ჰამილტონს ”მაკლარენის” სიჩქარე არ ალმაყოფილებს
Hamilton says McLaren not fast enough
24 ივლისი
”მაკლარენი” გერმანიის დიდ პრიზზე ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორებით იასპარეზებს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს სიახლე მისი მანქანების სისწრაფეზე დადებითად ასახულიყო, პირიქით მოხდა - ლუის ჰამილტონიც და ჯენსონ ბატონიც აცხადებენ, რომ მათსა მანქანებს სიჩქარე აკლია. მათი აზრით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ისინი გერმანიის დიდი პრიზის რბოლას მესამე სასტარტო რიგიდან დაიწყებენ.
”ეს ისაა, რაზეც ამდენ ხანს ვლაპარაკობ და მგონი, არავინ მიჯერებს: ამ მომენტში, ჩვენ მესამე საუკეთესო გუნდი ვართ და სიჩქარე გვაკლია. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და რბოლების პერიოდში, საქმეს სხვაზე უკეთ ვართმევთ თავს”, - ამბობს ჩემპიონატის ლიდერი ჰამილტონი და დასძენს, რომ სულაც არ უკვირს, რომ მის წინ ოთხი მანქანაა.
”რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს მხოლოდ მეექვსე ვიქნებოდი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ მესამე უსწრაფესი გუნდი ვართ. თანაც, იმ ორმა გუნდმა, რომლებიც ჩვენს წინ არიან, დღეს ჩვენზე უკეთაც იმუშავეს. თანაც, უნაკლო არც ჩემი წრე იყო. კმაყოფილი არც ჩემი გამოსვლით ვარ, თუმცა თავი ნამდვილად არ დამიზოგავს”, - ყვება ჰამილტონი.
No comments:
Post a Comment