პორტუგალიის რალის ოჟიე ლიდერობს
Ogier pulls away at end of day one
28 მაისი
პორტუგალიაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - პორტუგალიის რალი, რომლის პირველი დღის შემდეგაც, ლიდერობა ფრანგმა სებასტიან ოჟიემ (სურათზე) იგდო ხელთ. მან ექვსიდან 5 სპეცმონაკვეთი მოიგო და მეორე ადგილზე მყოფ ესპანელ დანიელ სორდოს 26.6 წამს უგებს. ლიდერს 44.8 წამით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ლოები.
თავიდან რბოლას სათავეში სორდო ჩაუდგა, თუმცა მალევე ის ოჟიემ ჩამოაქვეითა და დღის ბოლომე წინ აღარავინ გაუშვია. თუმცა ლიდერობა მას ძვირად დაუჯდება - მეორე დღის სპეცმონაკვეთებზე, ტრასაზე პირველს ლიდერს მოუწევს გასვლა, რაც გაუკვალავ გზაზე საქმეს გაურთულებს.
”ძალიან კარგი დღე მქონდა. თავიდანვე რისკის ზღვარზე ვასპარეზობდი, თანაც მანქანამაც კარგად იმუშავა. ხვალ გაცილებით გამიჭირდება, რადგან გზაზე პირველი გავალ ხოლმე, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, შეცდომები არ დავუშვა”, - განაცხადა ოჟიემ.
სხვათა შორის, კარგა ხანს სორდო ლიდერთან 8-წამიან ჩამორჩენას ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ, ბოლო სპეცმონაკვეთზე, მუხრუჭებმა ლამის უმტყუნა და ამის გამო, ტემპი დაკარგა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ფინიშს მივაღწიეო, - ნარბოლევს განაცხადა სორდომ.
მომდევნო სამ პილოტს - ლოებს, ფინელ მიკო ჰირვონენს და ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს სულ 5.1 წამი აშორებს. კიმი რაიკონენი კი მეათე ადგილზეა, ლიდერთან 3 წუთზე მეტი ჩამორჩენით.
პორტუგალიის რალი
პირველი დღის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 1:20:34.400
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +0:26.600
3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:44.800
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:46.900
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:49.900
6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:02.800
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:20.700
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 01:54.600
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 02:37.300
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:18.100
No comments:
Post a Comment