ჯერჯერობით, უსწრაფესი ჰამილტონია
Hamilton leads McLaren one-two in Turkey practice
18 მაისი

თურქული დიდი პრიზის პირველი თავისუფალი პრაქტიკა ”მაკლარენის” პილოტების დომინირებით ჩატარდა. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა თითქმის წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს და ცხრილის სათავეში დამკვიდრდა.
ბატონს, ვინც თურქული ეტაპის შარშანდელი გამარჯვებულია, მცირედით ჩამორჩა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც კვლავ უკან მოიტოვა თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი. კიდევ ერთი გერმანელი, შევასტიან ფეტელი მეხუთე შედეგს დასჯერდა.
სხვათა შორის, ფეტელმა პირველად იასპარეზა ახალი შასით, რომელსაც თავისი ტრადიციის შესაბამისად, სახელი - ”რენდი მენდი” შეარქვა. სმ შასის ახალგაზრდა გერმანელი სეზონის წინა ტესტებზე იყენებდა, თუმცა ”რედ ბულის” გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის დაწყების წინ, ის სხვა მანქანაზე გადასვეს.
მართალია, პარასკევის პრაქტიკები მხოლოდ ტექნიკის მოსამართად და მოსათელად გამოიყენება, თუმცა ჩემპიონატის ლიდერმა მარკ უებერმა, ვინც მერვე შედეგს დასჯერდა, განაცხადა, რომ ”მაკლარენი” კარგ ფორმაშია და მისი პილოტებისგან რბოლაშიც სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი.
”ბარსელონაში დავინახეთ, რომ ”მაკლარენი” რეალური ძალაა. ლუისი ჩვენი უახლოესი მდევარი იყო. თუმცა, არც ის გვავიწყდება, რომ ”ფერარის” და ”მერსედესისგანაც” ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენთვის გარანტირებული ჯერ არაფერია”, - ამბობს უებერი, ვისაც წინა ორი რბოლა აქვს მოგებული.
პირველი პრაქტიკის შედეგები
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.653
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                           1:29.615
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                           1:29.750  
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                                1:29.855  
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                         1:29.867  
6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო)                                     1:30.061  
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                                       1:30.065  
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                                1:30.097  
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                              1:30.294  
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                         1:30.501  
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                                   1:30.615  
12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია)                   1:30.853  
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                                      1:30.867  
14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)                      1:31.011  
15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი)                         1:31.238  
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი)                         1:31.355  
17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)                      1:31.464 
18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)                    1:31.735
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                            1:32.161
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    1:32.990  
21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია)                                1:34.876  
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი)                            1:35.137  
23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                                       1:35.583  
24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია)                                     1:36.137
No comments:
Post a Comment