ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, September 10, 2011

მოკლე გადაცემები - ფეტელის გამარჯვების ფორმულა?

Gear ratio key in Vettel's victory chances at the Italian Grand Prix
10 სექტემბერი
როგორც მისი მეტოქეები ამბობენ, სებასტიან ფეტელი იტალიის დიდი პრიზის მოგებას შეძლებს, თუ დასაწყისშივე შეძლებს მეტოქეების შორ მანძილზე ჩამოტოვებას. მართალია, კვალიფიკაციაზე მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამას გადაცემათა კოლოფში შედარებით მოკლე გადაცემების წყალობით მიაღწია, რაც რბოლაში უპირატესობას ვერ მისცემს.

პირიქით, მოკლე გადაცემები გერმანელს ცუდ სამსახურს გაუწევს, თუ მას უკანა რეგულირებადი ფრთის (DRS) მოქმედების ზონაში, ვინმე ”კუდზე დააჯდება” - ამ დროს, მდევარი ფეტელის მოკლე გადაცემით მიღებულ მცირე უპირატესობას, ფრთის წყალობით აღმოფხვრის. ჟურნალმა ”ავტოსპორტმა”, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, ტოპ ილოტების მაქსიმალური სიჩქარეების შედარებაც კი მოასწრო და გაირკვა, რომ ფეტელს ყველაზე დაბალი სიჩქარე ჰქონდა, რაც სწორედ ”დაახლოებული” გადაცემების შედეგია.
ამ მონაკვეთში ყველაზე მაღალი სიჩქარე - 342.2 კმ/სთ ფერნანდო ალონსოს ”ფერარის” ჰქონდა. ამ მაჩვენებლით მეორეა ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი - 336.1 კმ/სთ. შემდეგ კი მოდიან: ჯენსონ ბატონი (333.1 კმ/სთ), ჰამილტონი (332.7 კმ/სთ) და ბოლოს )ტოპ პილოტებს შორის) ფეტელი - 327.7 კმ/სთ. ფინიშის ხაზთან ყველაზე მაღალი სიჩქარე - 323.5 კმ/სთ, მიხაელ შუმახერს აღმოაჩნდა. შემდეგ მოდიან: ალონსო (321.3 კმ/სთ), ბატონი (319.4 კმ/სთ) და ჰამილტონი (318.4 კმ/სთ). სტარტ/ფინიშის ხაზთან ფეტელის სიჩქარე 316.6 კმ/სთ იყო.
ამ მონაცემებმა ფეტელის მეტოქეებს იმის იმედი მისცა, რომ რბოლისას ისინი გერმანელს შორს წასვლის საშუალებას არ მისცემენ და მასთან პაექრობას შეძლებენ. ისინი თვლიან, რომ ფეტელს პოზიციის დაცვა ძალიან გაუჭირდება, თუ მას ფრთის ზონაში წამის სიშორეზე მიუახლოვდებიან. გარდა ამისა, თავად ამავე ფრთის გამოყენებით გასწრება გაუჭირდება.
აი, რას ამბობს ”ფერარის” ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი: ”მოსახვევიდან 400-500 მეტრის გავლის შემდეგ, ფეტელის მანქანაზე, ძრავის ბრუნვების შემზღუდველი ირთვება. ეს კი ნიშნავს, რომ მის კოლოფში გადაცემები ძალიან მოკლეა. ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემზღუდველის ჩართვამდე, ის ჩვენზე სწრაფი არაა. უებერის მანქანაზე გაცილებით გრძელი გადაცემებია. სებასტიანმა ასე აირჩია და უნდა ითქვას, რომ უკანა ფრთის ფაქტორის გარეშე, ის ამით მხოლოდ მოიგებდა. მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარად იქნება”.
იგივე აზრისაა ბატონიც: ”თუ მარკის და სებასტიანის გამოსვლებს შეადარებთ, აშკარად მიხვდებით, მათ შორის კვალიფიკაციის წინ, ვინ უფრო თავდაჯერებული იყო. ვფიქრობ, სებს სტარტიდანვე დაწინაურების იმედი აქვს. და თუ ვინმეს გასწრება დასჭირდა, ძალიან გაუჭირდება. ფრთის ზონაში, მის მანქანაზე ბრუნვების შემზღუდველი მუშაობს და ამის გამოა, რომ თითქმის მთელ სწორზე, მისი სიჩქარე 327 კმ/სთ-ია და ის პრაქტიკულად არ იცვლება. ეს საკმაოდ რისკიანი ტაქტიკაა. ვფიქრობ, თუ დავეწევით, მას თავდაცვა ძალიან გაუჭირდება”.
კიდევ უფრო ოპტიმისტურ განწყობაზეა ჰამილტონი, ვინც დარწმუნებულია, რომ ”მაკლარენს” დუბლით მოგება შეუძლია: ”ეს უბრალოდ ოპტიმიზმია, რის საფუძველსაც პრაქტიკები გვაძლევს. ჩემი აზრით, აქ პოულიდან სტარტის აღება არც ისე მომგებიანია. პირველ მოსახვევამდე საკმაოდ დიდი მანძილია, რომელზეც გასწრება ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, ”რედ ბულთან” ტოლსწორად პაექრობა ვერ უნდა შევძლოთ”.
ჰამილტონი დასძენს, რომ ზედმეტ რისკს მოერიდება, რადგან მიაჩნია, რომ ტიტულის შანსს ჯერაც ინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათემატიკური შანსები იქნება, ის ბრძოლას გააგრძელებს.

No comments:

Post a Comment