გუნდური ტაქტიკა მოქმედებაში
Alonso leads controversial Ferrari one-two
25 ივლისი
ახლა უკვე აშკარაა - ”ფერარის” პირველი ნომერი ფერნანდო ალონსოაანუ, ფორმულა 1-ში კვლავაც არიან პირველი და მეორე პილოტები. რა თქმა უნდა, ყოველთვის ისე ხდება, რომ პილოტს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, გუნდის ხელმძღვანელობა უპირატესობას ანიჭებს. თუმცა 2002 წლის ავსტრიის დიდი პრიზის შემდეგ, როდესაც რუბენს ბარიკელომ ბოლო მოსახვევის შემდეგ, ზედ ფინიშის ხაზთან, დემონსტრაციულად გაატარა მიხაელ შუმახერი, გუნდური მითითებები დასჯადი გახდა. მართალია, დღემდე ამის გამო არავინ დასჯილა, მაგრამ ფორმულა 1-ის სპორტული რეგლამენტით, ამგვარი რამ აღნიშნულია.
”ფერნანდო შენზე სწრაფია, შენ იცი, როგორც უნდა მოიქცე”, - ასე მიმართა ფელიპე მასას მისმა სარბოლო ინჟინერმა რობ სმედლიმ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მასამ ფერნანდო ალონსოს წინ გაშვების მითითება მიიღო. ერთი წრეც არ გასულა, რომ ბრაზილიელმა პილოტმა მითითება შეასრულა, რის შემდეგაც, იმავე სმედლისგან შემდეგი ფრაზა გაისმა - ”კარგი ბიჭი ხარ. შეეგუე ამას, ვწუხვარ”. სწორედაც, მასას სარბოლმა ინჟინერმა თავისი ”მოვალეობა” საკუთარი სურვილის გარეშე შეასრულა.
არადა, მასამ რბოლა შესანიშნავად დაიწყო - სანამ მისი ესპანელი თანაგუნდელი და პოულის გერმანელი მფლობელი სებასტიან ფეტელი ლიდერობისთვის იბრძოდნენ, ბრაზილიელმა შესანიშნავი მანევრით, ორივეს გვერდი აუარა და დაწინაურდა. თავის მხრივ, ალონსომ შეძლო ფეტელის ჩამოტოვება და თანაგუნდელს კვალში ჩაუდგა. უფრო მეტიც, 21-ე წრეზე მან მასას გასწრებაც სცადა, როდესაც ბრაზილიელმა ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას, შეცდომა დაუშვა. ალონსოს სლიპსტრიმით გასწრების საშუალება მიეცა და მანაც ამ შანსის გამოყენება სცადა, მაგრამ მასამ არ დაუთმო და საკმაოდ რისკიანი მანევრით, ესპანელის მანევრი აღკვეთა. ალონსომ თანაგუნდელის ქმედება რადიოთი ”იდიოტობად” შეაფასა, თუმცა იმ მომენტში ბედთან შეგუება მოუხდა.
რბოლაში სწორედ ეს ორი მომენტი იყო მთავარი და გადამწყვეტი. სტარტზე საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ ფეტელის მსგავსად, მწვანე შუქზე რეაგირება მის თანაგუნდელ მარკ უებერსაც დააგვიანდა, რითაც ”მაკლარენის” პილოტებმა - ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა კარგად ისარგებლეს და ავსტრალიელი უკან ჩამოიტოვეს. ამასთან, ჰამილტონმა თავის თანაგულდელსაც გაასწრო. მოწინავეთა განლაგება არც პიტ სტოპების სერიას შეუცვლია.
შუა რბოლაში, ჰამილტონს და უებერს რადიოთი აცნობეს, რომ შეიძლებოდა საწვავის ბოლომდე არ ჰყოფნოდათ და რბოლის ეკონომიურ რეჟიმზე გადასვლა სთხოვეს. ასე რომ, მათ მიერ ასეთ პირობებში პოზიციების შენარჩუნებაც დიდი მიღწევა იყო.
მოკლედ, ”ფერარიმ” მეორე რბოლა მოიგო და მეორედაც, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ალონსომ დაიკავა, ვისაც რამდენიმე დღეში 29 წელი შეუსრულდება. ისევე როგორც ბაჰრეინში, ამჯერადაც იტალიურმა საჯინიბომ დუბლის შესრულება შესძლო. სხვათა შორის, სეზონის პირველ რბოლაშიც, მასამ ლიდერის პოზიცია გუნდის მითითების შემდეგ დათმო.
მარანელოელთა ორმაგი გამარჯვების მიუხედავად, პირად და გუნდურ კლასიფიკაციებში, მოწინავეთა შორის ბევრი არაფერი შეცვლილა. ლიდერი ისევ ჰამილტონია, რომელიც მეორეზე მყოფ ბატონს ახლა უკვე 14 ქულას უგებს. ფეტელი კი უებერს დაეწია. ახლა ორივეს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ და მესამე ადგილს იყოფენ. ალონსომაც მეხუთე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მის წინ მყოფებთან ჩამორჩენა, 23-დან 13 ქულამდე შეამცირა.
P.S. რბოლის შემდეგ, მისმა სტიუარდებმა ”ფერარის” ორივე პილოტი, შეფი სტეფანო დომენიკალი და მენეჯერი მასიმო რივოლა დაიბარეს, რომლებთან თათბირის შემდეგაც გადაწყდა, რომ გუნდური ტაქტიკის გამოყენებით, ”ფერარიმ” ფორმულა 1-ის იმიჯს ავნო და საერთაშორისო სპორტული კოდექსის
გერმანიის დიდი პრიზი
ჰოკენჰაიმრინგი. წრის სიგრძე 4.574 კმ, 67 წრე. დიტანცია 306.458 კმ
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:27:38.864
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) +00:04.196
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:05.121
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:26.896
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:29.482
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:43.606
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1 წრე
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1 წრე
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე
14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1 წრე
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 2 წრე
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 2 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე
19. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 4 წრე
გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 11 წრე
გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 17 წრე
გ. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 48 წრე
გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 64 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 66 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:15.824, 67-ე წრე
პილოტთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 157 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 143; 3. მარკ უებერი - 136; 4. სებასტიან ფეტელი - 136; 5. ფერნანდო ალონსო - 123; 6. ნიკო როსბერგი - 94; 7. რობერტ კუბიცა - 89; 8. ფელიპე მასა - 85; 9. მიხაელ შუმახერი - 38; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 29; 12. კამუი კობაიაში - 15; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 14. ვიტალი პეტროვი - 7; 15. სებასტიან ბუემი - 7; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3;
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 300 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 272; 3. ფერარი - 208; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 96; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 15; 9. ტორო როსო-ფერარი - 10
No comments:
Post a Comment