ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, July 28, 2010

ეკლსტოუნი გუნდების რაოდენობის შემცირებას მოელის

Ecclestone suspects grid will shrink

28 ივლისი

ბერნი ეკლსტოუნი ეჭვობს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, ფორმულა 1-ს ერთი, ან ორი გუნდი გამოაკლდება. ის თვლის, რომ მხოლოდ ”ლოტუსია” ის ახალი გუნდი, რომლის დაკარგვაც დასანანი იქნებოდა.

გარდა ამისა, ”დეილი ტელეგრაფთან” საუბრისას, ბერნიმ განაცხადა, რომ არ ღირს, ზედმეტი ყურადღების მიქცევა იმ ფაქტისადმი, რომ ”რენომ” სატელევიზიო შემოსავლების წინასწარი გადახდა მოითხოვა. ის დარწმუნებულია, რომ ენსტოუნში ბაზირებულ ფრანგულ გუნდს ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. თუმცა სხვა გუნდებთან დაკავშირებით, ნაკლებ ოპტიმიზმს ავლენს.

”მე ვიცი, რომ ”რენოს” მოთხოვნა, მისი მფლობელების კორპორატიული მართვის სისტემასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ მათ მფლობელობაში მყოფი ერთი კომპანიიდან მეორეს თანხა გადაურიცხონ, მმართველთა საბჭოს მოწვევა მოუწევთ და მათი თხოვნაც სწორედ ამას უკავშირდება. მაგრამ მათ პრობლემა უკვე მოაგვარეს და ყველაფერი წესრიგში აქვთ. თუმცა სულაც არ გამიკვირდება, თუ ამ სეზონის ბოლომდე, ერთი ან ორი გუნდი ვერ მიაღწევს. ფორმულა 1-ში არის რამდენიმე გუნდი, რომლებიც აქ არ უნდა იყვნენ”, - ამბობს ეკლსტოუნი.

ის დასძენს, რომ მართალია, მომავალი სეზონისთვის, ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობის 13-მდე გაზრდაა გადაწყვეტილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება და არც იმას გამორიცხავს, ოდესმე ფ1-ის მონაწილე გუნდების რაოდენობა ისევ 10-მდე შემცირდეს.

როგორც ცნობილია, ამ სეზონში ჩემპიონატს სამი გუნდი - ბრიტანული ”ვირჯინი”, ბრიტანულ-მალაიზიური ”ლოტუსი” და ესპანური ”ისპანია” დაემატა. ამათგან მხოლოდ ”ლოტუსმა” შეძლო აშკარა პროგრესირება და სეზონის შუაწელში უკვე ძველი სუსტი გუნდების დონემდეც კი შეძლო მიღწევა. ”ვირჯინს” და განსაკუთრებით კი ”ოსპანიას” კი ძალიან უჭირთ. ამ სეზონის კიდევ ერთი ახალბედა ამერიკული US F1 უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამან დროულად მომზადება ვერ შეძლო და მის ადგილზე, მომავალი სეზონისთვის რამდენიმე ახალი გუნდი აცხადებს პრეტენზიას.

”გუნდების ოპტიმალური რაოდენობა ათია. ”ლოტუსი” კარგი სახელია და მის კიდევ ერთხელ დაკარგვას არ ვისურვებდი. ახალი გუნდების შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. იმისათვის, რომ პელოტონის ბოლოში ყოფილიყვნენ, მათი ჩემპიონატში გამოსვლა საჭირო არ იყო. არა მგონია, ეს გუნდები ჩემპიონატში რომ არ დაგვეშვა, ამით რბოლებს ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა. არც ტელემაყურებელთა რაოდენობა დაგვაკლდებოდა და არც გაზეთები შეწყვეტდნენ ფ1-ზე წერას”, - დასძენს ეკლსტოუნი.

No comments:

Post a Comment