვს ”რენოსთან”, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი ჩემპიონატის მიტოვებას გადაწყვეტს, კუბიცაც გათავისუფლდება და ”მერსედესისთვის” ის მისწრება იქნება.
მაგრამ შტუტგარტელებისთვის ყველაზე სასურველი მაინც შუმახერი იქნება, ვინც სხვათა შორის, დიდ ავტოსპორტში სწორედ ”მერსედეს-ბენცის” ახალგაზრდა გერმანელი პილოტების მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით მოხვდა. როგორც ამბობენ, შუმის ”ფერარისთან” კონტრაქტი ა გაუგრძელებია, რაც ირიბად სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ”მერსედესთან” სერიოზული გეგმები აკავშირებს...
რედ ული” რაიკონენის გადაბირებას აპირებს
Red Bull-Kimi Raikkonen
29 ნოემბერიინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ”მერსედეს GP” ნიკო როსბერგს თანაგუნდელად ან ნიკ ჰაიდფელდს მოუსვამს, ან ”რენოდან” პოლონელ რობერტ კუბიცას გადმოიბირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიმი რაიკონენისთვის ტოპ გუნდებში ადგილი აღარ დარჩება და მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი მომავალ სეზონს გამოტოვებს.
ესე იგი, ფინელი ”აისმენი” თავის შესაძლებლობებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავს. აქ კი მის გადაბირებას ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” ეცდება, რომელიც რალიში ფრანგი სებასტიან ლოების ”სიტროენს” აფინანსებს, ფორმულა 1-ში კი ორი გუნდი - ”რედ ბული” და ”ტორო როსო” ჰყავს.
”ჯერჯერობით, ხელმოწერილი არაფერია და იმასაც გეტყვით, რომ რაიკონენთან ტელეფონით არასდროს მისაუბრია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი ეს მითქმა-მოთქმა უსაფუძვლო ჭორებია. პირიქით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ მერმის ის ჩვენთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იხილოთ”, - ამბობს ”სიტროენის” სპორტული პროგრამების შეფი ოლივიე კესნელი.
რალის მსოფლიო ჩემპიონატზე რაიკონენის გამოსვლას ალბათ ”რედ ბული” დააფინანსებს, რომელსაც ფინელ სუპერმრბოლთან ხანგრძლივი ურთიერთობა აინტერესებს. დიტრიხ მატეშიცის კომპანიისთვის, ”აისმენის” რალით გატაცების დაფინანსება იმის საწინდარი უნდა გახდეს, რომ ფ1-ში დაბრუნების შემთხვევაში, ის სწორედ ”რედ ბულის” წევრი გახდება.
ცნობისათვის, ავსტრალიელ მარკ უებერს ”რედ ბულთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის შემდეგ უმთავრდება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ, მის ადგილზე სწორედ რაიკონენს მიიწვევენ.
ჰამილტონს და ბატონს მეტოქეობაში ხელს არ შეუშლიან
Whitmarsh: Driver rivalry good for team
29 ნოემბერი”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში აცხადებს, რომ მომავალ სეზონში, ლუის ჰამილტონს და ჯენსონ ბატონს ერთმანეთტან პაექრობაში ხელს არავინ შეუშლის. თუმცა, ამ მეტოქეობის დროს მთავარი პირობა ურთიერთპატივისცემა იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორი მსოფლიო ჩემპიონის ყოლა გუნდს პრობლემებს შეუქმნის. ჯერ ერთი, ჰამილტონიც და ბატონიც ამბიციური პილოტები არიან და თქმა არ უნდა, პირველ პლანზე საკუთარ ინტერესებს დააყენებენ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ”მაკლარენის” ხელმძღვანელთა მთავარი ამოცანა კი ის იქნება, რომ ორი ჩემპიონის ნაყოფიერი თანამშრომლობა უზრუნველყოს.
ორი სუპერ ვარსკვლავის ერთ გუნდში ყოფნის სირთულეები ”მაკლარენმა” ორი წლის წინ გამოსცადა, როდესაც ფ1-ში ახალმოსულმა ჰამილტონმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს დაჩრდილვა შეძლო. ამან ორ პილოტს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბა, რასაც ესპანელის ”რენოში” ნაადრევად დაბრუნება მოჰყვა. თანაც, ალონსომ კარიც მაგრად გაიჯახუნა, რაც ”მაკლარენს” 100 მილიონი დოლარი დაუჯდა. რაც მთავარია, თანაგუნდელთა პაექრობით ყველაზე მეტად მათვე იზარალეს, ჩემპიონის ტიტული კი კიმი რაიკონენს დარჩა.
ჰამილტონსა და ბატონს შორის ურთიერთობა შეიძლება იმანაც გაამწვავოს, რომ პირველს მოქმედ ჩემპიონზე დაახლოებით 7 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტი ხელფასი ექნება. გაზეთ ”სანდი ექსპრესის” ინფორმაციით, ბატონის საბაზისო ხელფასი 8 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი შეიძლება დაემატოს.
ბატონს პრობლმას ერთი გარემოება შეუქმნის - როს ბრაუნმა მასთან კონტრაქტის ნაადრევად დასრულება არ ისურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონს თავის ახალ გუნდთან თანამშრომლობის უფლება 31 დეკემბრის ჩათვლით არ აქვს. ამის გამო, როგორც ამბობენ, ”მაკლარენის” ინჟინრებს ბატონის ფოტოების გამოყენება უწევთ იმისათვის, რომ მანქანა მისი პარამეტრების შესაბამისად მოამზადონ.
მაგრამ, ამის მიუხედავად, ”მაკლარენის” საინჟინრო დეპარტამენტის შეფი პადი ლოუ, ვინც ახალი მანქანის (МР4-25) შექმნაზეა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება პრობლემებს არ ქმნის: ”ჯენსონი ლუისზე მაღალია, მაგრამ ჩვენ მის ფოტოებს ვიყენებთ. ძალიან გვინდა, რომ ჯენსონი მანქანაში თავს კომფორტულად გრძნობდეს”, - ამბობს ლოუ და დასძენს, რომ ახალი მანქანა ჰამილტონის პარამეტრების შესაბამისად არ იქმნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნეიტრალური მანქანა შევქმნათო.
”მთავარი სხვა რამაა. თუ სწრაფ მანქანას დავამზადებთ, მაშინ ორივე კარგ შედეგებს აჩვენებს. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ჩვენი კონსტრუქტორების მიზანიც ისაა, რომ სწრაფი მანქანა შევქმნათ და არა ისეთი, რომელიც რომელიმეს პარამეტრების და სტილის შესაფერისი იქნება”, - დასძენს ლოუ.
უიტმარშიც თავისი გუნდის მთავარ ამოცანად იმას მიიჩნევს, რომ ბატონმა თავი კომფორტულად იგრძნოს: ”ჩვენ ვეცდებით, მას ისეთი ატმოსფერო დავახვედროთ, რომ გუნდისგან მაქსიმუმი მიიღოს. ამ შემთხვევაში, ჩვენც მისგან მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, ორივე პილოტის მოთხოვნების შესრულებას შევძლებთ. ლუისიც და ჯენსონიც ჩემპიონები არიან და კარგად იციან გამარჯვების ფასი. დარწმუნებული ვარ, ისინი გამარჯვებებისთვის იქნებიან მოართულნი და ერთმანეთტან პაექრობაში, უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე კონკურენციის გარეშე”.
”ჩემი საქმე კი ისაა, რომ მათი კონკურენცია გუნდის სასარგებლოდ გამოვიყენო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ”მაკლარენში” ორი ასეთი ძლიერი პილოტი გვყავს, რომლებმაც კარგად იციან გუნდური მუშაობის დადებითი მხარეები. მე მათი სპორტული ინსტინქტების მართვა მომიწევს. ისინი აქ იმისთვის არიან, რომ პირველობისთვის იბრძოლონ. ჩემგან კი ერთადერთ ინსტრუქციას მიიღებენ - ნებისმიერ შემთხვევაში, ტრასაზე ერთმანეთის პატივისცემა უნდა იქონიონ. დანარჩენი კი მათზეა დამოკიდებული”.

Saturday, November 28, 2009

ფორს ინდიამ” სუტილი და ლიუცი დაიტოვა
Force India retains Sutil and Liuzzi
28 ნოემბერიფორმულა 1-ის ინდურმა გუნდმა ”ფორს ინდიამ” გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც მისი პილოტები გერმანელი ადრიან სუტილი და იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი იქნებიან. ამგვარად, სილვერსტოუნში ბაზირებულ გუნდში სუტილი ზედიზედ მეოთხე სეზონს გაატარებს, ლიუცისთვის კი 2007 წლის შემდეგ, ეს პირველი სრული სეზონი იქნება.
”მოხარულნი ვართ იმით, რომ ადრიანი და ტონიო ისევ ჩვენთან იქნებიან. ჩვენთვის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გუნდის განვითარების ერთ-ერთი პირობაა. ჩვენ პირველად შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ არამარტო პილოტები, არამედ ძრავიც და გუნდის მმართველი შემდაგენლობაც. მჯერა, რომ ამ სტაბილურობით, ჩვენ შესანიშნავ პლატფორმას ვქმნით გუნდის წინსვლისთვის”, - განაცხადა ”ფორს ინდიას” შეფმა ვიჯეი მალიამ.
სუტილის თქმით, ”ფორს ინდია” მისთვის მეორე ოჯახად იქცა. ”როდესაც თავს თავისუფლად გრძნობ, მაშინ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ტრასაზე ავლენ. ახალ სეზონში მუდმივად ქულებისთვის ბრძოლას ვაპირებ და ხანდახან კვარცხლბეკზე ასასვლელადაც ვიბრძოლებ. გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება და იმედი მაქვს, მერმის უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე გასულ სეზონში”, - ამბობს სუტილი.
ლიუცი ბოლო ორ სეზონში ”ფორს ინდიას” ტესტ და სარეზერვო პილოტი იყო. გასული სეზონის ბოლო ხუთ ეტაპზე, მან ”ფერარიში” გადასული იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელა შეცვალა. ახლა კი ბედნიერია იმით, რომ ”ფორს ინდიას” სრულფასოვანი პილოტი იქნება.
”ის ხუთი რბოლა, რომლებშიც ამ სეზონში მივიღე მონაწილეობა, ჩემთვის მოთელვასავით იყო. ამ სეზონში საკმაოდ ძლიერები ვიყავით. და თუ ფორმის შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ მერმის კარგი სეზონი გვექნება. ქულებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, უფრო მეტზე კი მერე ვიფიქრებთ”, - ამბობს ლიუცი.
გუნდმა ასევე გამოაცხადა, რომ მესამე პილოტის ვინაობას ახალგაზრდა პილოტების ტესტირების შემდეგ გამოაცხადებს.
”ფოლკსვაგენი” ფორმულა 1-ით დაინტერესდა
VW considering F1 engine supply
28 ნოემბერი”ფოკსვაგენის” ხელმძღვანელობა ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლად დებიუტის შესაძლებლობას განიხილავს. თუ პროექტს მწვანე შუქი აენთო, ავტომწარმოებელს, რომელმაც ამ წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, დიდი პრიზების ცირკში 2012 წლიდან ვიხილავთ.
2012 წლიდან ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება და ვოლფსბურგში მიაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო სასტარტო მომენტი იქნება, რადგან ძრავების ყველა მწარმოებელი მეტნაკლებად თანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდება.
იმ დროს, როდესაც ფორმულა ერთი სამმა დიდმა კომპანიამ - ”ჰონდამ”, ”ბეემვემ” და ”ტოიოტამ” დატოვა და ჯერაც არაა ”რენოს” მომავალი, ”ფოლკსვაგენში” თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ფასეული ხდება. ჰერმანულ კონცერნში მიაჩნიათ, რომ წესების ცვლილება სპორტის ამ სახეობას სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას მისცემს.
რამდენიმე წლის წინ, კულუარებში ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ”ფოლკსვაგენი” ”რედ ბულის” გუნდის შეძენას აპირებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რამდენიმე თვის წინ, გერმანული კონცერნის სპორტული განყოფილების წარმომადგენელი, წარსულში ფორმულა 1-ის პილოტი ჰანს-იოახიმ შტუკი ამბობდა, რომ დიდი კომპანიებისთვის უმჯობესი და ხელსაყრელი იქნება, თუ ისინი აქცენტს არა საკუთარი გუნდების ყოლაზე, არამედ არსებული გუნდების ძრავებით მომარაგებაზე გააკეთებენ.
უფრო მეტიც: ”გამორიცხულია, იყო მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი და ფ1-ზე არ იფიქრო. მაგრამ 2012 წლამდე ჩვენთვის ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ჩვენ ინოვაციებისთვის მზად ვართ, ფ1 კი მოტორსპორტის კენწეროა. ორი წლის წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ”ფოლკსვაგენი” ”რედ ბულის” გუნდის შეძენას აპირებდა. მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა. რატომ უნდა დავუკავშირდეთ მხოლოდ ერთ გუნდს, როდესაც რამდენიმესთან ერთდროულად თანამშრომლობა შეგვიძლია?
”დავუშვათ, ვიყიდეთ ”რედ ბული”, ედრიან ნიუიმ (რედ ბულის ტექნიკური დირექტორი) კი გადაწყვიტა, რომ თავისი მომავალი თვითმფრინავებს, ან თევზაობას დაუკავშიროს. გუნდი უცებ დასუსტდება. ”ბეემვეს” მაგალითი ავიღოთ. მათ მრავალი მილიონი დოლარი აეროდინამიკურ მილზე და სუპერკომპიუტერზე დახარჯეს, მაგრამ დღეს თამაშიდან გავიდნენ. გაცილებით მარტივია ძრავების კეთება და გუნდებისთვის მიწოდება. სარეკლამო ეფექტი კი იგივე რჩება”, - ამბობს შტუკი.
მისი თქმით, ფორმულა 1-ის გუნდების რაოდენობის ზრდა და ფასების შემცირებაზე ზრუნვა ის ორი ძირითადი პირობაა, რამაც სპორტის ეს სახეობა ”ფოლკსვაგენის” ყურადღების არეში მოაქცია.
”დღეს ფორმულა ერთმა სწორი მიმართულებით განვითარება დაიწყო. ის ბევრმა ავტომწარმოებელმა დატოვა. და ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან არავინ იცოდა, რამდენი ხნით აპირებდნენ ისინი დარჩენას. მათ ურჩევნიათ, საკუთარი შესაძლებლობები ძრავების წარმოებაზე მიმართონ.
”ახლა ფორმულა 1 ისეთივე ხდება, როგორიც ჩემი პილოტობისას იყო. მაშინ ჩემპიონატში ”მარჩი”, ”ლოტუსი” მონაწილეობდნენ, გუნდების უმეტესობა კი ”კოსუორტის” ძრავებს იყენებდა. მერე ”რენო” გამოჩნდა. ბოლო შვიდი წელია, ფ1-თან ახლო შეხება მაქვს და საკუთარ თავს ყოველთვის ვუსვამ კითხვას - რა იქნება, თუ სტარტზე 20-ის ნაცვლად 30 მანქანა დადგება? ახლა სწორედ აქეთ მივდივართ. მომავალ სეზონში ჩემპიონატს სამი ახალი გუნდი ეყოლება და თუ რეგლამენტში გლობალური ძრავის წესსაც შეიტანენ, არ გამოვრიცხავ, რომ გუნდების რაოდნეობა 30-მდეც გაიზარდოს”.
”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი კომპანიები სხვადასხვა სარბოლ სერიებში წარმატებით მონაწილეობენ. მაგალითად, ”აუდი” უკვე რამდენიმე წელია, ლე მანის 24-საათიან რბოლებში პირველობას არავის უთმობს. ”ფოლკსვაგენმა” წელს დაკარის რალი-მარათონი მოიგო, ესპანური სეატი კი ბოლო ორი წელია, ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) გამარჯვებული ხდება. ”ფოლკსვაგენის” ძრავები ბრიტანულ და გერმანულ ფორმულა 3-ში ბევრი გუნდი მონაწილეობს, ახლახანს კი, მაკაოს დიდი პრიზის გამარჯვებული სწორედ ვოლფსბურგული ძრავით აღჭურვილი ბოლიდი გახდა.
”ბეემვე” პეტერ ზაუბერს გუნდს უბრუნებს
BMW sells F1 team back to Peter Sauber
28 ნოემბერიგერმანული კომპანია ”ბეემვე” თანახმაა, თავისი ფორმულა 1-ის გუნდი შვეიცარიელ პეტერ ზაუბერს უკან მიჰყიდოს, ოღონდ ამისათვის მთავარი პირობა ისაა, რომ ზაუბერის საჯინიბო ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.
იმავდროულად, გაუქმებულად გამოცხადდა შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფ ”ქადბაკთან” მიღწეული წინასწარი შეთანხმება, რომლის შესახებაც, ბავარიულმა კომპანიამ სექტემბერში გამოაცხადა.
პეტერ ზაუბერმა, თავისი გვარის მატარებელი გუნდი 1993 წელს ჩამოაყალიბა, ხუთი წლის წინ კი ის ”ბეემვეს” მიჰყიდა. თავად გუნდის მინორულ აქციონერად დარჩა, თუმცა მის მართვაში აღარ მონაწილეობდა.
”ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ამით, ფაქტობრივად, გუნდს გადავარჩენთ. პეტერ ზაუბერთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. გვინდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის, მას და მთელ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადოთ და წარმატებები ვუსურვოთ”, - ნათქვამია ”ბეემვეს” მმართველთა საბჭოს წევრის, დოქტორ კლაუს დრეგერის განცხადებაში.
გარიგებით კმაყოფილია ზაუბერიც: ”ამ გადაწყვეტილებამ შვება მომგვარა. ეს ნიშნავს, რომ ჰინვილის ბაზის და სამუშაო ადგილების უმეტესობის შენარჩუნებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, ახალ გუნდს ფორმულა 1-ში კარგი მომავალი აქვს, რადგან ჩვენი სპეციალისტები ძალიან გამოცდილები და კომპეტენტურები არიან. ჩემთვის კი ფ1-ში დაბრუნება ახალი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით ვღებულობ. იმავდროულად, მინდა ”ბეემვეს” დიდი მადლობა გადავუხადო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც კომპანიამ ამ ოთხი წლის განმავლობაში გასწია”.
”ზაუბერში” დღეს 388 მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს, თუმცა მალე მათი რაოდენობა 250-მდე შემცირდება.
იმავდროულად, ჯერ გადაწყვეტილი არაა, მიიღებს თუ არა შვეიცარიული გუნდი მონაწილეობას მომავალი წლის ჩემპიონატში. ეს დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა ”ტოიოტას” შთამომავალი. თუ დარჩება, ”ზაუბერი” თამაშგარეში აღმოჩნდება და პეტერ ზაუბერსა და ”ბეემვეს” შორის მიღწეული წინასწარი გარიგებაც შეუსრულებელი დარჩება.

Thursday, November 26, 2009

”მერსედესის” ძრავები ყველაზე ძლიერია

F1 engines

26 ნოემბერი

გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” ფორმულა 1-ის ძრავების პარამეტრების და ტექნიკური მახასიათებლების შედარებითი ანალიზი ჩაატარა, რისტ[ისაც, ამ საქმის მცოდნე გარე დამკვირვებლების და მეტოქე გუნდების ხელთ არსებული ინფორმაცია გამოიყენა.

შესწავლილ იქნა ტრასების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტომობილების სიჩქარეები, რისთვისაც გამოიყენეს თანამგზავრულ სისტემა ”ჯიპიეს-ის” მეშვეობით მიღებული ანათვალები. ასევე გამოიყენეს ძრავების ხმის რხევის სიხშირის მონაცემები, რომლებსაც ანათვლების აღებისას აფიქსირებდნენ.

კომპლექსური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გასულ სეზონში, თავის პარტნიორ გუნდებს საუკეთესო ძრავებით ”მერსედეს-ბენცი” ამარაგებდა. ყველაზე უარესი ძრავები ”ტოიოტას” აღმოაჩნდა, ყველაზე ეკონომიური კი ”რენოს” აგრეგატები იყო.

გერმანული ჟურნალის მიერ ჩატარებული დასკვნები თითქმის დაემთხვა გუნდების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, საუკეთესო და ყველაზე უარესი ძრავების სიმძლავრეებს შორის სხვაობა 18 ცხენის ძალა (ანუ, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის 2.5%) იყო. გუნდების მონაცემების მიხედვით, საუკეთესო ძრავებს ”მერსედესი” და ”ბეემვე” აწარმოებდნენ, უარესს კი - ”ტოიოტა” და ”რენო”. თეორიულად, ზემოთ ნახსენები განსხვავება წრეზე საშუალოდ 0.3 წამის მომცემია.

”ტოიოტა” და მისი პარტნიორი ”უილიამსი” ამ ჩამორჩენის კომპენსირებას სეზონის დასაწყისში ორმაგი დიფუზორის მეშვეობით ახერხებდნენ. საუკეთესო ძრავისა და ორმაგი დიფუზორის კომბინაცია კი ის ჯადოსნური გასაღები აღმოჩნდა, რომლითაც ”ბრაუნმა” სეზონის დასაწყისში უზარმაზარი უპირატესობა მოიპოვა და ამით, სეზონის ბოლოს ორმაგი ტრიუმფიც გაჩარხა.

იტალიის დიდ პრიზზე, პირველ ექვსეულში ”მერსედესის” ძრავებით მოასპარეზე ოთხი პილოტი მოხვდა, რის შემდეგაც კონკურენტ გუნდებს ”სამქიმიანი” ძრავების ლეგალურობასთან დაკავშირებით, კითხვები გაუჩნდათ. მაგრამ შემოწმებამ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები ვერ აღმოაჩინა.

არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ”რენოს” აგრეგატები ყველაზე ეკონომიურია, რისი მეშვეობითაც, ამ ძრავებით მოასპარეზე პილოტებს სხვებთან შედარებით, გვიანი პიტ სტოპების დაგეგმვის საშუალება ეძლეოდათ. უფრო კონკრეტულად, ერთიდაიგივე რაოდენობის საწვავით, ”რენოს” ძრავით აღჭურვილ ბოლიდებს სამი-ოთხი წრით მეტის გავლა შეუძლიათ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ახალ სეზონში, რბოლისას საწვავის შევსების აკრძალვის პირობებში, ეკონომიურობა ძრავების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება - ამის წყალობით, ”რენოს” ძრავიანი მანქანები სტარტზე უფრო ნაკლები საწვავით გავლენ და მათ ავზების უფრო მცირე მოცულობისა ექნებათ.

სხვათა შორის, გასულ სეზონში ყველაზე ხარჯიანი ძრავები ”ფერარის” ჰქონდა, რომლის აგრეგატებიც სიმძლავრით ”მერსედესისას” ბევრით არ ჩამორჩებოდა. სამაგიეროდ, გერმანულ ძრავებზე მეტ საწვავს მოიხმარდნენ.

დაბოლოს, ”კოსუორტის” ძრავების შესახებ. ამ აგრეგატებს მერმის ხუთი გუნდი გამოიყენებს. წინასწარი მონაცემებით, ინგლისური ფირმის აგრეგატების სიმძლავრე 770 ცხენის ძალას აღწევს, რაც თითქმის უტოლდება ”მერსედესის” აგრეგატების სიმძლავრეს. სამაგიეროდ, მათზე ხარჯიანია და ვინ იცის, რამდენად საიმედოა...

ძანარდი ტურიზმის მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს

Alex Zanardi

26 ნოემბერი

სახელოვანმა იტალიელმა მრბოლმა ალექს ძანარდიმ განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ტურიზმის კლასში მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC - უორლდ ტურინგ ცარ ჩემპიონშიპ) გამოსვლას.

კარტ-ის მსოფლიო სერიის ორგზის ჩემპიონი რვა წლის წინ, გერმანიის ლაუზიცრინგზე უმძიმეს ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც ორივე ფეხი დაკარგა. თუმცა, ამის მიუხედავად, რბოლებში მონაწილეობა გააგრძელა და ასე განსაჯეთ, ლაუზიცრინგზე კარტ-ის სპეციალურად ეკიპირებული ბოლიდითაც კი იასპარეზა. ბოლო წლებში, ძანარდი WTCC-ის სერიაში ”ბეემვეს” ავტომობილით ასპარეზობდა.

მაგრამ კრიზისის გამო, ბავარიულმა კომპანიამ თავისი სპორტული აქტივობანი მნიშვნელოვნად შეზღუდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე პილოტთა რაოდენობაც შეკვეცა. სამწუხაროდ, შემცირებულთა შორის ძანარდიც მოხვდა.

”გადავწყვიტე, რომ WTCC-ს აღარ დავუბრუნდები. რა თქმა უნდა, გული მწყდება, მაგრამ როდესაც ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება და შესაძლოა, ჩემთვის ახალი გამოწვევის მიღების დრო დგება”, - ამბობს ძანარდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში იტალიურ გუნდ ”როალ მოტორსპორტის” მანქანით ასპარეზობდა.

იგივე გუნდი სერია ”სუპერსტარშიც” გამოდის და გამორიცხული არაა, რომ ძანარდიც მაგ სერიაში გადავიდეს. სხვათა შორის, ”სუპერსტარში” ბოლო სამ სეზონში ჩემპიონი სწორედ ”როალ მოტორსპორტის” წევრი, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, იტალიელი ჯანი მორბიდელი გახდა.

1991-1994 და 1999 წლებში, ძანარდი ფორმულა 1-ში, ”ჯორდანის”, ”მინარდის”, ”ლოტუსის” და ”უილიამსის” მანქანებით ასპარეზობდა, მაგრამ 44 რბოლაში არანაირი მიღწევა არ ჰქონია. სამაგიეროდ, კარტ-ის მსოფლიო სერიაში ორჯერ გახდა ჩემპიონიინელი ავარია კი 2001 წელს მოუვიდა. ცოტა ხნის წინ, მან ლონდონის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზონის სურვილიც გამოთქვა.

Wednesday, November 25, 2009

ჰირვონენი: რაიკონენს დრო დასჭირდება

Hirvonen: Raikkonen would need time

25 ნოემბერი

რალიში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ფინელი მიკო ჰირვონენი ეჭვობს, რომ კიმი რაიკონენი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტისთანავე წარმატებას ვერ მიაღწევს.

ფორმულა მსოფლიო ჩემპიონატის 1-ის 2007 წლის გამარჯვებული რაიკონენი ერთწლიანი შვებულების აღებას და თავისი შესაძლებლობების რალიში მოსინჯვას აპირებს. ეს კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ”ფერარის” ნაადრევად დატოვების შემდეგ, ”მაკლარენთან” კონტრაქტი ვერ გააფორმა.

რაიკონენი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში იასპარეზებს, თუ კონკურენტუნარიან გუნდში მიიღებს ადგილს. მას თავისთან გადასვლა ”მერსედესმა” შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს, ”აისმენს” გერმანული გუნდის კონკურენტუნარიანობისა არ სჯერა.

რალით კი ის დიდი ხანია, რაც დაინტერესდა. ხშირად იმეორებს, რომ ფ1-დან წასვლის შემდეგ, ავტომებოლის კარიერას რალიში გააგრძელებს. გასულ სეზონში, როცა ფორმულა 1-ს დიდი დასვენება ჰქონდა, რაიკონენმა ფინეთის რალიზე იასპარეზა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი იყო. მაგრამ ”სუპერ 2000” კლასის ავტომობილზე იჯდა და ბევრი არაფრისთვის მიუღწევია. ბოლოს კი ასპარეზობა ავარიით დაასრულა.

ჰირვონენი ამბობს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მუდმივად მოასპარეზე მრბოლებს რაიკონენთან შედარებით, რთული სპეცმონაკვეთების გავლის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, რითაც იგივე ”აისმენი” ვერ დაიკვეხნის.

”რა თქმა უნდა, კიმი ძალიან სწრაფია და სარბოლ რეჟიმში მანქანის მართვასთან დაკავშირებით, პრობლემები არ ექნება. მაგრამ რალის სხვა სპეციფიკა აქვს და ტრასაზე მარტოდ გასულს, პრობლრმრბი შეექმნება. რალის მრბოლებს მასთან შედარებით დიდი გამოცდილება გვაქვს. ესეც რომ არა, ყველა ტრასა მისთვის უცნობია, როცა ჩვენ ისინი გატკეპნილი გვაქვს. პირადად მე, კიმის წარმატება წარმოუდგენლად მეჩვენება. პირველ სეზონში მაინც”, - ამბობს ჰირვონენი.

ჰირვონენს ეთანხმება მისი მენეჯერი ტიმო იოუკი, ვინც ცნობილია, როგორც იუჰა კანკუნენის, ტომი მაკინენის, ტონი გარდემაისტერის და იარი-მატი ლატვალას მენეჯერი. მისი თქმით, რაიკონენს დრო დასჭირდება, რათა რალის სპეციფიკას შეეჩვიოს.

”კიმი მართლაც ძალიან ნიჭიერი პილოტია. არ მახსოვს ფორმულა 1-ის სხვა პილოტი, რალის მანქანა ასე კარგად რომ ემართოს. მაგრამ მეორე მხრივ, რალიში წარმატებას რომ მიაღწიო, უზარმაზარი გამოცდილება გჭირდება. ამიტომ, კიმის პირველ სეზონში რაიმეს იმედი არ უნდა ჰქონდეს”, - ამბობს იოუკი.

ჰირვონენი კი დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაიკონენს მერმის ალბათ მაინც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ. ის არც იმას გამორიცხავს, რომ კიმიმ რალის ჩემპიონატის ყველა ეტაპზე იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ ჰირვონენის მთავარმა მეტოქემ და ერთადერთმა მძლეველმა გასულ სეზონში, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ფორმულა 1-ის და GP2-ის სერიის ბოლიდებსაც გაუსინჯა გემო და ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც იასპარეზა. მაგრამ რალის ფინელი მრბოლი მის მიბაძვას არ აპირებს.

”მე სატრეკო რბოლები არ მაინტერესებს. შესაძლოა, ოდესმე ისტორიული მანქანების რალიზე, ან რალი რეიდებზე ვიასპარეზო. მაგალითად, ლონდონი-მექსიკოს რალიზე. იქნებ, რალი ქროსშიც მოვსინჯო ძალა, მაგრამ ტრეკის რბოლები, როგორებიცაა DTM (გერმანიის ჩემპიონატი ტურიზმის კლასში) და WTCC (მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის კლასში) არ მაინტერესებს”, - დასძენს ჰირვონენი.

Tuesday, November 24, 2009

ჰაუგი შუმახერის დაბრუნებას არ გამორიცხავს

Haug refuses to rule out Schumacher

24 ნოემბერი

”მერსედეს მოტორშპორტის” შეფმა ნორბერტ ჰაუგმა უარი განაცხადა იმ ინფორმაციის უარყოფაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალ სეზონში გერმანული გუნდის მანქანით მიხაელ შუმახერი იასპარეზებს. თუმცა, იმავდროულად, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ”მედიის ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი”.

”მიხაელი შეიძლებოდა შარშან დაბრუნებულიყო და ამას ”ფერარისთვის” გააკეთებდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ახალი კარიერის დაწყებას არ აპირებს”, - განაცხადა ბრაუნმა (სურათზე შუმახერთან ერთად).

”ვფიქრობ, ამ ჭორებთან შეგუება მოგვიწევს. რაც როსმა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, ის გასათვალისწინებელია. კარგად მესმის, სანამ მეორე პილოტის ვინაობას გამოვაცხადებთ, ასეთ ჭორებს ყოველთვის გავიგებთ”, - განაცხადა ჰაუგმა.

კითხვაზე, კატეგორიულად ხომ არ უარყოფს შუმახერის დაბრუნების შესაძლებლობას, ჰაუგმა შემდეგი უპასუხა: ”განა ფორმულა 1-ში რაიმეს კატეგორიულად თქმა შეიძლება? როსმა ყველაფერი თქვა და მე ამაზე დასამატებელი არაფერი მაქვს”.

ამ თემაზე დაწვრილებით საუბრისგან თავს ”მერსედეს GP-ს” მთავარი აღმასრულებელი ნიკ ფრაიც იკავებს. ”ამ თემაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. აქ ახლა ნიკოს შესახებ ვსაუბრობთ. როსმა ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გაგცათ”. მანვე დასძინა, რომ მეორე პილოტის თაობაზე, ”მერსედესი” აჩქარებას არ აპირებს. მისი ვინაობა კი ალბათ, დეკემბერში გამოცხადდება.

”რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ ორივე პილოტს ერთდროულად გაგაცნობდით, მაგრამ ამჯერად ეს შეუძლებელია. ახლა დროში შეზღუდულები არ ვართ, მაგრამ თუ მეორე პილოტი შობის დღესასწაულამმდე არ გვეყოლება, ,ერე გადაწყვეტილების მიღება გაგვიძნელდება, რადგან ინჟინრებმა დროულად უნდა იცოდნენ პილოტის პარამეტრები. იმედი მაქვს, რომ მეორე პილოტის ვინაობა შობამდე გვეცოდინება”.

2010 წლის სეზონის რეგლამენტი

Formula 1 2010

24 ნოემბერი

მომავალი სეზონისთვის, ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც შარშანდელი. ძირითადი შეზღუდვები და აეროდინამიკის რეგლამენტი უცვლელია. მაგრამ მანქანები აუცილებლად შეიცვლება, რადგან ახალი სეზონიდან, რბოლის დროს საწვავის შევსება იკრძალება, რაც ავზების მოცულობის ზრდას და მანქანების ბაზის შეცვლას გამოიწვევს. ასევე იცვლება წინა საბურავების ზომები.
შეგახსენებთ, რომ სლიკის ტიპის საბურავების გამოყენება შარშანდელს მერეა დაშვებული. მაგრამ ერთი წლის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საბურავების ზომები უცვლელად დაეტოვებინა. ამან კი გუნდებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

კერძოდ, პირველივე ტესტებზე გამოჩნდა, რომ წინა საბურავები უკანაზე გაცილებით უკეთ იჭერდა გზას. მაგრამ სეზონის წინ, რეგლამენტის შეცვლა არ გამოდიოდა, რის გამოც, გუნდებს პრობლემის გზადაგზა მოგვარებამ მოუწიათ. ისინი პრობლემის მოგვარებას წონის გადანაწილებით ცდილობდნენ, მაგრამ ამით მიზანს ყოველთვის ვერ აღწევდნენ.

ახალი სეზონიდან, წინა საბურავების სიგანე შემცირდება, რის შემდეგაც, წინა და უკანა საბურავებს შორის დატვირთვა უფრო თანაბრად განაწილდება. თუმცა, გუნდებს აეროდინამიკის შეცვლაზე მუშაობა მაინც მოუწევთ - სიგანის შემცირების გამო, წინა საბურავის ირგვლივ მოძრავი ჰაერის ნაკადის საგრძნობლად შეიცვლება.

საწვავის შევსების აკრძალვა ორი მიზეზითაა გამოწვეული. ჯერ ერთი, ასე ბოქსებში ვიზიტები გაცილებით უსაფრთხო გახდება. მეორეც, ნაკლები იქნება ტაქტიკური ბრძოლა და პილოტებს გაცილებით თანაბარ პირობებში მოუწევთ ასპარეზობა. ამასთან, მათ ძრავის და საბურავების გაფრთხილებაც დასწირდებათ.

რას შეცვლის ეს? პირველ რიგში იმას, რომ სტარტზე მანქანები დაახლოებით 100 კილოგრამით მძიმე იქნება. მათ წონებს შორის სხვაობა კი მინიმუმზე დავა. ასე რომ, სიმსუბუქის გამო უპირატესობას ვეღარავინ მიიღებს. შესაბამისად, საბურავებსაც დაახლოებით ერთდროულად შეცვლიან. რაც მთავარია, წინა პლანზე გადმოიწევს პილოტების ოსტატობა!

ახალ სეზონში ასევე იკრძალება ბორბლების ხუფების გამოყენებაც. ასეთი ხუფები პირველად ”ფერარიმ” გამოიყენა 2006 წელს. მაშინ ასეთი აეროდინამიკური ელემენტის გამოყენებამ ბევრი ეჭვი დაბადა, მაგრამ FIA-მ ამას წაუყრუა და სულ მალე, იგივე ხუფები სხვა გუნდების მანქანებზეც გამოჩნდა.

ერთი შეხედვით, ამ ხუფებს რა ხეირი უნდა მოეტანა, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. ჯერ ერთი, მათი მეშვეობით, სამუხრუჭე სისტემის გაგრილება უმჯობესდებოდა. მეორეც, მცირდებოდა საბურავების ჰაერისადმი წინააღმდეგობა და ჰაერის ნაკადიც უფრო მოწესრიგებულად უვლიდა მათ გარშემო. ამის შედეგი კი წრეზე მოგებული საშუალოდ ორი მეათედი წამი იყო.

წელს კი გაირკვა, რომ ბორბლრბის ხუფების წყალობით, წინ მიმავალი მანქანა მდევარს ჰაერის არასასურველ ნაკადს უტოვებდა, რაც ისედაც ძნელ გასწრებას კიდევ უფრო ართულებდა. მოკლედ, გუნდებმა ამ ხუფების აკრძალვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

იცვლება კვალიფიკაციის ფორმატიც. ამის მთავარი მიზეზი გუნდების რაოდენობის ზრდა და რბოლისას საწვავის შევსების აკრძალვაა.

კვალიფიკაციის პირველი სესია 20 წუთს გაგრძელდება და მისი შედეგების შესაბამისად, რვა ყველაზე ნელი მანქანა ასპარეზობას აღარ გააგრძელებს. დანარჩენი ყველა შედეგი კი ანულირდება.

მეორე სესია 15 წუთს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 18 მანქანა მიიღებს. აქედან 8 ყველაზე ნელი ასპარეზობას შეწყვეტს, დანარჩენი ათის შედეგი კი უქმდება.

მესამე სესია 10-წუთიანია. მის მონაწილე პილოტებს დაცლილი ავზებით ასპარეზობის უფლება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციაზე ტაქტიკურ ბრძოლებს ადგილი აღარ ექნება. სამაგიეროდ, რბოლის წინ, მათ საწვავის ჩასხმის უფლება მიეცემათ.

რა თქმა უნდა, აზრი დაეკარგება რბოლის წინ მანქანების წონების გამოქვეყნებას - ყველა მეტნაკლებად თანაბარი სიმძიმისა იქნება.

სიახლე ეხება სისტემა კერს-ის გამოყენებასაც და ეს სიახლეც გუნდებმა შეთანხმებით შემოიღეს. ფორმალურად, რეგლამენტი არ კრძალავს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის გამოყენებას. მაგრამ გუნდებმა მოილაპარაკეს, რომ მერმის მას არ გამოიყენებენ. მაგრამ ამის მიუხედავად, მანქანების მინიმალური წონა მაინც გაიზარდა.

მომავალი სეზონიდან, სარბოლი უქმეების ნებისმიერ დროს, მანქანის წონა არ უნდა იყოს 620 კილოგრამზე ნაკლები. წონის გეგმიური, სავალდებულო შემოწმება სარბოლი უქმეების დაწყებამდე, ტექნიკური კონტროლის დროს ხდება. ასევე შესაძლებელია მანქანების შემთხვევითი შემოწმებებიც. რბოლის შემდეგ კი აონვა ისევ სავალდებულოა.

Monday, November 23, 2009

როსბერგი ”მერსედესის” პილოტი გახდა

Rosberg to race for Mercedes F1 team

23 ნოემბერი

გერმანელი ნიკო როსბერგი მომავალ სეზონში, ”მერსედეს-ბენცის” მანქანით იასპარეზებს. გუნდი, რომელიც გასულ სეზონში ”ბრაუნის” სახელით ასპარეზობდა და ორივე ტიტული მოიპოვა, ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ”მაკლარენთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, პილოტის გარეშე დარჩა. და აი, პირველი ვაკანსია (რომელიც გუნდიდან რუბენს ბარიკელოს გაშვებით წარმოიქმნა) უკვე შევსებულია და როგორც მოსალოდნელი იყო, ის როსბერგმა დაიკავა.

როსბერგმა წინა ოთხი სეზონი ”უილიამსში” გაატარა. 70 რბოლაში მას ერთი გამარჯვებაც არ აქვს მოპოვებული, გასული ჩემპიონატი კი მე-7 ადგილზე დაასრულა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, ფინელი კეკე როსბერგის 24 შვილის საუკეთესო შედეგი, 2008 წელს, სინგაპურის დიდ პრიზზე დაკავებული მეორე ადგილია.

”ძალიან მიხარია, რომ ”ვერცხლისფერი ისრების” თავიდან დაბადების ერთ-ერთი მონაწილე ვხდები, როგორც მისი პილოტი. ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ და მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც მანქანის ტესტირების საშუალება მომეცემა და როდესაც მას მომავალი სეზონის პირველ რბოლაზე, ბაჰრეინში გამოვიყვან”, - განაცხადა როსბერგმა.

”ნიკო ძალიან ნიჭიერი მრბოლია და მას ამ ოთხი წლის განმავლობაში, დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ასე რომ, ის ჩვენი პარტნიორობის დასაწყისშივე შეძლებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას. მე მამამისთან მუშაობის ბედნიერება მქონდა, როცა ის ფორმულა ერთში გამოდიოდა და მჯერა, რომ ნიკო მის კვალს გაჰყვება”, - განაცხადა როს ბრაუნმა.

”მერსედესს” ჯერ მეორე პილორის ვინაობა არ გამოუცხადებია. მსოფლიო პრესაში გავრცელდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ ვაკანსიას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი შეავსებს. მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელი ვარაუდია. ასევე არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მეორე პილოტი კიმი რაიკონენი გახდება, თუმცა ეს უკანასკნელი ალბათ მერმის ფ1-სგან დაისვენებს და თავის ძალებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავს. ყველაზე რეალური კი ისაა, რომ როსბერგის თანაგუნდელად გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი ვიხილოთ.

შუმახერთან დაკავშირებულ ჭორებზე, ”მერსედეს მოტორშპორტის” შეფმა ნორბერტ ჰაუგმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველა პილოტთან, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, აქვს შეთანხმება, რის მიხედვითაც, მათი გვარების დასახელებისგან თავის შეკავება უწევს. მან ასევე უკომენტაროდ დატოვა კითხვა, რომელიც გერმანელი ადრიან სუტილის ”ფორს ინდიადან” ”,ერსედესში” შესაძლო გადასვლას შეეხებოდა.

ბატონი რობი უილიამსისგან სასახლეს შეიძენს

Jenson Button

23 ნოემბერი

ბრიტანული პრესა გვაუწყებს, რომ შესაძლოა, მალე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა, ინგლისის სამხრეთ დასავლეთში, კერძოდ კი უილტშირის საგრაფოში, სასახლე შეიძინოს.

სასახლე სახელად კომპტონ ბასეტ ჰაუსი, მე-18 საუკუნეშია აშენებული, თუმცა ამჟამად, თანამედროვედაა გაფორმებული და სათავსოებიც თანამედროვე აღჭურვილობითაა. ასე განსაჯეთ, მის შემოგარენს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და ბალახისსაფარიანი საჩოგბურთო კორტიც კი აქვს.

შარშან თებერვალში, ის ბრიტანელმა პოპ მომღერალმა რობი უილიამსმა შეიძინა, რომელსაც გარიგება 8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ მომღერლის მეუღლე აიდა ფილდი კალიფორნიიდან მოშორებით დიდხანს ვერ ძლებს და ამიტომ, რობმაც სანუკვარი სასახლის გაყიდვა გადაწყვიტა.

მაგრამ ბატონი კომპტონ ბასეტ ჰაუსში მხოლოდ 6.6 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ავტომრბოლს სახლები მონაკოსა და ლონდონში გააჩნია. ასევე მის მფლობელობაშია ვილა ბაჰრეინში.

Friday, November 20, 2009

რაიკონენს ”მერსედესში” გადასვლა შეუძლია
Raikkonen would consider Mercedes
20 ნოემბერიმას შემდეგ, რაც ”მერსედეს-ბენცმა” გასული სეზონის ტრიუმფატორი გუნდი - ”ბრაუნ GP” თავის კონტროლს დაუქვემდებარა, ”მერსედეს მოტორშპორტის” შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობის გამოცხადებისას, გამორიცხული არ იქნება სიურპრიზები.
ამას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერთნი ფიქრობენ, რომ სიურპრიზში ჰაუგმა გუნდში მიხაელ შუმახერის მიწვევა იგულისხმა. მეორეთა აზრით კი გერმანული საჯინიბოს ფორმას კიმი რაიკონენი ჩაიცვამს. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ბრაზილიურმა ტელევიზია ”გლობომ” ივაჟკაცა, რომელმაც ჯერ გამოაცხადა, რომ რაიკონენმა ”მერსედესთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა, ცოტა ხანში კი ამ ინფორმაციას კიდევ ერთი სენსაცია მოაყოლა, რომლის მიხედვითაც, ფინელი პილოტი, მერმის ფ1-ის გარდა, რალის მსოფლიო ჩემპიონატშიც იასპარეზებს. თანაც, მას ”სიტროენის” საქარხნო გუნდში ვიხილავთ.
რაიკონენის სპეციალობის შეცვლას ადასტურებს მისი შტურმანი კაი ლინდსტრომი, ვისთან ერთადაც, ფინელი პილოტი რალის რბოლებში ასპარეზობს ხოლმე. ლინდსტრომის თქმით, მერმის რაიკონენი ფორმულა 1-ში არ იასპარეზებს. ფინელი შტურმანის თქმით, ის და კიმი მერმის ალბათ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ. ის ჯერ ვერ აზუსტებს, რომელი კომპანიის მანქანით აპირებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.
ჰაუგისგან განსხვავებით, პილოტების დასახელება არ ეჩქარება ”მერსედეს GP-ს” შეფ როს ბრაუნს”. ის ამბობს, რომ გუნდიდან ჯენსონ ბატონის წასვლის შემდეგ, საჩქარო არაფერია:
”ბატონის შემცვლელის ძებნის დაჩქარებას არ ვაპირებთ. ამ შემთხვევაში, სიჩქარე წინდაუხედაობა იქნება. ახლა შესაძლო კანდიდატების სიას შევადგენთ და მას ულმოდგინეთ გავაანალიზებთ. მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდში გამოჩენილიადგილი, ამჟამად ფ1-ში ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ვაკანსიაა”.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ”მერსედეს GP-ს” ერთ ვაკანსიას ნიკო როსბერგი შეავსებს, მის მეწყვილედ კი შტუტგარტელებს ნიკ ჰაიდფელდის მიწვევა სურთ. მაგრამ პილოტების ბაზარზე რაიკონენის გამოჩენამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს.
მითუმეტეს, ჰაუგი ამბობს, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ”მერსედეს GP-ს” კანდიდატთა სიაში შედის. ”კიმის ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს და მას დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლია”, - ამბობს ჰაუგი.
რაც შეეხება შუმახერზე გაჩენილ სენსაციურ ცნობებს, ამაზე ბრაუნი სიცილით ამბობს: ”მიხაელს ბოლოს რომ ველაპარაკე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ფ1-ში დიდხანს დიდი ხნით დაბრუნებას არ აპირებდა. უბრალოდ, მას ”ფერარისთვის” განსაკუთრებულ სიტუაციაში დახმარების სურვილი ამოძრავებდა. სულ ეს იყო და მეტი არაფერი”.
საუკეთესო ბრიტანული 10 წყვილი ერთ გუნდში
Britain's top 10 F1 driver pairings
20 ნოემბერი

მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის ”მაკლარენში” გადასვლით, ამ გუნდში ორმა ძლიერმა ინგლისელმა პილოტმა, მსოფლიოს ორმა ჩემპიონმა მოიყარა თავი.
ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” გაიხსენა ის საუკეთესო ბრიტანული წყვილები, რომლებსაც ერთ გუნდში უწევდათ გამოსვლა:

1. ჯიმ კლარკი და გრემ ჰილი (ლოტუსი, 1967-1968)
აქამდე ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ერთ გუნდში თავი ორმა ბრიტანელმა მსოფლიო ჩემპიონმა მოიყარა. ეს მართლაც უძლიერესი წყვილი იყო, თუმცა თავის გამოჩენაში მას ხშირად საკმაოდ არასაიმედო ”ლოტუს 49” უშლიდა ხელს. ერთად ჩატარებული 12 რბოლიდან, კლარკმა ხუთი მოიგო, ჰილმა - ერთი. მაგრამ 1968 წელს ჰილი (სურათზე კლარკის წინაა) ჩემპიონი გახდა (მეორედ) მას შემდეგ, რაც აპრილში, ფორმულა 2-ის რბოლისას, ჰოკენჰაიმში კლარკი დაიღუპა.2. სტირლინგ მოსი და ტონი ბრუკსი (ვენუოლი, 1957-1958)
სტატისტიკის მიხედვით, მოსმა და ბრუკსმა ყველაზე წარმატებული ბრიტანული წყვილი შეადგინა - ერთად ჩატარებული 14 რბოლიდან მათ 9 მოიგეს და მართალია, თავიანთ გუნდს კონსტრუქტორთა პირველობის პირველი თასი მოაპოვებინეს, მაგრამ პირადში ჩემპიონი ვერცერთი გახდა. იმავე პერიოდში, მათ მესამე თანაგუნდელიც - სტიუარტ0ლუის ევანსი ჰყავდათ, რომელმაც მხოლოდ ორჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.
3. ჯეკი სტიუარტი და გრემ ჰილი (BRM, 1965-1966)
1965 წელს ჩემპიონატში კლარკი დომინირებდა, ჰილმა და დებიუტანტმა სტიუარტმა (სურათზე) კი შესაბამისად, ჩემპიონატი მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულეს. სულ მათ ერთად 19 რბოლა ჩაატარეს და მათგან 4 მოიგეს. აქედან, ერთი სტიუარტის ანგარიშზეა, რომელმაც თავისი პირველი გამარჯვება მონცას ავტოდრომზე მოიპოვა.
4. მაიკ ჰოტორნი და პიტერ კოლინზი (ფერარი, 1957-1958)
”მონ ამი” თანაგუნდელებმა ერთად 13 რბოლა ჩაატარეს, რომელთაგან მხოლოდ ორი მოიგეს და 20-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდნენ. 1958 წელს, ნურბურგრინგზე 28 წლის კოლინზი დაიღუპა, ჰოტორნმა კი სამი რბოლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და კარიერაც დაასრულა. მაგრამ, სამი თვის შემდეგ, საგზაო ავარიაში ისიც დაიღუპა. ეს ყველაზე მეგობრული და ამავე დროს, ყველაზე ტრაგიკული ბრიტანული წყვილია.
5. დეიმონ ჰილი და დევიდ კულტჰარდი (უილიამსი, 1994-1995)
კულტჰარდი გუნდში მას შემდეგ მივიდა, რაც იმოლაზე ასპარეზობისას, აირტონ სენა დაიღუპა.
დებიუტანტმა შოტლანდიელმა იმავე სეზონში ხუთი პოული მოიგო, თუმცა გაცილებით სტაბილური ჰილი იყო, რომელსაც ტიტულის მოპოვებაში ხელი მიხაელ შუმახერის მუხანათურად დაჯახებამ შეუშალა. ორ სეზონში ჩატარებული 25 რბოლიდან კი ჰილმა 10 რბოლა მოიგო, მისმა თანაგუნდელმა კი მხოლოდ ერთი. ორივე სეზონში ჩემპიონი შუმახერი გახდა.

...

...გაგრძელება
6. დეიმონ ჰილი და ნაიჯელ მენსელი (უილიამსი, 1994)
ისინი ერთ გუნდში ცოტა ხანს იყვნენ. პირველად საფრანგეთის დიდ პრიზზე, სეზონის მიწურულს კი სამ ეტაპზე, რომელთაგან ბოლო - ავსტრალიური რბოლა მენსელის (სურათზე) გამარჯვებით დასრულდა. ეს მისი კარიერის ბოლო, 31-3 გამარჯვებაა.

7. ჯიმ კლარკი და აინეს აირლენდი (ლოტუსი, 1960-1961)
კლარკი ამომავალი ვარსკვლავი იყო, ამ წყვილზე კი დიდ იმედებს ამყარებდნენ. აირლენდმა (სურათზე ლეგენდარულ კოლინ ჩეპმენთან ერთად), ვინც ფ1-ში ერთი სეზონით ადრე გამოჩნდა, 1961 წლის ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე - აშშ-ის დიდ პრიზზე, ”ლოტუსს” ფ1-ში პირველი გამარჯვება მოუპოვა. აულ კი ამ ორ სეზონში, მან და კლარკმა, ”ლოტუსის” ბოლიდებით, 14 რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.
8. ჯონი ჰერბერტი და ედი ირვინი (იაგუარი, 2000)
ბრიტანელებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს გუნდი ოდესმე ”ფერარის” სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, მაგრამ წამოწყება კრახით დასრულდა. წინა სეზონში, ირვინმა და ჰერბერტმა, სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობისას, ხუთი რბოლა მოიგეს, მაგრამ ”იაგუარი” მათი შესაფერისი გუნდი არ აღმოჩნდა. არც მანქანა იყო სწრაფი და გუნდსაც ორგანიზება საშინლად არ უვარგოდა. ირვინმა მონაკოში კვარცხლბეკისთვის იბრძოლა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონაკლისი აღმოჩნდა.
9. მარტინ ბრანდლი და მარკ ბლანდელი (ბრებჰემი, 1991 და ლიჟიე, 1993)
ამ ორ გუნდში ორმა ბრიტანელმა MB-მ ორი სხვადასხვა სეზონი გაატარა. ორივე გუნდი 15 წლით ადრე, მათ გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ 90-იანი წლბის დასაწყისში, ეს ორივე გუნდი კრიზისში იყო. ”ბრებჰემში” მათ რამდენიმე ქულას ძლივს მოუყარეს თავი, ორი წლის შემდეგ კი ისინი ერთად ფრანგულ გუნდში აღმოჩნდნენ. ”ლიჟიეს” ბოლიდით მათ კვარცხლბეკზე ასვლა სამჯერ შეძლეს, გუნდმა კი ჩემპიონატი მეხუთეზე დაასრულა.
10. ჯენსონ ბატონი და ენტონი დევიდსონი (BAR, 2005)
ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ორი ბრიტანელი ერთ გუნდში ღმოჩნდა. მალაიზიაში, თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, ტაკუმა სატოს სიცხემ აუწია და მისი ადგილი დევიდსონმა დაიკავა.
მათი ერთჯერადი თანაგუნდელობა კრახით მეორე წრეზევე დასრულდა, როცა ორივეს მანქანაზე მწყობრიდან ”ჰონდას” ძრავი გამოვიდა.
ფეტელი გუნდების ხელმძღვანელთა ფავორიტია
Teams bosses vote Vettel best '09 driver
20 ნოემბერისებასტიან ფეტელმა გასულ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა კი დათმო, მაგრამ სამაგიროდ, ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ფორმულა ერთის გუნდების ხელმძღვანელებმა, ის წლის საუკეთესო ავტომრბოლად დაასახელეს.
ქულათა დარიცხვა ამ კონკურსშიც ისეთივეა, როგორიც ფორმულა 1-ის რბოლებში: 10-8-6-5-4-3-2-1. თითოეულ გამოკითხულს რვა საუკეთესოს დასახელების საშუალება ჰქონდა. გამოკითხვის შეჯანების შემდეგ, ფეტელს ყველაზე მეტი - 76 ქულა აღმოაჩნდა და მან 9 ქულით აჯობა მსოფლიოს ახალ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს. მესამეზე მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გავიდა, ვინც ბატონს ორი ქულით ჩამორჩა.
რა თქმა უნდა, ფეტელი ნასიამოვნები დარჩა გუნდების ხელმძღვანელთა შეფასებებით, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ გამოკითხვაა და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ტრასაზე პირველობაა.
”ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი შესანიშნავი სეზონის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრი აღმასვლა და ჩავარდნა გვქონდა, საუკეთესოდ მაღიარეს. მაგრამ ეს ხმები ვერაფრით დამეხმარება იმაში, რომ მომავალ სეზონში, მსოფლიოს უსწრაფესი ტრასაზე გავხდე. ისევე როგორც წელს, ახალ სეზონშიც ბევრი რამ მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული და არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ ჩემზე სხვები”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ფეტელმა.
რა თქმა უნდა, ფტელის აღიარება ”რედ ბულის” შეფ ქრისტიან ჰორნერსაც ძლიერ ესიამოვნს: ”სებასტიანმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მჯერა, მას აქვს ყველა მონაცემი იმისა, რომ მომავალში მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. ხშირად გვავიწყდება, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ამის მიზეზი კი მისი პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობაა. მას მანქანასთან და ინჟინრებთან მუშაობა შეუძლია, შესანიშნავად ესმის ტექნიკა. ძალიან კარგია, რომ მისი ნიჭი ასე დაფასდა. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ”.

ჟურნალ ”ავტოსპორტის” პირველი ათეული
1. სებასტიან ფეტელი 76
2. ჯენსონ ბატონი 67
3. ლუის ჰამილტონი 65
4. ფერნანდო ალონსო 39
5. რუბენს ბარიკელო 35
6-7. კიმი რაიკონენი 30
6-7. მარკ უებერი 30
8. ფელიპე მასა 19
9. რობერტ კუბიცა 10
10. ადრიან სუტილი 8

Wednesday, November 18, 2009

ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები
Formula One lineups for 2010
18 ნოემბერიმერსედეს-ბენცი
ნიკო როსბერგი (გერმანია) ?
ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია) ?

რედ ბული
სებასტიან ფეტელი (გერმანია)
მარკ უებერი (ავსტრალია)

მაკლარენი
ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)

ფერარი
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
ფელიპე მასა (ბრაზილია)

უილიამსი
რუბენს ბარიკელო (ბრაზილია)
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)

რენო
რობერტ კუბიცა (პოლონეთი)
ჯერჯერობით დაუდგენელია

ფორს ინდია
ჯერჯერობით დაუდგენელია
ჯერჯერობით დაუდგენელია

ტორო როსო
სებასტიან ბუემი (შვეიცარია)
ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი) ?

კამპოს მეტა
ბრუნო სენა (ბრაზილია)
ჯერჯერობით დაუდგენელია

მეინორ GP
ტიმო გლოკი (გერმანია)
ჯერჯერობით დაუდგენელია

U.S. F1
ჯერჯერობით დაუდგენელია
ჯერჯერობით დაუდგენელია

ლოტუს F1
იარნო ტრული ?
ჯერჯერობით დაუდგენელია

ზაუბერი ?
ჯერჯერობით დაუდგენელია
ჯერჯერობით დაუდგენელია
ბატონმა ”მაკლარენთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Button signs multi-year deal with McLaren
18 ნოემბერიეს უკვე ფაქტია - ჯენსონ ბატონი ”მაკლარენის” წევრი გახდა. ამგვარად, ინგლისური გუნდის ორივე ბოლიდით მომავალ სეზონში ჩემპიონები, მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონები იასპარეზებენ.
ჯერ კიდევ გასულ დეკემბერში, ბატონმა არც კი იცოდა, შეძლებდა, თუ არა ფორმულა ერთში თავისი კარიერის გაგრძელებას. დღეს კი ის მსოფლიო ჩემპიონიცაა და ფორმულა ერთის მეორე ყველაზე წარმატებულ საჯინიბოსთანაც მრავალწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
”ყოველთვის ძალიან ძნელია, როდესაც ტოვებ გუნდს, რომელშიც რამდენიმე სეზონი გაქვს გატარებული. მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით და გამოწვევებითაა სავსე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გამოწვევებს საკუთარ თავს უქმნი. მოკლედ, ჩემპიონის ტიტული ”ბრაუნთან” ერთად მოვიპოვე და ამას არასდროს დავივიწყებ. ”მაკლარენი” კი ჩვენს სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებულია. მე მას ბავშვობიდან ვქომაგობდი, ახლა კი, დაუჯერებელუა, მაგრამ მისი წევრი გავხდი”, - ამბობს ბატონი.
მოკლედ, 1989 წლის შემდეგ პირველად, ”მაკლარენს” ორივე ჩემპიონი პილოტი ეყოლება. ოცი წლის წინ, მისი ბოლიდებით აირტონ სენა და ალენ პროსტი ასპარეზობდნენ. 1968 წლის შემდეგ კი პირველად ხდება, რომ ერთ გუნდში ორი ბრიტანელი ჩემპიონი ჩემპიონი ხვდება, რომლებმაც თავიანთი ტიტულები წინა ორ სეზონში მოიპოვეს. 1968 წელს, ”ლოტუსში” თავი მოიყარეს ჯიმ კლარკმა და გრემ ჰილმა.
”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდში ორი საუკეთესო პილოტი გვყავდეს. მომავალ სეზონში, ჯენსონის და ლუისის სახით, ჩვენ უსწრაფესი პილოტები გვეყოლება. გარდა ამისა, ისინი სრულყოფილი, პროფესიონალი და მიზანმიმართული მრბოლებიც არიან. და მინდა აღვნიშნო, რომ ჯენსონის გადაწყვეტილება არანაირად არაა განპირობებული ფულით. ჩვენ მას იმდენივეს გადავუხდით, რამდენსაც სხვა ნებისმიერი გუნდიც გადაუხდიდა”, - ამბობს ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში.
ბატონის ხელფასის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მერმის 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 10 მილიონ დოლარს) მიიღებს. სამაგიეროდ, ახალ გუნდში მას კარიერაში ყველაზე რთული კონკურენცია ელის.
24 წლის ჰამილტონი ”მაკლარენის” გამოზრდილია და ფორმულა ერთში დებიუტისთანავე, ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაება, მომდევნო სეზონში კი ჩემპიონი გახდა. ბევრი თვლის, რომ ”მაკლარენში” გადასვლით, ბატონმა დიდი შეცდომა დაუშვა. კრიტიკოსთა შორის, ყველაზე ავტორიტეტული მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, შოტლანდიელი ჯეკი სტიუარტია.
”ვფიქრობ, ჯენსონმა შეცდომა დაუშვა. მას ჰამილტონთან პაექრობა ძალიან გაუჭირდება. მის ნაბიჯს შევაფასებდი, როგორც ლომების ბუნაგში შესვლას”, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა სტიუარტმა.
რაიკონენმა ერთწლიანი შვებულება აიღო
Raikkonen to take year out of Formula One
18 ნოემბერიკიმი რაიკონენი მომდევნო სეზონს გამოტოვებს. ამის შესახებ, დღეს მისმა მენეჯერმა, სტივ რობერტსონმა განაცხადა, რომლის თქმითაც, ფინელმა პილოტმა ”მაკლარენთან” შეთანხმებას ვერ მიაღწია.
”ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ - ან ”მაკლარენი”, ან არაფერი. კიმიმ და ”მაკლარენმა” შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ასე რომ, მომდევნო სეზონში ის ფორმულა 1-ში არ იასპარეზებს”, - ფინურ გაზეთ ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა რობერტსონმა.
ამგვარად, კიდევ უფრო გაიზარდა იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში, ”მაკლარენში” მსოფლიოს ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ვიხილავთ. ბატონს ”ბრაუნში” (ახლა უკვე მერსედეს-ბენცში) დარჩენა სურდა, მაგრამ იქ იმ ხელფასის მხოლოდ ნახევარს სთავაზობენ, რაც თვითონ მოითხოვა და ამიტომ, ”მაკლარენში” მისი გადასვლა რეალური გახდა. ბრიტანული ”დეილი მეილი” გვატყობინებს, რომ ბატონი და ”მაკლარენი” სამწლიან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.
რაიკონენმა ”მაკლარენში” ხუთი სეზონი გაატარა, 2006 წელს კი ”ფერარიში” გადავიდა, რომლის მანქანითაც 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, სწორედ ”მაკლარენის” პილოტებთან - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოსთან და ახალბედა ლუის ჰამილტონთან ჭიდილში დაეუფლა.
ფინელ პილოტს ”ფერარისთან” კონტრაქტი მომავალი სეზონისთვისაც ჰქონდა, მაგტამ ”სკუდერიამ” ეს კონტრაქტი გამოისყიდა და მის ადგილზე ალონსო მიიწვია.
როგორც კი ”ფერარისგან” გათავისუფლდა, რაიკონენმა განაცხადა, რომ ტოპ გუნდის გარდა, არსად გადასვლას არ აპირებდა. ამასთან, მაქსიმალურ თავისუფლებასაც მოითხოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას რალის რბოლებში გამოსვლებიც სურდა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის პილოტმა, ვისი მოტივაციაც, გაჩემპიონების შემდეგ, არაერთხელ გახდა პრესის მსჯელობის საგანი, შარშან რალის მსოფლიო ჩემპიონატის ფინურ ეტაპზე იასპარეზა. გარდა ამისა, სამ ისეთ რალიზეც გამოვიდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში არ შედიოდა.
უკომპრომისო და დროსტარების მოყვარული რაიკონენი, ფორმულა 1-ის ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამაგიეროდ, მედიისა და სპონსორული აქტივობებისადმი ის ნაკლებ ყურადღებას იჩენს და აქედან გამომდინარე, გუნდებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. თუმცა, რობერტსონი დასძენს, რომ ”აისმენი” ფორმულა 1-ის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.
”კიმი კვლავ რბოლებით სულდგმულობს. მას საჩემპიონო ამბიციები არ განელებია. ამ თვალსაზრისით, ერთწლიანი შვებულება არაფერს ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მომავალი სეზონის შემდეგ, მისთვის რომელიმე ტოპ გუნდში გამოჩნდეს ადგილი, რათა გამარჯვებებისთვის და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეძლოს. სხვა შემთხვევაში, მისთვის დაბრუნებას აზრი არ ექნება”, - ამბობს რობერტსონი.
რაიკონენიც აღიარებს, რომ მას მხოლოდ ტოპ გუნდში გადასვლა სურდა, რამაც მისი არჩევანი ძლიერ შეზღუდა. ”თუ ფორმულა ერთში დარჩენას გადავწყვეტ, არაფრით არ გადავალ პატარა გუნდებში, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას ვერ მომცემენ. ტოპ გუნდის გარეშე, ჩემი აქ დარჩენის მიზეზს ვერ ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, მე იმას უკვე მივაღწიე, რაც მსურდა”, - ერთი თვის წინ განაცხადა რაიკონენმა.
”მაკლარენისა” და ”ფერარის” გარდა, ახლანდელ ფორმულა 1-ში ტოპ გუნდი კიდევ ორია - ”რედ ბული” და ”მერსედეს-ბენცი”. პირველს ორივე ადგილი შევსებული აქვს - მერმისაც მისი მანქანებით სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი იასპარეზებენ. რაც შეეხება ”მერსედეს-ბენცს”, ეს გუნდი, მის წინამორბედ ”ბრაუნის” მსგავსად, მფლანგველობას არ აპირებს და ამდენად, რაიკონენის სახელფასო აპეტიტსაც ვერ დააკმაყოფილებს. ერთი თვის წინ, ფინელ პილოტს სოლიდური ხელფასი ”ტოიოტამ” შესთავაზა, მაგრამ სულ ახლახანს, იაპონურმა გუნდმა თავისი ფ1-ის პროგრამა შეაჩერა.
ერთი წლის შემდეგ, ტოპ გუნდებიდან, ვალანსია შეიძლება მხოლოდ ”რედ ბულში” გამოჩნდეს, რომელთანაც, მომავალი სეზონის შემდეგ, კონტრაქტი უებერს დაუმთავრდება. ჰოდა, არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებულმა ”აისმენმა” სწორედ ”წითელი ხარების” გუნდში გადასვლა გადაწყვიტოს.
ცნობისათვის, ფორმულა ერთში სულ ორი შემთხვევა არსებობს იმისა, რომ ჩემპიონს კარიერა დროებით შეეწყვიტოს, დაბრუნების შემდეგ კი კვლავ მოეპოვებინოს ტიტული: ფრანგმა ალენ პროსტმა 1991 წელს ”ფერარისთან” კონტრაქტი დაასრულა, შემდეგი სეზონი სრულად გამოტოვა. შემდეგ კი ”უილიამსში” გადავიდა და მეოთხე ტიტულსაც დაეუფლა.
ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ, 1979 წელს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში დაასრულა კარიერა, თუმცა 1982 წელს დაბრუნდა, 1984 წელს კი მესამე ტიტული ”მაკლარენის” მანქანით მოიპოვა.

Tuesday, November 17, 2009

ბატონი ”მაკლარენში” გადასვლას აპირებს
Button closing on McLaren switch for 2010
17 ნოემბერიარაა გამორიცხული, რომ ამ კვირის ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ”მაკლარენთან” გააფორმოს კონტრაქტი. 29 წლის ბატონი ინგლისური გუნდის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კიმი რაიკონენთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ამის მიზეზი კი ფინელი პილოტის მიერ მოთხოვნილი დიდი ხელფასია.
წინა კვირაში, ბატონმა ”მაკლარენის” ბაზა მოინახულა და მიუხედავად იმისა, რომ მასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ჟურნალ ”ავტოსპორტის” ვარაუდით, მალე მიიღებს ოუკინგელთა შეთავაზებას. ბატონს ”ბრაუნში”, რომელიც მომავალი სეზონიდან ”მერსედეს-ბენცის” სახელით იასპარეზებს, დარჩენის მინიმალური შანსი აქვს. სამაგიეროდ, მისთვის ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმარებულ გუნდში გადასვლა ნამდვილი მისწრებაა.
ბატონი ”ბრაუნთან” მოლაპარაკებას გასული სეზონის დასაწყისიდან აწარმოებდა. სეზონის დასრულების შემდეგ, მათ შორის მოლაპარაკება უფრო ინტენსიური გახდა, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივიდა. მსოფლიოს ჩემპიონი საჯინიბო, მსოფლიოს ახალ ჩემპიონ პილოტს ხელფასის სახით, 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, ეს კი იმის თითქმის ნახევარია, რასაც ბატონის მენეჯერები მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ”ბრაუნი” ”მერსედეს-ბენცმა” შეიძინა, გუნდის მთავარი აღმასრულებელი ნიკ ფრაი აცხადებს, რომ ბატონთან მოლაპარაკებისას არაფერი შეცვლილა.
”ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჯენსონთან მოლაპარაკებისას არაფერი შეიცვლება. ჩვენი გუნდის ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებია სხვა გუნდების ბიუჯეტებზე. ”მერსედესს”, ჩვენს გუნდში სწორედ ეს მოეწონა და ამიტომ გადაწყვიტა ჩვენი გუნდის შეძენა. ფინანსური კრიზისის დროს, ყველას ქამრების მოჭერა გვიწევს და ამის შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ ჯენსონისადმი პატივისცემით ვართ განწყობილნი, მაგრამ მას იმასაც ვეუბნებით, რომ მისი მოთხოვნის გამო, ბიუჯეტის გაზრდას არ ვაპირებთ”, - ამბობს ფრაი.
მოკლედ, რეალური შანსია იმისა, რომ მომავალ სეზონში, ”მაკლარენის” ბოლიდებით მსოფლიოს ორმა ჩემპიონმა იასპარეზოს. ”მერსედესში” კი ალბათ ორივე გერმანელ პილოტს აიყვანენ - ნიკო როსბერგს პარტნიორად ალბათ ნიკ ჰაიდფელდი ეყოლება.
”მერსედეს-ბენცი” ჩემპიონი ”ბრაუნის” ნაცვლად
Mercedes take over F1 champions Brawn
16 ნოემბერიფორმულა 1-ის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ”ბრაუნი”, მერმის ”მერსედეს-ბენცის” სახელით იასპარეზებს. ამასთან, გერმანული კომპანია თავის ძველ პარტნიორ ”მაკლარენთან” თანამშრომლობასაც გააგრძელებს, თუმცა მის აქციებს კი შეელევა. ”დაიმლერის” შეფი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ ”მერსედეს-ბენცის” საჯინიბოს ხელმძღვანელობას კვლავ როს ბრაუნი გააგრძელებს.
”ამიერიდან, ავტოსპორტის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში, ჩვენ საკუთარი გუნდით ვიასპარეზებთ. ეს კი იმ დროს ემთხვევა, როდესაც ფორმულა 1-ში გარემო რადიკალურად იცვლება”, - ნათქვამია ცეტშეს მიერ გამოყვეყნებულ განცხადებაში.
”მერსედეს-ბენცი” დღეისათვის ”მაკლარენის” აქციების 40 პროცენტს ფლობს, მაგრამ ამ აქციებს გინდსვე თანდათან, 2011 წლამდე სრულად მიჰყიდის. გერმანულ კომპანიას დიდხანს სურდა ”მაკლარენის” თავისი კონტროლისთვის დაქვემდებარება, მაგრამ ინგლისური გუნდის შეფი რონ დენისი ამაზე არ წავიდა.
სამაგიეროდ, შტუტგარტული გიგანტი ფორმულა 1-ის ახალ ვარსკვლავს - დიდი პრიზების ცირკის არენიდან ”ჰონდას” წასვლის შემდეგ აღმოცენებულ ”ბრაუნს” დაეუფლება, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად, სადებიუტო სეზონშივე შეძლო დუბლის შესრულება - პილოტთა და კონსტრუქტორთა პირველობებზე გამარჯვება.
ჯერჯერობით, ”მერსედეს-ბენცი” არ აცხადებს, თუ ვინ იქნებიან მომავალ სეზონში მისი პილოტები. ერთი რეალური კანდიდატი გერმანელი ნიკო როსბერგია, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ”უილიამსთან” კონტრაქტი აღარ გააგრძელა. მელრე კანდიდატი მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონია, ვინც ხელფასის გაზრდას მოითხოვს. თუმცა პარალელურად, მოლაპარაკებას ”მაკლარენთანაც” აწარმოებს.
”მერსედეს-ბენცსა” და ”ბრაუნს” შორის გარიგებაში ასევე მონაწილეობს გერმანული კომპანიის სტრატეგიული პარტნიორი, აბუ დაბის საინვესტიციო კომპანია ”ააბარი”, რომელმაც მარტში ”დაიმლერის” აქციების 9.1 პროცენტი შეიძინა.
”დაიმლერის” მიერ ”ბრაუნის” აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვაში ”ააბარიც” მონაწილეობს. არაბულმა და გერმანულმა კომპანიებმა ერთობლივად, ინგლისური გუნდის 75.1 პროცენტი შეიძინეს. აქედან ”დაიმლერის” ხელში 45.1 პროცენტი გადავიდა, დანარჩენი 30 პროცენრი კი ”ააბარის” გახდა. რა დაჯდა ეს გარიფება, ამის თაობაზე მხარეები სდუმან.
რაც შეეხება ”მაკლარენისა” და ”მერსედეს-ბენცის” პარტნიორობას, ის 1995 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინგლისურმა კომპანიამ, საგზაო ავტომობილების წარმოების დაწყება და ამ სფეროშიც, ”ფერარის” კონკურენტობა გადაწყვიტა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ რონ დენისმა შტუტგარტულ კომპანიას თავისი გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტი არ მიჰყიდა. ამ დაძაბულობამ კულმინაციას ორი წლის წინ მიაღწია, როდესაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ, შპიონაჟისთვის ”მაკლარენს” 100 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამ დაძაბულობას ცეტშეც აღიარებს: ”ჩვენი და ”მაკლარენის” ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, ჩვენმა პარტნიორებმა საავტომობილო კომპანიად ჩამოყალიბება განიზრახეს. ეს კი ”დაიმლერის” და ”მერსედეს-ბენცის” ინტერესებში არ შედის”.
ფორმულა 1-ში ”მერსედესს” საკუთარი გუნდი ბოლოს 1955 წელს ჰყავდა. მაშინ ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ, სწორედ ”მერსედეს-ბენცის” ბოლიდით, თავისი ხუთი ტიტულიდან მესამე მოიპოვა. მაგრამ იმავე წელს, გერმანულმა კომპანიამ ავტროსპორტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი კი ლე მანის 24-საათიანი რბოლის დროს მომხდარი ტრაგედია გახდა, რომელშიც მთავარი როლი ”მერსედეს-ბენცის” პილოტმა შეასრულა. იმ ავარიამ 82 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
”სამქიმიანები” ავტოსპორტში 1988 წელს დაბრუნდნენ, ფორმულა 1-ში კი - 1993 წელს. მაშინ მათი პარტნიორი შვეიცატიული ”ზაუბერი” გახდა.

Sunday, November 15, 2009

ბატონი ”ბრაუნთან” მოლაპარაკებას აგრძელებს
Jenson Button
15 ნოემბერიამ დღეებში, ბრიტანულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის სტუმრობამ ”მაკლარენის” ფაბრიკაში. ბევრმა იჩქარა და უკვე იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ მერმის ბატონს ”მაკლარენში” ვიხილავთ. თუმცა, არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ - ჩემპიონი სხვა გუნდს იმისათვის სტუმრობს, რომ როს ბრაუნი ხელფასის გაზრდაზე დაიყოლიოს.
ეს ვარაუდი ლონდონურ გაზეთ ”ნიუს ოფ დი უორლდში” გამოქვეყნებულ სტატიაშიც გამოითქვა, რომელშიც ბატონის მენეჯერ რიჩარდ გოდარდის გამონათქვამებია მოყვანილი. გაზეთის ინფორმაციით, ჩემპიონს ”ბრაუნში” დარჩენა სურს, მაგრამ გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. მას სურს, რომ მერმის ხელფასის სახით 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღოს. ეს მის წლევანდელ ხელფასზე 5 მილიონით მეტია. გაზეთი ვარაუდობს, რომ ჩემპიონი 7 მილიონსაც დაყაბულდება და საცარაუდოდ, ”ბრაუნთან” ახალ კონტრაქტს ორ კვირაში გააფორმებს.
გოდარდი ამბობს, რომ მის პროტეჟესა და ”ბრაუნს” შორის ურთიერთობის გაციებაზე ლაპარაკიც არაა. უბრალოდ, მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერაც არ დასრულებულა..
”ჯენსონი როს ბრაუნს დიდ პატივს სცემს და მის გუნდში დარჩენის სურვილი აქვს. მათ შორის მოლაპარაკება გრძელდება. ვფიქრობ, ორ კვირაში ყველაფერი მოგვარდება”, - ამბობს გოდარდი და იქვე დასძენს, რომ ბატონს სულაც არ ეშინია იმისა, რომ ”მაკლარენში” გადასვლის შემთხვევაში, მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი იქნება. ამ გუნდში მისი ამასწინდელი ვიზიტი კი იმის გამო შედგა, რომ იქ გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა მიიწვია.
”ხშირი არაა დღეები, როდესაც ”ფერარიდან” და ”მაკლარენიდან” გირეკავენ და სტუმრად გიწვევენ. ესეც რომ არა, ჯენსონისთვის პრობლემა სულაც არ იქნება, თუ მისი თანაგუნდელი ჰამილტონი იქნება. მას შეუძლია ამ გამოწვევაზე დათანხმება, თუ ეცოდინება, რომ მანქანის მოდერნიზაცია მისი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდება. უოკინგში ნანახით ჯენსონი აღფრთოვანებული დარჩა. ეს საიცარი ადგილია, მაგრამ ის თვლის, რომ მანქანა უბრალო ფარეხშიც შეიძლება დამზადდეს. მთავარია, რომ მისით რბოლების მოგება იყოს შესაძლებელი. მისთვის ახლა მთავარი სწორედ ესაა. მთავარი ფული არაა, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ავტომრბოლის კარიერა დიდხანს არ გრძელდება”, - დასძენს გოდარდი.
მაგრამ სხვა გაზეთებში იბეჭდება პუბლიკაციები, რომელთა მიხედვითაც, დიდი შანსია იმისა, რომ ბატონი ”ბრაუნს” დატოვებს. კერძოდ, ”მირორის” ინფორმაციის მიხედვით, ”ბრაუნმა” ბატონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონის ხელფასი 3.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. იმავე ინფორმაციით, როს ბრაუნი ამაზე მეტი ხელფასის გაცემას არ აპირებს...
ლაუდა - კერს-ი შეცდომა იყო
Niki Lauda
15 ნოემბერი

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გერმანულ ტელეკომპანია RTL-ის კომენტატორ-ექსპერტად მუშაობს და რა თქმა უნდა, სხვებზე უკეთ აფასებს რბოლებისას შექმნილ სიტუაციებს და სხვადასხვა მოვლენებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მას ამ სეზონში ხშირა უწევდა ლაპარაკი, სისტემა კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ეფექტურობა და მისი გამოყენების მართებულობაა.
ლაუდა ამბობს, რომ კერს-მა დიდი გავლენა იქონია წლევანდელი სეზონის საბოლოო შედეგებზე. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში ჩემპიონობისთვის ”ბრაუნი” და ”რედ ბული” იბრძოდნენ, იმის პირდაპირი შედეგია, რომ ”მაკლარენმა” და ”ფერარიმ” გარისკეს და კერს-ის გამოყენება სცადეს. ეს იმ დროს, როდესაც ”ბრაუნმა” და ”რედ ბულმა” აქცენტი აეროდინამიკის სრულყოფაზე გააკეთეს.
”ჩემი აზრით, ”მაკლარენის” და ”ფერარის” მთავარი შეცდომა ისაა, რომ მათ კერს-ის გამოყენება სცადეს. ამან მათი ფინანსური და მატერიალური რესურსების დიდი ნაწილი შეიწირა. ამით მათ წრეზე მხოლოდ ორი-სამი მეათედი წამის უპირატესობა მიიღეს. სამაგიეროდ, მათმა მეტოქეებმა ეს ჩამორჩენა აეროდინამიკის დახვეწით გაანეიტრალეს. მომავალ სეზონში, ყველა გუნდი უარს იტყვის კერს-ზე და ვფიქრობ, ამით ძალთა განლაგება ისევ შეიცვლება და გრანდებს ისევ მოწინავეთა შორის ვიხილავთ”, - ამბობს ლაუდა და დასძენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ”რედ ბული” მერმისაც ძალიან ძლიერი იქნება.
”ჩემი აზრით, ”რედ ბული” მომავალ სეზონშიც ძალიან ძლიერი იქნება. მათ შესანიშნავი შასი შექმნეს, რაც მერმისაც გამოადგებათ. ეს კარგი ბაზისია. რაც მთავარია, ერთი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე ორისა. მათ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვთ, სხვებს კი ორის გადადგმა მოუწევთ”.
ლაუდას ამ მოსაზრებას იზიარებს ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო, ვინც ”რედ ბულის” კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს.
”წარმატება ყოველთვის აძლიერებს მოტოვაციას. ჩვენ გასული სეზონი აბუ დაბიში შესრულებული დუბლით დავასრულეთ, რამაც გუნდის განწყობა კიდევ უფრო გააუმჯობესა. ახლა ჩვენთან ყველას სჯერა, რომ მერმის ტიტულის მოპოვებას შევძლებთ”, - ამბობს მარკო.

Saturday, November 14, 2009

ბატონმა ”მაკლარენის” შტაბ-ბინა მოინახულა
Button fuels McLaren speculation
14 ნოემბერი

ავტოსპორტულ პრესას კიდევ ერთი საბაბი მიეცა იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონ ჯენსონ ბატონის ”მაკლარენში” შესაძლო გადასვლაზე ილაპარაკოს. ბატონი ამჟამად თავის გუნდ ”ბრაუნთან” ახალი კონტრაქტის პირობებზე აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ პარალელურად, სხვა ვარიანტებზე ფიქრობს. და არამარტო ფიქრობს, არამედ იმაზეც ზრუნავს, რომ თუ როს ბრაუნისგან ხელფასის მისთვის სასურველი ოდენობით ზრდას ვერ მიაღწია, სხვა, კონკურენტუნარიან გუნდში გადავიდეს.
დაახლოებით იგივე მდგომარეობა აქვს ”მაკლარენსაც”. ყოკინგური საჯინიბო არ მალავს, რომ მისთვის ყველაზე სასურველი პილოტი კიმი რაიკონენია, მაგრამ ფინელი პილოტი იმაზე მეტ თანხას მოითხოვს, ვიდრე გუნდი სთავაზობს. მისი მენეჯერები ”მაკლარენის” შტაბ-ბინას გასული კვირის დასაწყისში სტუმრობდნენ, თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე არ მისულა. ჰოდა, ”მაკლარენიც” ალტერნატიულ ვარიანტებს ამუშავებს.
”ვრაუნსა” და ბატონს შორის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი ფულია. გასული სეზონის დასაწყისში, ბატონი თავისი ხელფასის ნებაყოფლობით შემცირებას დათანხმდა. ამის მიზეზი კი გუნდის მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყო. დღეს კი ის არამარტო დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვს, არამედ ჩემპიონის შესაფერისი ხელფასიც სურს.
ბატონის მენეჯერი რიჩარდ გოდარდი ამბობს, რომ ”ბრაუნთან” მოლაპარაკებისას ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და რომ ახლა სხვა ვარიანტებიც უნდა განიხილონ, რათა მათგან საუკეთესოს დათანხმდნენ.
”ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ჯენსონს სურს ისეთ გუნდში ყოფნა, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ”ბრაუნთან” მოლაპარაკებას რამდენიმე თვეა, ვაწარმოებთ და არც უსაფუძვლო მოთხოვნები არ წაგვიყენებია. ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ჯენსონს სურს, რომ ჩემპიონისთვის შესაფერისად დაფასებული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას აპირებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს”, - ამბობს გოდარდი.

Thursday, November 12, 2009

”ფერარის” თემატური პარკი მერმის გაიხსნება
Ferrari Theme Park Set To Open In 2010
12 ნოემბერიაბუ დაბი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარი ქალაქია, მაგრამ დიდი ხანია, მეზობელი და მასზე ღარიბი საემიროს ჩრდილში მოექცა, რომლის მთავარი ქალაქიც დუბაია. მაგრამ აბუ დაბელებს ამის დიდხანს მოთმენა არ შეეძლოთ და მათაც გრანდიოზული პროექტების განხორციელებას მიჰყვეს ხელი.
ერთ-ერთი პირველი ასეთი პროექტი ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მიღება იყო, რისთვისაც ქალაქის გარეუბანში ულტრათანამედროვე, შესანიშნავი ავტოდრომი აშენდა, რომელიც ავტო-მოტო კომპლექსის ცენტრალური ნაწილია. მერმის კი, ამავე ტრასის მახლობლად, კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის - ”ფერარის” თემატური პარკის, ”ფერარი უორლდ აბუ დაბის” მშენებლობა დასრულდება.
ეს იქნება ”ფერარის” პირველი თემატური პარკი და ყველაზე დიდი მთელს მსოფლიოში, ამ ტიპის პარკებს შორის. პარკი ”ფერარის” საფირმო, წითელი ფერის სახურავით იხურება. მა სპორტული ავტომობილის ბორბლის სამქიმიანი ცენტრალური ნაწილის სტილიზებული ფორმა აქვს, რომლის ერთ-ერთი ქიმის ძირში იტალიური კომპანიის ლოგოა გამოსახული. როგორც ამბობენ, ეს ”ფერარის” ყველაზე დიდი ლოგოა, რაც კი ოდესმე შექმნილა.
პარკში უამრავი ატრაქციონი მოთავსდება, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, მთავარი მინი სარბოლი ტრასები იქნება, სადაც ყველა ასაკის ბავშვებს შეეძლებათ გართობა და ერთმანეთტან გაჯიბრება. იქვე განლაგდება მსოფლიოში უსწრაფესი ამერიკული ატრაქციონი (ეგრეთ წოდებული ამერიკული გორაკი), რომლის ვაგონების სიჩქარეც 200 კმ/სთ-ს მიაღწევს. მისი უმაღლესი წერტილი კი 65 მეტრის სიმაღლეზე მოთავსდება. ამ ატრაქციონზე გადატვირთვები რამდენიმე g-ს მიაღწევს. ფაქტობრივად, ამ ატრაქციონით შესაძლებელი იქნება იმავე გადატვირთვების განცდა, როგორსაც ფორმულა 1-ის პილოტები რბოლისას არაერთხელ განიცდიან.
პარკი აბუ დაბის ჩრდილო აღმოსავლეთში, ხელოვნურ კუნძულ იასზე, ფ1-ის ავტოდრომიდან ათი წუთის სავალზე შენდება. ამასთან, ის აეროპორტამდე 50 წუთის სავალზე იქნება.

Wednesday, November 11, 2009

ბრუნო სენა ”კამპოს მეტას” წევრია
Bruno Senna
11 ნოემბერიქალაქ მურსიაში, ტექნოპარკ ფუენტე ალამოს კონფერენც-დარბაზში მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ფორმულა 1-ის ახალი გუნდის, ესპანური ”კამპოს მეტას” დამაარსებელმა და შეფმა, წარსულში ფ1-ის პილოტმა ადრიან კამპოსმა, საზოგადოებას თავისი გუნდის პირველი პილოტი - ბრაზილიელი ბრუნო სენა წარუდგინა.
”იმედი მაქვს, რომ მალე ბრუნო სენად აღმიქვამენ და არა როგორც ჩემი ბიძის მოგვარეს. მე უკვე მივეჩვიე იმას, რომ აირტონის ნათესავად მიცნობენ. და მართალია, ამან სპონსორები მაპოვნინა და კარიერის დასაწყისში საჭირო კონტაქტები დამამყარებინა, მიმაჩნია, კარგი პილოტი რომ გახდე, ბუნებრივი ნიჭი უნდა გქონდეს”, - განაცხადა კეგნდარული აირტონ სენას დისშვილმა ბრუნო სენამ.
ბრუნო შარშან სერია GP2-ის ვიცე ჩემპიონი გახდა და ფორმულა 1-ის დებიუტანტ ”ბრაუნში” გადასვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ინგლისური გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ბოლო მომენტში არჩევანი გამოცდილ რუბენს ბარიკელოზე შეაჩერა.
სენამ კი გასული სეზონი ლე მანის სერიაში გაატარა და ახლა ”კამპოს მეტასთან” გააფორმა. ბრაზილიელი ამბობს, რომ მომდევნო სეზონში მისი მიზანია, რეგულარულად იბრძოლოს ქულებისთვის და ესპანურ გუნდს ახალბედებს შორის საუკეთესოს წოდების მოპოვებაში დაეხმაროს.
”მინდა, ჩემს გუნდს, რაც შეიძლება, მეტი ქულა მოვუპოვო და მას ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის დამკვიდრებაში მივეშველო. უფრო შორეული მომავლისთვის კი ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა”, - ამბობს ბრუნო სენა.
ადრიან კამპოსმა განაცხადა, რომ სენას მიწვევა თავის GP2-ის გუნდში, რამდენიმე წლის წინ სურდა - გამოუცდელობის მიუხედავად, ”ჰონდას” ტესტებისას, გამოუცდელი ბრუნო ჯენსონ ბატონზე არანაკლებ სწრაფი იყოო.
მანვე დასძინა, რომ მეორე მანქანაზე ესპანელი პედრო დე ლა როსას მიწვევა არარეალურად მიაჩნია. კამპოსის თქმით, მეორე პილოტად ის ან ვენესუელელ პასტორ მალდონადოს, ან რუს ვიტალი პეტრობს მიიწვევს.