ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 7, 2010

მეორე პრაქტიკა ”რედ ბულისაა

Red Bull back on top in Spain

7 მაისი

ფეტელი რბოლისას

..................................................

მეორე პრაქტიკაზეც მიხაელ შუმახერმა მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამჯერად კი მის წინ ორი ადგილი ”რედ ბულის” პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა დაიკავეს. საერთოდ კი, მოწინავეთა შედეები წამზე მეტით გაუმჯობესდა. შუმახერმა კი ამჯერადაც აჯობა თავის ახალგაზრდა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს აშკარად გამოადგა ძველი შასი, რომელსაც ის წინასასეზონო ტესტების დროს იყენებდა. ოღონდ, ამ შასის ბაზა აქვს დაგრძელებული და ამგვარად, ის უკეთ მიესადაგება გერმანელის მართვის სტილს, ვიდრე ის შასი, რომლითაც მან სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე იასპარეზა.

შუმახერის საუკეთესო შედეგი 0.792 წამით უარესი გამოდგა პრაქტიკის საუკეთესო შედეგზე, რომელიც ფეტელმა დააფიქსირა. როსბერგი კი ამჯერად მეშვიდე შედეგს დასჯერდა. ამჯერად მეოთხე დრო ჰქონდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, ვინც ”ფერარის” მანქანით პირველ საშინაო რბოლაში მონაწილეობს.

ცნობისათვის, ესპანეთის დიდ პრიზზე, რომელიც ბარსელონას კატალუნია მონტმელოზე ტარდება, დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციის შედეგებს - უკვე ცხრა სეზონია, რბოლას ის პილოტი იგებს, ვინც სტარტს პოულ პოზიციიდან იღებს. ამგვარად, ”რედ ბულის” პილოტებმა, სეზონის პირველი ევროპული რბოლის მოსაგებად, შესანიშნავი განაცხადი გააკეთეს.

მეორე პრაქტიკის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:19.965

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.175

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:20.757

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:20.819

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.191

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:21.202

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:21.271

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:21.302

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.364

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდი) 1:21.518

11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:21.672

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:21.904

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:21.931

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:22.184

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:22.192

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:22.435

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:22.449

18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:22.765

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:24.209

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:24.894

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:25.066

22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:25.972

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:26.152

24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:26.596

No comments:

Post a Comment