ფეტელი უნგრეთშიც ყველაზე სწრაფია
Vettel dominates Hungarian practice
30 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგები ”რედ ბულ რეისინგის” გერმანელმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა, ბრაზილიელი ფელიპე მასა კი იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც შარშან ლამის სიცოცხლეს გამოემშვიდობა.
ფეტელს ზედიზედ წინა სამი ეტაპის საკვალიფიკაციო რბოლა აქვს მოგებული, სულ კი მიმდინარე სეზონში, 6 რბოლა დაიწყო პოულიდან. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი შედეგებია, თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი მაჩვენებელი მას რბოლებში არ აქვს. პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგის დაფიქსირება კი ბევრი არაფრის მომტანია, რადგან ამ დროს გუნდების უმეტესობა მანქანას რბოლისთვის ამზადებს. თანაც, როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ფეტელმა მსუბუქი ავზებით იასპარეზა.
პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს ჰქონდა, ”რედ ბულის” ორივე პილოტი კი დანარჩენებს თითქმის წამზე მეტით სჯობდა. თუმცა, მეორე პრაქტიკაზე მათს დომინირებას ხელი გერმანიის დიდი პრიზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ შეუშალა.
”ვფიქრობ, პირველი პრაქტიკის შედეგები მეტოქეების შესაძლებლობების ნამდვილ სურათს არ იძლევა. როგორც მეორე პრაქტიკამაც აჩვენა, ”ფერარი” აქაც ძალიან სწრაფია და ამ სისწრაფეს, როგორც სავსე, ასევე ნაწილობრივ ავსებული ავზებით ავლენს”, - ამბობს ფეტელი.
მესამე და მეშვიდე შედეგები აჩვენა პოლონელმა რობერტ კუბიცამ, რომელიც სახლთან ახლოს ასპარეზობს და ბუნებრივია, ტრიბუნიდანაც მას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი ამხნევებს. სამაგიეროდ, პელოტონში ”ჩაიკარგნენ” ”მაკლარენის” პილოტები - ჩემპიონატის ლიდერმა ლუის ჰამილტონი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი. პირველმა პირველ პრაქტიკაზე მხოლოდ მე-18 შედეგი აჩვენა, თუმცა მეორე პრაქტიკაზე მე-6 შედეგიც მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ბატონი კი უფრო სტაბილური იყო მე-4 და მე-9 შედეგებით.
”ბევრი მუშაობა მოგვიწევს და რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ქულას წამოვიღებთ უნგრეთიდან. ვთვლი, რომ მოწინავე ხუთეულში მოხვედრა ჩემთვის კარგი შედეგი იქნება”, - განაცხადა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ჰამილტონმა, ვისაც უნგრეთის დიდ პრიზზე სამჯერ უასპარეზია და მათგან ორჯერ გაიმარჯვა.
უნგრეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:20.976
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:21.106
3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:22.072
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.444
5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:22.601
6. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:22.764
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:22.772
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.777
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:22.792
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:22.966
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.003
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.007
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:23.249
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:23.327
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:23.520
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:23.780
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.868
18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.075
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:25.032
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.210
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:25.990
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:26.686
23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:26.990
24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:28.157
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:20.087
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:20.584
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.597
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:20.986
5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:21.195
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.308
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:21.375
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:21.623
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.730
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:21.773
11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:21.809
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:21.844
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.039
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:22.212
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:22.469
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:22.507
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:22.602
18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:23.138
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:24.553
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:25.376
21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:25.669
22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:26.745
23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:26.798
No comments:
Post a Comment