ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, November 10, 2009

”ბრაუნი” ახალი სეზონისთვის ემზადება
Brawn GP
10 ნოემბერიბრიტანულ ტელეკომპანია ”აიტივისთან” საუბრისას, გასული სეზონის ტრიუმფატორ ”ბრაუნ GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ მის გუნდს კარგა ხნის დაწყებული აქვს მომავალი სეზონისთვის მზადება და რომ ახალი სეზონშიც, ის ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც წელს:
”შემდეგი სეზონი ჩვენთვის ”მერსედეს-ბენცთან” თანამშრომლობის ზედიზედ მეორე წელი იქნება და ვფიქრობ, მათი ძრავების უკეთ გამოყენებას შევძლებთ. ახალი სეზონისთვის ჩვენ გაგრილების ახალ სისტემას, გამოსაბოლქვ სისტემას და სრულიად ახალ გადაცემათა კოლოფს ვამზადებთ. რაც მთავარია, შასი მთლიანად ამ ძრავის პარამეტრების შესაბამისად შევიმუშავეთ. ამჯერად გვაქვს გამოცდილება, რომელიც გასულ სეზონში არ გვქონდა. დროის უქონლობის გამო, წელს ჩვენ სასწრაფოდ მოგვიხდა შასის ამ ძრავთან ადაპტირება და ბუნებრივია, კომპრომისებზე წასვლაც გვიწევდა. ეს კი მანქანის კონკურენტულობაზე უარყოფითად აისახა.
”მართალია, სეზონის დასაწყისში ყველაზე სწრაფები ვიყავით, მაგრამ სეზონის ბოლოს, მჭიდრო ჯგუფში გვიწევდა პაექრობა. ეს სწორედ იმ კომპრომისების გამო მოხდა, რამაც ჩვენი განვითარება შეაფერხა. სამაგიეროდ, მერმის ეს პრობლემები აღარ გვექნება.
”სეზონის მეორე ნახევარში, ორი საქმის ერთდროულად კეთება გვიწევდა. აუცილებლად უნდა დაგვეწყო მუშაობა ახალ მანქანაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი სეზონისთვის ისევ ცაიტნოტი შეგვექმნებოდა. არ გვინდოდა, ერთი სეზონის გუნდი გავმხდარიყავით. საბოლოოდ, ჩვენ შევძელით სეზონის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და გამარჯვებასაც მივაღწიეთ.
”რბოლის დროს საწვავის შევსების აკრძალვის და წინა საბურავების გაბარიტების შემცირების გამო, ახალი მანქანები წლევანდელისგან განსხვავებული იქნება. ცვლილებები საკმაოდ სერიოზული იქნება, მაგრამ გრაფიკის სრული დაცვით ვმუშაობთ და გარწმუნებთ, მერმისაც კონკურენტუნარიანები ვიქნებით”.

No comments:

Post a Comment