ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 31, 2010

ჰუნგარორინგის აბსოლუტური რეკორდი ფეტელისგან

Vettel on pole in Hungary for rampant Red Bull

31 ივლისი

სებასტიან ფეტელი ასპარეზობისას

..............................

”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი ერთადერთი ავტომრბოლია, ვინც ჰუნგარორინგის ერთი წრის გავლას, წუთსა და 19 წამზე ნაკლები მოანდომა. რაც მთავარია, ამ შედეგით მან უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო, რისი წყალობითაც, მიმდინარე სეზონში, მეშვიდე რბოლას დაიწყებს პოულ პოზიციიდან. თუმცაღა, ისიც აღსანიშნავია, რომ წინა 6 პოულიდან, მხოლოდ ერთი რბოლის მოგება შეძლო (სულ ამ სეზონში ორი აქვს მოგებული).

ფეტელმა თითქმის 0.4 წამით გააუმჯობესა ჰუნგარორინგის წინა აბსოლუტური რეკორდი, რომელიც 2004 წლის შემდეგ, მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მეორე საკვალიფიკაციო სესიის გავლა ვერ შეძლო და რბოლას მე-14 ადგილიდან დაიწყებს. მასავით ხელი მოეცარა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს, რომელსაც მოწინავე ათეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

”ძალიან კარგია, რომ პოულის მოპოვება შევძელი. ამ სეზონში ეს რამდენჯერმე შევძელი და ვიმედოვნებ, რომ მოწინავე პოზიცია, ხვალინდელი რბოლის მოგებაში დამეხმარება”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს 0.419 წამით აჯობა.

”დღეს საკმაოდ სწრაფი ვერ ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტი ვერ შევძელი და ამიტომ, მეორე ადგილი დავიმსახურე. სებასტიანი ძალიან სწრაფი იყო და მან ეს პოული სრულებით დაიმსახურა. ხვალ ძალიან საინტერესო სტარტი გვექნება. რბოლაც საინტერესო უნდა იყოს და ვეცდებით, მისი მსვლელობისას, მოწინავე პოზიციები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა უებერმა, ვისაც ამ სეზონში ფეტელზე ერთით მეტი - სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

მეორე სასტარტო რიგს ”ფერარის” პილოტები - ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრაზილიელი ფელიპე მასა დაიკავებენ. ალონსომ ფეტელთან წამზე მეტი წააგო და ნარბოლევს განაცხადა, მესამე ადგილი საუკეთესო შედეგია, რისი მიღწევაც დღეს შემეძლოო.

”ვიცით, რომ ამ ტრასაზე გასწრება ძალიან ძნელია. ამიტომ, სტარტს, პირველ მოსახვევს და პირველ წრეს, რბოლის საბოლოო შედეგის 60-70 პროცენტით გადაწყვეტა შეუძლია”, - განაცხადა ესპანელმა.

ფეტელს თითქმის ორი წამით ჩამორჩა ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, ვინც გაოგნებულმა განაცხადა, წარმოდგენა არ მაქვს, რა გაუკეთეს თავიანთ მანქანას ”რედ ბულში”, მაგრამ მათი შედეგები გამაოგნებელიაო. ჰამილტონი იმაზეც დარდობს, რომ უნგრეთის ეტაპის შემდგომი უქმე პერიოდი მისი გუნდისთვის სასარგებლო არ იქნება და ამის გამო, ”მაკლარენს” არც შემდგომ ეტაპებზე ექნება მეტოქეთა დაწევის შანსი - უნგრეთის შემდეგ, ფორმულა 1-ს ერთთვიანი შვებულების პერიოდი დაუდგება, რომლის პირველი ორი კვირის განმავლობაშიც, გუნდების ფაბრიკები დაიხურება, რადგან იქ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება აიკრძალება.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:18.773

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.184

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:19.987

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:20.331

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.499

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:21.082

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:21.229

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:21.328

9. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:21.411

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:21.710

- - - - - - - - - -

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.292

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:21.331

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:21.517

14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:21.630

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:21.897

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:21.927

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:21.998

- - - - - - - - - -

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:22.222

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:24.050

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:24.120

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:24.199

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:25.118

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:26.391

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:26.453

No comments:

Post a Comment