ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, May 9, 2010

მონაკოში კვალიფიკაცია ჩვეულებრივი ფორმატით ჩატარდება

Monaco qualifying to remain unchanged

9 მაისი

ბარსელონაში გუნდებმა მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო ფორმატის ერთჯერად შეცვლაზე ითათბირეს. მაგრამ საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და რბოლაც იმავე პრინციპით, სამ სეგმენტად ჩატარდება, როგორც სხვა ეტაპებზე.

ზოგიერთი გუნდის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ორ ეტაპად ჩატარებულიყო. ამასთან, პირველის გამოტოვების უფლება საუკეთესო სამ, ან ოთხ გუნდს მიეცემოდა. ამით კი მონაკოს ვიწრო ქუჩებში, სწრაფი და ნელი მანქანების ტრასაზე ერთდროულად ყოფნის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდებოდა.

მაგრამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც კვალიფიკაციის განსხვავებული ფორმატით ჩატარების იდეას ხმა არ მისცა, ”ლოტუსია”, რომლის შეფმა ტონი ფერნანდესმა როიტერსთან საუბარში განაცხადა, რომ რბოლის ორ ნაწილად გაყოფით, მისი სანახაობრივი მხარე იზარალებს, რაც დაუშვებელია.

ახალ ფორმატს ემხრობოდა ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტი ლუის ჰამილტონი, ვინც მონაკოს რბოლა ორი წლის წინ, მისთვის საჩემპიონო სეზონში მოიგო. ”არის იმის შანსი, რომ ტრეფიკის გამო, ზოგიერთმა სწრაფი წრის გავლაც კი ვერ შეძლოს. ასე კი შოუსაც დაეკარგება თავისი ფასი”, - ამბობს ჰამილტონი.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად პრობლემურია ტრასაზე ერთდროულად სწრაფი და ნელი მანქანების ყოფნა, ესპანეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის საუკეთესო და ბოლო ადგილის შედეგებს შორის სხვაობას მოგიყვანთ: პოულის მფლობელმა მარკ უებერმა მონტმელოს ტრასა წუთსა და 19.995 წამში გაიარა, ბოლოზე გასული ბრუნო სენას შედეგი კი 1:27.122 იყო.

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში თვლის, რომ კვალიფიკაციის პირველ სესიაზე, მონაკოს ტრასაზე ერთდროულად ასეთი განსხვავებული სიჩქარის მქონე მანქანების გამოსვლა ძალიან სახიფათო იქნება. ”ეს ძალიან კლაუსტროფობული ტრასაა, რომელზე გამოსვლის დროსაც, ნელ პილოტებს სულ სარკეებში ყურება მოუწევთ იმისათვის, რომ სწრაფები არ დაბლოკონ და ამის გამო არ დაჯარიმდნენ. ასეთ დროს კი შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. არა მგონია, ასეთი განსხვავებული სიჩქარის მქონე მანქანების ტრასაზე ერთდროულად ყოფნა სანახაობრივად საინტერესო იყოს”, - ამბობს უიტმარში.

1 comment:

  1. გაუმარჯოს. ერთი პრობლემა მაქვს გერმანიიდან ჩამოვედი ერთი თვის წინ იქ RTL-ზე პარასკების თავისუფალი ვარჯიშების გარდა აჩვენებდენ პირაპირ მაგათი Live-Stream ინტერნეტში კიდე სხვა ქვეყვებიდან IP-სთვის ჩაკეტილია ეტყობა proxy-იც ვერ ვიპოვე რამე რო იმუშაოს. მოკლედ ეტზობა მოყვარული ხარ შენც, რამე არ იცი ინტერნეტში რო უყურო? თეფში არ მაქ მარა მაინც მომწერე მაგაზეც რამე თუ იცი.

    წინასწარ მადლობ პასუხისთვის
    oniashvili60@gmail.com

    ReplyDelete