”მაკლარენს” ჩასაბერი დიფუზრი ჯერ არ გამოსდის
McLaren 'behind the curve' on diffuser
28 ივლისი
”მაკლარენის” საინჟინრო შტაბის დირექტორი პადი ლოუ ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორის შემუშავების პროცესის მხრივ, მისი გუნდი კონკურენტებს ჩამორჩება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ გერმანიის დიდი პრიზის დროს, ”მაკლარენის” ორივე პილოტი ”ფერარის” და ”რედ ბულის” ჩრდილში აღმოჩნდა.
ჰოკენჰაიმის რბოლაში,”ფერარი” დომინირებდა, რომელსაც მეტნაკლები კონკურენცია ”რედ ბულმა” გაუწია. ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს და გამარჯვებულ ფერნანდო ალონსოს 25 წამზე მეტით ჩამორჩნენ.
ჩასაბერი დიფუზორის პიონერი ”რედ ბულ რეისინგია”, რომელიც ამ აეროდინამიკურ ელემენტს სეზონის დასაწყისიდან იყენებს. ”ფერარიმ” ასეთი ელემენტი პირველად ევროპის დიდ პრიზზე, ვალენსიას რბოლისას გამოიყენა და მას შემდეგ, მის დახვეწაზე მუშაობდა. ”მაკლარენმა კი მსგავსი დიფუზორის გამოყენება პირველად ბრიტანეთის დიდ პრიზზე სცადა, თუმცა თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, რბოლაში მისი გამოყენებისგან თავის შეკავება ამჯობინა. გერმანიაში კი ის კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც გამოიყენა.
მაგრამ, როგორც ლოუ ამბობს, ახალი აეროდინამიკური ელემენტი ჯერ სრულყოფილი არაა და იმ ეფექტს ვერ იძლევა, რომელსაც მისგან ელიან. და მაინც, ჰოკენჰაიმამდე, მისი იმ დონემდე მომზადება მოესწრო, რომ რბოლაში გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი.
”შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დიფუზორის შემუშავების საკითხში, ჩვენ ”ფერარის” რამდენიმე რბოლით ჩამოვრჩებით, ”რედ ბული” კი ნახევარი სეზონით წინაა. ჰოკენჰაიმის წინ, ჩვენ იმ ზღვარს მივაღწიეთ, რომ ამ დიფუზორის რბოლის დროს გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი. რაც მთავარია, სისტემა გამძლეა და მანქანის შესაძლებლობებს აუმჯობესებს. ის ფაქტი, რომ დიფუზორის შემუშავების მხრივ, უკან ვართ, იმის იმედს მაძლევს, რომ მალე მეტოქეებს დავეწევით. იმედი მაქვს, რომ უნგრეთში ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით”, - ამბობს ლოუ და დასძენს, რომ არასწორია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მეტოქეების განვითარება უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ”მაკლარენისა”.
”ტაბულაზე მარტო მშრალი რიცხვები ჩანს, რომელთა მიხედვითაც ვერ იტყვით, რა ტემპით ვითარდება ესა თუ ის გუნდი. სეზონის განმავლობაში, ჩვენი მანქანების სისწრაფე ორი ან მეტი წამით იზრდება, მაგრამ ეს რბოლებისას ნაკლებადაა შესამჩნევი, რადგან ერთ ადგილს არც სხვები ტკეპნიან. გუნდებს შორის სხვაობა მაშინ ვლინდება, როცა ამათუიმ დეტალის სრულყოფას ასრულებენ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ”რედ ბულმა” და ”ფერარიმ” უკვე დაასრულეს აეროდინამიკური ჰაერსადინარების სრულყოფა. ჩასაბერი დიფუზორის შემუშავების და სრულყოფის პროცესში კი ჩვენ ოდნავ უკან ვართ, რადგან ეს პროცესი გვიან დავიწყეთ. ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ გერმანიაში მათზე ოდნავ უკან ვიყავით”, - განმარტავს ლოუ.
”მაკლარენის” მთავარი ინჟინერი იქადნის, რომ მისი გუნდის მანქანები უნგრეთში ისევ კონკურენტუნარიანები იქნება. მისი თქმით, არის ნიუანსები, რომლებიც ჰუნგარორინგზე მისი მანქანის სასარგებლოდ არ მუშაობს, თუმცა ისეთი ნიუანსებიცაა, რომლებიც ”მაკლარენს” უპირატესობას მიანიჭებს.
No comments:
Post a Comment