უებერმა შეცდომა აღიარა
Webber laments Q3 driving mistake
24 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ავსტრალიელი მარკ უებერის (სურათზე, ასპარეზობისას) გამოსვლას თავისუფლად შეეძლოს წარუმატებელი. საქმე მარტო ის არაა, რომ მან მეოთხე შედეგი აჩვენა. არამედ ისიც, რომ პოულის მფლობელს, თავის გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს თითქმის 0.7 წამით ჩამორჩა.
ყველაფერი კი თურმე იმ შეცდომის ბრალია, რომელიც მან კვალიფიკაციის მიწურულს, პირველი მოსახვევის გავლისას დაუშვა. თუმცა, ის მაინც აღიარებს, რომ ამ შეცდომის გარეშეც, მხოლოდ მესამე ადგილის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა. მოკლედ, უებერის თქმით, ეს ამ სეზონში მისი ყველაზე უარესი კვალიფიკაცია იყო.
”როგორც ჩანს, მოსახვევში შესვლა გვიან და ძალიან გარე რადიუსიდან დავიწყე, რის გამოც, ტრაექტორიაზე დაბრუნება გამიჭირდა. ეს კი მხოლოდ ჩემს თავს შეიძლება დავაბრალო. ბოლო წრეზე, მესამე პოზიცია ფელიპე მასას დავუთმე. ის შეცდომა რომ არა, ალბათ მესამე მე ვიქნებოდი. მოკლედ, ეს ჩემი საუკეთესო კვალიფიკაცია არ იყო. ვნახოთ, რას შევძლებ რბოლაში”, - ამბობს უებერი და დასძენს:
”ვიცოდი, რომ კვალიფიკაციაზე განსხვავებები მინიმალური იქნებოდა - აქ შედარებით მოკლე ტრასაა. სებასტიანი შესანიშნავად გაისარჯა და პოულიც მოიპოვა. ეს კი ”რედ ბულ რეისინგისთვის” ძალიან კარგია”.
No comments:
Post a Comment