ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 29, 2010

ჰუნგრორინგის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Hungarian GP preview

29 ივლისი

მარკ უებერი უნგრეთის შარშანდელ დიდ პრიზზე ასპარეზობისას

..............................

დიდი პრიზების ქარავანი დიდ დასვენებას მიუახლოვდა, რომლის დაწყებამდეც, საჩემპიონო პაექრობას ”ფერარი” დაუბრუნდა. იტალიური საჯინიბოს სტაბილურობაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ის ფაქტი, რომ მისმა პილოტებმა - ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ გერმანიის დიდ პრიზზე დუბლი შეასრულეს, მრავლის მეტყველია. უნგრეთში გამოჩნდება, რამდენად საფუძვლიანია ალონსოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას კვლავაც აპირებს.

მანამდე კი, ტრადიციულად, ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი, გუნდის ულტრათანამედროვე კომპიუტერული სიმულატორის მოშველიებით, ჰუნგარორინგზე ერთ საჩვენებელ წრეს ჩვენთან ერთად შეასრულებენ. მაშ ასე:

”უნგრეთის დიდი პრიზი. ამ სიტყვების გახსენებისთანავე, ვიწრო, მოსახვევებიანი ტრასა, გაჭიანურებული რბოლა და გოგონები, რომელთა ცქერაც სასიამოვნოა. ბუდაპეშტის ტრასის სიგრძე 4.4 კილომეტრია, გასავლელი გვაქვს 70 წრე, რაც ჟამში 306 კილომეტრს შეადგენს. ტრასას 4 ჩქაროსნული მონაკვეთი, სამი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ერთი ხელსაყრელი ადგილი აქვს. აქ მაქსიმალური სიჩქარე 315 კმ/სთ-ს აღწევს.

ვიწყებთ წრის გავლას და პირველ მოსახვევში შესვლის წინ მკვეთრად ვამუხრუჭებთ. ამ მოსახვევს მეორე გადაცემით გავდივართ. რა თქმა უნდა, რბოლის დასაწყისში, ამ მოსახვევს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემდეგ ვიქყებ აჩქარებას, ტრასას კი დაღმართში, ძალიან საინტერესო, გრძელსა და ვიწრო მოსახვევისკენ მივყავარ. მასაც მეორე გადაცემით გავდივარ და თანაც, დაღმართი გრძელდება. მანქანა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რათა გამოსასვლელი სუფთად გავიარო. ამას მოსდევს ჩქაროსნული ტეხილი და მოკლე სწორი მონაკვეთი, რის შემდეგაც გზა აღმართს შეუყვება.

ამ ადგილას ასფალტი უსწორმასწოროა. მეხუთე მოსახვევიდან გამოსვლისას, აღმართის უმაღლეს წერტილს გავდივართ, შემდეგ კი მოსახვევების S-კომბინაციას მივადგებით. ეს ძალიან ვიწრო და ნელი მოსახვევია, რომლის გავლისას, ფაქიზად უნდა გამოვიყენოთ ბორდიური. შემდეგი მოსახვევები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს: ჯერ მარცხენა ტეხილი, რომელსაც თითქმის სიჩქარის შეუმცირებლად გავდივართ, მას კი ძალიან საინტერესო მარჯვენა მოსახვევი მოსდევს. აქ, მარცხენა მხარეს, ყოველთვის ბევრი მაყურებელი იყრის თავს.

ამის შემდეგ კი ბოლოსწინა მოსახვევს ვუახლოვდები. ეს მოსახვევი ბოქსების უკან მდებარეობს. აქედან გამოსასვლელში ძალიან უსწორმასწორო ასფალტია. ბოლო მოსახვევს ვუახლოვდები, რომლის სწორად გავლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აქაც გამოსასვლელში ბევრი დაბორცვილი ადგილია, რის გამოც, მანქანას იდეალურად ვერასდროს იმორჩილებ. მოსახვევი გამოსასვლელისკენ ფართოვდება და მას სტარტ/ფინისშის სწორზე გამოვყავართ...

No comments:

Post a Comment