ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, July 23, 2010

”ფერარიმ” სისწრაფეს მოუმატა

Hamilton crashes, Alonso sets the pace

23 ივლისი

ალონსომ ”ფერარის” იმედი დაუბრუნა
..............................
გერმანიის მიწა ფორმულა 1-ის ქარავანს უამინდობით დაუხვდა. ყოველ შემთხვევაში, პირველი თავისუფალი პრაქტიკა წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, სველმა ტრასამ კი პილოტებს შეცდომები გაუადვილა. ვარჯიშის ყველა მონაწილემ, ერთხელ მაინც დაკარგა თავის მანქანაზე კონტროლი. მათში ყველაზე მეტად კი ლუის ჰამილტონმა იზარალა, რომელმაც თავისი ”მაკლარენი” გვარიანად დააზიანა.
შუმახერმა ორი განსხვავებული ვარჯიში ჩაატარა
..............................
ჰამილტონს მეორე პრაქტიკაც თითქმის მთლიანად გაუცდა. მხოლოდ ბოლო 12 წუთი შეძლო ასპარეზობა, თუმცა ესეც ეყო იმისათვის, რომ მეშვიდე საუკეთესო დრო დაეფიქსირებინა. მაგრამ მისთვის და მისი თანაგუნდელ ჯენსონ ბატონისთვის ორივე პრაქტიკა მაინც მნიშვნელოვანი გამოდგა - მათი დასრულებისთანავე, ”მაკლარენმა” გამოაცხადა, რომ კვალიფიკაციასა და რბოლაზეც, ორივე ავტომობილზე ახალ ”ჩასაბერ” დიფუზორსა ძირს გამოიყენებენ. ესე იგი, ეს ორივე ელემენტი საკმარისად სრულყოფილია იმისათვის, რომ პილოტებმა მათით იხეირონ. სხვათა შორის, ჰოკენჰაიმის ტრასაზე გასვლის წინ, სწორედ ამას იმედოვნებდნენ ჰამილტონიც და ბატონიც.

ადრიან სუტილი წვიმიან ლატარეაში ყველაზე იღბლიანი გამოდგა

..............................

”პირველ პრაქტიკაზე მანქანა ძალიან დავაზიანე. მესამე მოსახვევის გავლისას, შემთხვევით სიჩქარის შემზღუდველზე მომიხვდა ხელი, რამაც უეცრად ჭარბი მოხვევადობის ეფექტი შექმნა და მოვცურდი. მანქანის გასწორება ვცადე, მაგრამ ბალახზე მაინც გადავედი, სადაც უკვე მგზავრის როლში აღმოვჩნდი - საჭის გაკონტროლება იქ შეუძლებელი აღმოჩნდა”, - ნარბოლევს ყვებოდა ჰამილტონი.

ინციდენტის შედეგად, მანქანის ოთხივე საკიდარი დაზიანდა, რის გამოც, მის რემონტს ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. როგორც ყოველთვის, გუნდის პერსონალმა ბრწყინვალედ იმუშავა და მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა მეორე პრაქტიკაზე გასვლა მაინც მოახერხა.

ჰამილტონის დამტვრეული მანქანა

..............................

პირველ პრაქტიკაზე მესამე შედეგი აჩვენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბატონმა, თუმცა მეორე პრაქტიკაზე მხოლოდ მე-15 შედეგს დასჯერდა. მაგრამ როგორც გაირკვა, ”მაკლარენი” ორივე მანქანას რბოლებისთვის ამზადებდა და პილოტების მიზანი სულაც არ იყო კარგი შედეგების ჩვენება.

ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო შედეგი ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, რომელმაც, როგორც იქნა, თავის გუნდს წარმატების იმედი დაუბრუნა. მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა მისმა ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ. მათ შორის ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი ჩადგა, მეოთხე შედეგს მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი დასჯერდა.

ყოველივეს მიუხედავად, ნარბოლევს ალონსომ თავშეკავებული კომენტარი გააკეთა: ”ადრეც არაერთხელ მომხდარა, რომ თავისუფალ პრაქტიკებზე სწრაფები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლებოდა. ”რედ ბული” აშკარად სწრაფია და იმისათვის, რომ კვალიფიკაციაშიც წინ ვიყოთ, რაღაც არაორდინარულის გაკეთება მოგვიწევს”.

პირველ პრაქტიკაზე ხელი მოეცარა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს. ეს იმ დროს, როცა ცხრილის სათავეში მისი თანამემამულე ადრიან სუტილი მოექცა. თუმცა, მეორე პრაქტიკაზე შუმიმ მეექვსე შედეგი დააფიქსირა და ამით კმაყოფილიც დარჩა - თუ იგივეს კვალიფიკაციაზეც შევძლებ, მაშინ ეს წარმატება იქნება და იქნებ, რბოლაში უფრო წინაც წავიწიოო.

გერმანიის დიდი პრიზი

პირველი პრაქტიკა

1. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:25.701

2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:26.850

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.936

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.947

5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:26.948

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.448

7. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:28.114

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:28.193

9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:28.300

10. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:28.486

11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:28.735

12. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:28.735

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:28.903

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.048

15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.280

16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:29.366

17. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.429

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:29.500

19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:29.684

20. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:29.690

21. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:30.938

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:31.720

23. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.450

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:32.791

მეორე პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16.265

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:16.294

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:16.438

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.585

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:16.827

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.971

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.004

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:17.009

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.056

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:17.204

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:17.336

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.547

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:17.573

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:17.701

15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.739

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:17.871

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:18.147

18. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:19.327

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:19.553

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:20.008

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:20.106

22. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.377

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:21.988

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:23.066

No comments:

Post a Comment