ბულგარეთის რალი ლოებმა მოიგო
Loeb wins in Bulgaria to extend title lead
11 ივლისი
როგორც მოსალოდნელი იყო ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - ბულგარეთის რალი. ეს მიმდინარე სეზონში ლოების მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მან პილოტთა კლასიფიკაციაში თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, ფრანგ სებასტიან ოჟიესთან 51 ქულამდე გაზარდა.
36 წლის ლოებმა, ვინც ზედიზედ მეშვიდე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, რბოლის ფინიშთან, ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს 29.5 წამით მიასწრო. ამგვარად, ფრანგი სუპერ რალისტის მიერ კარიერაში მოპვებულ გამარჯვებათა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. პირად კლასიფიკაციაში მას 151 ქულა აქვს, 100 ქულით, მეორეზე სორდოა, 86 ქულით კი მესამე ადგილზე ფინელი მიკო ჰირვონენი იმყოფება.
ბულგარულ ეტაპზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში პირველად შედის, ლოებმა რბოლის პირველი ხუთი სპეცმონაკვეთი მოიგო და სოლიდურ უპირატესობას მიაღწია. შემდეგ კი რისკისგან თავის შეკავება ამჯობინა და ცალკეული სპეცმონაკვეთების მოსაგებად თავი არც შეუწუხებია. თუმცა, გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
”ჩემთვის ყველანაირად კარგი რბოლა იყო. შესანიშნავი სტარტი ავიღე და საერთოდ, პირველი დღე უშეცდომოდ ჩავატარე. მეორე დღეს კი ჩემი მიზანი ლიდერობის შენარჩუნება იყო. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც ჰქონდა, რომ ძნელ პირობებში გვიწევდა ასპარეზობა. ამ დროს, მთავარი იყო, რომ შეცდომა არ დამეშვა:, - განაცხადა ლოებმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლო 16 საასფალტო რბოლა აქვს მოგებული.
მოკლედ, რეალური ბრძოლა მხოლოდ ნორვეგიელ პეტერ სოლბერგსა და სორდოს შორის მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაიმართა და ის საბოლოოდ, ესპანელის გამარჯვებით დასრულდა. არადა, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონმა სოლბერგმა ბოლო შვიდი სპეცმონაკვეთიდან ხუთი მოიგო.
მეოთხე ადგილიც ”სიტროენის” მანქანით მოასპარეზე პილოტმა - ოჟიემ მოიპოვა. ამგვარად, 1993 წლის რალი საფარის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, რომ პირველ ოთხ ადგილზე, ერთი კომპანიის მანქანებით მოასპარეზე პილოტები გავიდნენ. მაშინ პირველი ოთხი პოზიცია ”ტოიოტას” პილოტებმა დაიკავეს.
რაც შეეხება ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, ის საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდა. არადა, პირველი დღის ბოლო სპეცზე ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც 26-ე ადგილზე იყო. საბოლოოდ, ლოებთან მან 14 წუთზე მეტი წააგო.
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი ფინეთში, 29-31 ივლისს ჩატარდება.
ბულგარეთის რალის საბოლოო შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:02:39.200
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:29.500
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:36.300
4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 01:55.000
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 03:17.800
6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 04:28.500
7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 05:25.200
8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 07:04.000
9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 09:28.600
10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 13:06.000
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 151 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 100; 3. მიკო ჰირვონენი - 86;
4. იარი-მატი ლატვალა - 80; 5. პეტერ სოლბერგი - 78; 6. დანიელ სორდო - 67;
7. მეტიუ უილსონი - 40; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა) – 26; 9. ჰენინგ სოლბერგი - 25;
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი) – 15; 11. მადს ოსტბერგი (ნორვეგია) – 10;
12. პერ-გუნარ ანდერსონი - 7; 13. ქსავიერ პონსი (ესპანეთი) – 6;
14. იარი კეტომაა (ფინეთი) – 4; 15. ფრიგის ტურანი - 4; 16. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი) – 2;
17. დენის კუიპერსი (ჰოლანდია) – 2; 18. ხალიდ ალ ყასიმი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) – 2;
19. არმინდო არაუჟო (პორტუგალია) – 1; 20. აარონ ბურკარტი (გერმანია) - 1
კონსტრუქტორთა თასი
No comments:
Post a Comment