ოჟიემ ლიდერობა შეინარჩუნა
Ogier holds Loeb at bay after day two
29 მაისი
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის რალის მეორე დღეს, როგორც ლიდერი, სპეცმონაკვეთებს ხსნიდა, ”სიტროენის” ფრანგმა მრბოლმა სებასტიან ოჟიემ პირველ დღეს მოპოვებული ლიდერობა, სულ რაღაც ხუთწამიანი დანაკარგით შეინარჩუნა. ოღონდ, ამჯერად მისი უახლოესი მდევარი ესპანელი დანიელ სორდო კი არა, ფრანგი სებასტიან ლოებია.
პირველი დღის შემდეგ, ლოები ოჟიეს 46 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა დილის სპეცმონაკვეთების შემდეგ, ჰანდიკაპი განახევრდა. მაგრამ მოგვიანებით, ლოებმა ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება ვეღარ მოახერხა.
”ყველანაირად ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება, სწრაფი ვყოფილიყავი. დღეს გუშინდელზე მეტად გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩი. ხვალაც ტრასაზე პირველს მომიწევს გასვლა, მაგრამ მთავარია, რომ უახლოეს მდევარს იმდენივეს ვუგებ, რამდენსაც გუშინ”, - განაცხადა ოჟიემ.
მესამე დღეს სულ ოთხი გრძელდისტანციანი სპეცმონაკვეთია, რის გამოც, ლოები თვლის, რომ ლიდერობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. ”ჩამორჩენა სოლიდურია და ოჟიეც ძალიან კარგად ასპარეზობს. დღეს მასაც თითქმის ისეთივე შედეგები ჰქონდა, როგორიც მე. თანაც, საბურავები პრაქტიკულად არ დაზიანებია. მე კი საბურავებს ზედმეტად ვუფრთხილდებოდი, რის გამოც, დრო დავკარგე. ხვალ ტრასაზე მეორე გავალ. ასე რომ საკმაოდ ძნელი ბრძოლა მელის”, - განაცხადა ლოებმა.
სორდოს საბურავებმა რამდენჯერმე შეუქმნა პრობლემა, რის გამოც, ესპანელი მეორედან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ახლა მას პირველობისთვის ბრძოლის შანსი თითქმის არ აქვს, რადგან ლიდერს წუტზე მეტით ჩამორჩება.
პორტუგალიის რალი
მეორე დღის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 2:50:48.100
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:21.100
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:52.200
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:05.700
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:13.900
6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:02.800
7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 04:41.800
8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 05:36.700
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 07:29.700
10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 07:55.100
No comments:
Post a Comment